აუარა და მინერალები

 


 მინერალების ენერგია მუდმივად ურთიერთ ცვალებადობაშია გარემოსთან. ამ დროს წარმოიშვება მრავალფეროვანი ენერგეტიკული ვიბრაციები, რომელიც დამოკიდებულია თითოეული ბუნებრივი ქვის ინდივიდუალურ სტრუქტურაზე. მინერალების და კრისტალების სამყარო მრავაფეროვანი და განსაცვიფრებელია, როგორც ადამიანის აურა. ისტორიული ფაქტები და თანამედროვე კვლევები უჩვენებს რომ, სამყაროში მინერალებსაც გააჩნიათ საკუთარი ველი. რომელიც ანალოგიურად ცვალებადია, როგორც ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების აურა. კრისტალები წარმოქმნიან განსაკუთრებულ ველებს და ვიბრაციებს. ისინი რეზონანსული ეფექტებით ზემოქმედებენ ადამიანის უჯრედების და ორგანოების მუშაობაზე. მინერალები ეს დედამიწის უძველესი მცხოვრებლები არიან. ის სიცოცხლის სხვა ფორმაა.მათ რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დააგროვეს თავიანთ კრისტალებში უამრავი რაოდენობის ენერგია. მინერალების ვიბრაცია თითქმის ინდენტურია ადამიანის ვიბრაციების. მინერალებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმთან კონტაქტის დროს მოახდინონ ენერგიის ნაკადების სტიმულირება. მათ მიერ გამოსხივებული ენერგია მოქმედებს ჩვენს სხეულზე და აღწევს თითოეულ უჯრედამდე. 

 მინერალები საკუთარი ველის საშუალებით გამოიწვევენ ადამიანის ორგანიზმში მრავალფეროვან ცვლილებებს რაც, უმრავლეს შემთხვევაში გამოიხატება ორგანიზმზე მათი სამკურნალო ზემოქმედებით. მკვლევართა ნაწილი მინერალების ზემოქმედებას ადამიანზე ადარებენ პლაცებოს ეფექტს. ასეა, თუ ისე ათასწლეულობით დაგროვილი პრაქტიკა აჩვენებს რომ, ისინი საკუთარი ინფორმაციული ზემოქმედებით ცვლიან ადამიანის ფსიქო-ნერვულ და განწყობის ელემენტებს ცხოვრების მთელ მანძილზე. 

1.ამეთვისტი 2.ფირუზი 3.ტურმალინი 4.ზურმუხტი 5.ოპალი 6.მარჯანი
7.კატის თვალი 8.ნეფრიტი 9.ლაზურიტი 10.აქვამარინი 11.ონიქსი 12.მალაქიტი

1.ამეთვისტი -(ლურჯი, მოლურჯო-ვარდისფერი ან წითელ-იისფერი კვარცის ნაისახეობა)ანტიკური ხანიდან თვლიან თრობის საწინააღმდეგო საშუალებად და ღვთაებრივ ქვად. ქრისტიანი ეპისკოპოსები ხშირად ატარებდნენ და ეხლაც ატარებენ ამ მინერალისგან დამზადებულ ბეჭდებს. ითვლება რომ ეს  ქვა მლოცველებს აყენებს ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. ინდოეთში ეს მინერალი მიღებულია ერთერთ ძლიერ მაგიურ ქვად. იოგები ამეთვისტის კრისტალს იდებენ  წარბებს შუა მისი  ვიბრაციებით აწყნარებენ გონებას და აღწევენ შინაგან სიმშვიდეს. ამეთვისტი თავის სამკურნალო იისფერი თვისებებით ანელებს სულიერ ტკივილებს, აქრობს განგაშის შეგრძნებებს, აწყნარებს და ასუფთავებს ფიქრებს. ავსებს აურას დადებითი ენერგიით და კეთილი სურვილებით. მისი სამკურნალო თვისებები ადამიანს უხსნის უძილობისა და გაღიზიანებებს. 

2. ფირუზი - (ალუმინის და სპილენძის ჰიდრატირებული ფოსფატი. CuAl6[PO4]4(OH)8·5H2O) სპარსეთში ითვლებოდა როგორც გამარჯვების სიმბოლოდ. თანამედროვე ლიტოთერაპიის მიმდევარნი ამ ქვის ტარებას ურჩევენ რისკიან და გამარჯვების მომწყურნე ადამიანებს. ინდური მოძღვრების მიხედვით ფირუზი ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორია. ამიტომაც დადებითად მოქმედებს ფარისებულ ჯირკვალს და ხმის იოგებზე. მონღოლელი ლამები თვლიან, რომ ფირუზი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. თუ, ეს მინერალი ადამიანის სხეულზე მისი ტარების დროს რომელიმე პერიოდში იწყებს გამწვანებას ან გაუფერულებას, ჩათვალეთ რომ ეს არის ჯანმრთელობის გაუარესების პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი. ითვლება რომ, მინერალი იწყებს ფერის აღდგენას როცა მისი პატრონის აურა სტრუქტურა სუფთავდება. 

3.ტურმალინიბორ შემცველი ალუმოსილიკატი ინდოელი მკურნალები უწოდებენ მკურნალსა და გამასუფთავებელ მინერალს. ითვლება საუკეთესო მკურნალად გულის ჩაკრის [ანაჰატა]. მისი ტარება რეკომედირებულია ყველასთვის. განსაკუთრებით დიდ ფიზიკური და ნერვული დატვირთვის შემდგომ. ადამიანის აურის გარშემო წარმოქმნილ უარყოფითი ენერგიის განსამუხტავად. შავი ტურმალინი თავის გარშემო ქმნის დაცვით ველს, რომელიც ისხლიტავს ნეგატიურ ზემოქმედებას. წითელს და ვარდისფერ ტურმალინს გააჩნიათ “იან” პროექციული ენერგია. ხოლო მწვანე, შავი და ცისფერი მგრძნობიარე არიან “ინ” ენერგიის მიმართ.

4.ზურმუხტი - ბერილის ჯგუფის მინერალი - ძველ სლავებში უწოდებდნენ სიბრძნის და თავშეკავებულობის ქვას. ჯერ კიდევ ძველი ებრაელები წერდნენ, რომ “არ არის ამაზე უკეთესი ფერი თვალისთვის”  სინამდვილეშიც ცნობილია, რომ მწვანე ფერი ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, კონცეტრაციას უკეთებს აზროვნებას და იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას. ნატურალური არაკულტივირებული ზურმუხტის ქვით დამზადებული სამკაულები აძლიერებს აზროვნებას. ეხმარება ადამიანს უძილობის და უსიამოვნო სიზმრებისგან. ხელს უწყობს გულის მუშაობას, აფერქმთალებს მელანქოლიას და უხანგძრლივებს ადამიანს სიცოცხლეს. ადამიანის აურა თავისუფლად ითვისებს ამ მინერალის ვიბრაციებს. ხოლო გულის ჩაკრა [ ანაჰატა] დისბალანსის შემთხვევაში იწყებს გაწონასწორებულ მუშაობას. 

5.ოპალი - ამორფული კაჟის დიოქსიდი SiO2·nH2O. ინდოელები  მას უწოდებენ რწმენის, სიყვარულის და შემწყნარებლობის ქვას. ითვლებოდა, რომ ეხმარება ბავშვებს ზრდაში და ასუფთავებს მათ გონებას, როდესაც ისინი თამაშობენ მისგან არეკლილ მზის სხივებში. ძველი ინდოელ სწავლულთა მიხედვით ოპალი ეხმარება ადამიანებს ურთიერთ დაახლოების დროს. აიუვერდაში ნათქვამია რომ ეს მინერალი შეიცავს სამ ელემენტს: წყალს, ცეცხლს და ცხიმს. მას გააჩნია სასიამოვნო ნათელი აურა და გამოსადეგია ადამიანის სხვა და სხვა დაავდებებთან  სამკურნალოდ.

6.მარჯანი -  წარმოადგენს მარჯნების პოლიპების კოლონიების ჩონჩხს.  ჯერ კიდევ შუმერების სამეფოში, ძველ ეგვიპტეს და საბერძნეთში ვარდისფერი მარჯანი იყო უკვდავების და ბედნიერების სიმბოლო. ინდოეთში მარჯანს სცემდნენ პატივს სილამაზის და მის სამკურნალო და მაგიური თვისებებისთვის. აიუვერდას მიხედვით წითელი მარჯანი შედგება სამი ელემენტისგან: წყალი, მიწა და ცეცხლი. მისი მოქმედება ვრცელდება ნივთიერებათა ცვლის, სხეულის ტემპერატურას და კანის მდგომარეობის მარეგულირებელ ენერგიაზე. მარჯანის ვიბრაციას ითვისებს შვიდივე ძირითადი ჩაკრა. ადამიანის აურა მის ვიბრაციებს იღებს “ინ” საწყისის დახმარებით.

7.კატის თვალი - ეს დასახელება პირველად მიაკუთნეს მწვანე-მოყვითალო ქრიზობერილს. კატის თვალი წარმოადგენს ოპტიკური მოვლენას და არა მინერალს. ეს ფენომენი შეიძლება იყოს სხვადასხვა მინერალებზე როგორიცაა: ბერილი, კვარცი, ტურმალინი, ნეფრიტი და სხვა. ის საუკეთესო დამცველია მეპატრონის და აზღვევს მას ღალატისგან. ფარავს გარეგან ნეგატიურ ზემოქმედების და ცუდი თვალისგან. ამაგრებს ოჯახურ კვანძებს. ეხმარება ხორხის ჩაკრას ენერგიის ჰარმონიულ გადანაწილებაში. იღებს პროექციულ ენერგია “იანს’. იცავს ადამიანის აურას როდესაც ის შესუსტებულია სხვა ადამიანის უფრო მძლავრი აურის ზემოქმედებით.

8.ნეფრიტიმონომინერალური აგრეგატი.აქტინოლიტური რიგის ტრემოლიტი დამახასიათებელი სტრუქტურით.ითვლება ზოგადად ჩინეთის ნაციონალურ მინერალად. ეს ქვა გამოიყენება ამ ქვეყანაში უკვე ჩვენ წელთაღიცხვამდე 2 ათასწლეულიდან. კონფუცი მას იხსენებს როგორც სიბრძნის ქვას. ჩინეთში დაოს მიმდევრები ნეფრიტს აწერდნენ სიცოცხლის ძალის მომცემის უნარს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ჩინელები ატარებდნენ ამ მინერალისგან დამზადებულ სამაჯურებს და ყელსაბამებს, აურის გაცისკროვნებისათვის. ამ მინერალს აწერენ უნარს გამოიყვანოს პატრონი გამოუვალ სიტუაციებიდან.

9.ლაზურიტი ლაპის-ლაზული Na6Ca2(AlSiO4)6(SO4,S,Cl)2 — გაუმჭვირვალე მინერალი ლურჯიდან ცისფერ-ნაცრისფერ ან მწვანე-ნაცრისფერ ფერამდე. ძველ ჩინეთში ითვლებოდა ხელისუფლების სიმბოლოთ. ინდოეთში ამ მინერალისგან ამზადებდნენ რელიგიურ ატრიბუტიკას, ვინაიდან თვლიდნენ ციურ ქვად. მათი აზრით ეს მინერალი განამტკიცებს სხეულის ფიზიკურ სიძლიერეს, გონებას და ჭკუას. ლაზურიტი რეკომენდირებულია როგორც ორგანიზმის მასტიმულირებელი საშუალება. გამოიყენება მხედველობის დაზიანების შემთხვევებშიც. იოგები იყენებენ ლაზურიტს აურაზე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან დასაცავად. ლაზურიტი ეხმარება მფლობელს შემაწუხებელი, საგანგაშო აზრებიდან გამონთავისუფლებაში. ლითო თერაპევტები მას ხმარრობენ როგორც არტერიალური წნევის დასარეგულირებლად.

10.აკვამარინი -ბერილის ნაირსახეობა.ბერილის ამოქსილატი. უძველეს დროიდან აკვამარინი ითვლება ცვალებადი აურის მქონე მინერალად. ანელებს აღგზნებულ ემოციებს, აქრობს სიბრაზეს და ამშვიდებს პატრონს. ხელს უწყობს დადებითი ემოციებს წარმოშობას. იოგები თვლიან აკვამარინს ხორხის ჩაკრის ბიოსტიმულატორად. ის მართავს ორგანიზმში ემოციებს. ტიბეტურ და მონგოლურ მედიცინაში აკვამარინი ითვლება კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი გაწონასწორების საშუალებად. აკვამარინი იცვლის ფერს ამინდის ცვალებადობის და მისი მფლობელის განწყობის მიხედვით.

11.ონიქსი -კვარცის ქალცედონური ნაირსახეობა. მინერალი რომელიც შთანთქავს უარყოფით ენერგიას. მუდმივად სხეულზე ტარება ეხმარება ადამიანებს სტრესული მდგომარეობებიდან გამოსვლაში. ის საუკეთესო  საშუალებაა ჩაკრა ანაჰატის სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ონიქსი და კერძოდ მისი მარმარილოს ბუნება ხელს უწყობს აურას გაჭუჭყიანებული ფრაგმენტებიდან გამონთავისუფლებაში. ასტიმულირებს სხვადასხვა ენერგო არხებს.

12.მალაქიტი -ძირითადად სპილენძის კარბონატი რადიალურ-ტალღოვანი აღნაგობით. ისტორიულად აღმოსავლეთის ქვეყნებში ითვლება “ჯანმრთელობის ქვად”. იცავს ფლობელს თავდასხმის და სხვადასხვა უბედურებისაგან. აიუვერდას მიხედვით მალაქიტს იყენებენ გულის ჩაკრის დისბალანსიდან გამოყვანის დროს. გააჩნია თვისება დაეხმაროს ადამიანის აურას გარეგანი ენერგიის ორგანიზმში  გადანაწილებისათვის. იყენებენ ორგანიზმში ენერგეტიკული საცობების გასახსნელად. ხოლო მის ღია შეფერილობების ნაირსახეობებს მზის წნულის ჩაკრიდან ემოციური სტრესები მოხსნისთვის. ის ქმნის ჰარმონიულ ბალანს გულის და ჭიპის ჩაკრას შორის. მალაქიტს გააჩნია უნარი შთანთქას უარყოფითი ენერგია და შექმნას ორგანიზმში ფიზიკური და ემოციური ჰარმონია.

13.ფლუორიტი 14.ოქროსფერი ტოპაზი 15.ციტრინი 16.ლალი 17.საფირონი 18.მთის ბროლი
19.ვარდისფერი ბროლი 20.ჰემატიტი 21.ქარვა 22.ალექსანდრიტი 23.მთვარის ქვა 24.ალმასი

13.ფლუორიტი - [სტრესთან მებრძოლი მინერალი]. მინერალი კალციუმის ფტორიდი CaF2. გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი შეფერილობა. ხელს უწყობს მესამე თვალის [ჩაკრა] გახსნას. ეხმარება აზრების დალაგებას და სულიერის სიმშვიდს მიღწევს. შესწევს უნარი შეამციროს ემოციური აღგზნება. წარმოადგენს საშუალებას სტრესების მოხსნაში. ფლუორიტისგან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან მფლობელს გაანვითარის ანალიტიკური უნარები. ლიტო თერაპევტები იყენებენ ამ მინერალს თავის ტვინის და გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამბობენ რომ ფლუორიტი შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზის დროს. ის პროექტირებს იან ენერგიას.

ასტროლოგიის მოყვარულთა საყურადღებოთ.!!!!  მინერალი ფლუორიტის შეძენის დროს გაითვალისწინეთ.

ეს მინერალი ბუნებაში 100-დან 90% შემთხვევებში მოიპოვება იშვიათ ელემენტებთან შენარევებით, როგორიცაა ურანი და თორიუმი. შესაბამისად მათი ტარება მოიცავს საფრთხეებს. ასე რომ ტყუპებო, ქალწულებო და მერწყურებო ძალიან არ შეტოპოთ და ბოლომდე ნუ ენდობით ასტროლოგიის პროპაგანდისტებს. სავსები შესაძლებელია რომ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ცუდად დამთავრდეს. 

14. ოქროსფერი ტოპაზი[შინაგანი გაცისკროვნების ქვა]. ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებში ითვლება ძვირფას ქვად, რომელსაც შეუძლია დაიცვას პატრონი სხვადასხვა ტიპის  ჯადოსნობის და ნეგატიური ენერგიისგან. ტოპაზი ეხმარება პატრონს დეპრესიის და შიშებისგან. აქარწლებს ეჭვებს და რისხვას. ინდოელი იოგები ტოპაზს თვლიან გვირგვინოვანი ჩაკრის სტიმულატორად. იოგების პრაქტიკაში ტოპაზი გამოიყენება მედიტაციის დროს სხვადასხვა ხილვებისთვის. აძლიერებს იმუნურ სისტემას და იხმარებოდა ფსიქიკურ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. ოქროს ფერი ტოპაზის სამკაულები აკონცენტრირებენ პატრონს ოპტიმისტურ განწყობაზე. ტოპაზის ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც გაჯერებული არიან გაურკვეველი შიშებით. 

15.ციტრინი - [მინერალი რომელიც ამაგრებს აურას]. კვარცის ნაირსახეობა განსხვავდება მხოლოდ ფერით. ყვითელი ციტრინი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო მისტიკური ქვა. ძველ რომში ორატორები და სენატორები  ატარებდნენ მუდმივად ციტრინის კრისტალებს. თვლიდნენ რომ ის ანვითარებს მჭერმეტყველებას და აძლიერებს მეხსიერებას. ითვლებოდა რომ, ციტრინი ხელს უწყობს ადამიანების ურთიერთობებს და ეხმარება მათ ფსიქოლოგიური კონტაქტების დამყარებაში. ციტრინის ოქროსფერი სხივი ეს მისი ენერგიაა ”ცი” ის მსგავსია მზის ენერგიის, რომელიც იძლევა სითბოს და სინათლეს. ლითო თერაპევტები თვლიან, რომ ეს მინერალი ეხმარება ადამიანებს ბგერითი დეფექტების დროს. პარალელურად ამაგრებს ნერვიულ სისტემის. იოგას სამკურნალო სისტემაში ის ითვლება ჭიპის ჩაკრის [მანიპურა]  ერთ-ერთ მთავარ მინერალად. ციტრინი ავლენს თავის სასარგებლო თვისებებს გასტრიტის, პიელონეფრიტის და ცისტიტის შემთხვევებში. ამის გარდა თავისი ვიბრაციებით ადამიანის სხეულის გარშემო ქმნის აურას და აქვს უნარი დაიცვას ის გარემოს უარყოფითი ზემოქმედებებისაგან.

16.ლალი -[დრაკონის ცხელი სისხლი]. ლალი როგორც ეგეთი ქვა არ არსებობს. ლალი არაბულად ნიშნავს ”წითელ ქვას’. (რუსულად - Рубин) ხოლო ამ დასახელებით რეალურად იგულისხმება მინერალი კორუნდი. ინდოეთში წითელი ფერის კორუნდი ითვლებოდა ყველაზე საპატივცემულო მინერალად. მას თვლიდნენ ცეცხლის სტიქიის ყველაზე უფრო გამომხატველ ქვად და”იან” საწყისის ენერგიის მძლავრ კონცენტრაციის ძალად. ითვლებოდა რომ, მას შეუძლია მისცეს მფლობელს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ადამიანებზე ზემოქმედების მძლავრი უნარი. ლიტო თერაპევტები აკუთვნებენ ამ ქვას სხვადასხვა დაავადებებისაგან განმკურნების უნარს. მათი აზრით ,ის ეხმარება ადამიანის ორგანიზმს სისხლის დაავადებათა, ქრონიკული ტონზელიტის, ხერხემლის და სახსრების განმკურნებაში. ორგანიზმის ”იან” ენერგიის გადამეტებული რაოდენობის დროს მისი ტარება არ არის რეკომენდირებული. წითელი კორუნდი დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. იგი უწყობს ადამიანის აურას ხელს გარემოსთან ადაპტაციაში.

17.საფირონი -[სიბრძნის ქვა].(ცისფერი კორუნდი) უძველეს დროიდან ითვლებოდა სიბრძნის, ძალაუფლების, გამარჯვების და სამართლიანობის სიმბოლურ ქვად. ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმები ატარებდნენ ამ ქვას როგორც ჭეშმარიტების სიმბოლოს. იოანე ღვთისმეტყველის მიერ საფირონით აღნიშნულია პირამიდის ბოლოს წინასაფეხური მიმავალი ზეციურ ქალაქ იერუსალიმისკენ. ინდოეთში თვლიდნენ რომ, უშუალოდ დაკავშირებულია კოსმოსთან. ქვა რომელიც შიგნით ისვრეტს კოსმოსის ცივ ასტრალური ფერს. ღვთისმეტყველი პავლე ფლორენსკის აზრით საფირონში შესაძლებელია დავინახოთ სულის სიმბოლო, მიზანსწრაფული უსასრულობისკენ. ძველ ჩინეთში  ციური-ცისფერი სინათლე რომელიც გააჩნია საფირონს სიმბოლიზირდებოდა სულთან სიკვდილის შემდგომ. ითლება რომ, საფირონი არეგულირებს წნევას, ეხმარება პატრონს გადალახოს უძილობა და  წელის ტკივილი. ზოგ შემთხვევაში მოხსენებულია როგორც დამხმარე კომპონენტად სიმსივნეების დროს. ხელს უწყობს იგრძნოს სიცრუე. ეხმარება პატრონს სიმშვიდის მოპოვებაში. განსაკუთრებით ძლიერი თვისებებით გამოირჩევა ვარსკლავის ფორმის ეგზემპლარები, რომლებშიც გადაიკვეთებიან სამი ურთიერთ გადამკვეთი სხივებით - სიმბოლოები უძლიერესი გრძნობების ”რწმენა, იმედი, სიყვარული”. ეს მინერალი ხელს უწყობს ადამიანის აურას ფერთა დაწმენდაში. ის მგრძნობიარეა ”ინ” ენერგიის მიმართ.

18.მთის ბროლი - [ნათელმხედველთა ქვა]. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ტიბეტში, მონღოლეთსა და ჩინეთში ექიმები ჭრილობებს მკურნავდენ მთის ბროლის მრგვალ ფორმებში მზის სხივების გატარებით. ამ მინერალის სფეროს მაგვარი ფორმები ყველა დროში იყო წინასწარმეტყველობის, მაგების,  ქურუმების და ნათელმხედველების ატრიბუტიკა, სულებისგან დევნის დროს. ასეთი სფეროებით სარგებლობდნენ ტიბეტელი ლამები და თანამედროვე ნათელმხილველი ვანგა. ინდურ და ტიბეტურ მედიცინაში მთის ბროლს ენიჭება  წამყვანი როლი. ითვლება რომ, მათი ენერგეტიკა ადვილად ესადაგება ადამიანის ვიბრაციის სიხშირეებს. ტიბეტელი ლამები ბროლის ბურთებს იყენებენ ”მესამე თვალის”  ჩაკრის გასახსნელად. ისინი მთის ბროლის კრისტალებს იხსენიებენ ”ცოცხალად”. ვინაიდან მათი ექვსი წახნაგი სიმბოლიზირებს ადამიანის ექვს ჩაკრას, მიმართულს  ზევით მეშვიდე ჩაკრისკენ. თანამედროვე ჩინეთში მთის ბროლის სფეროებს იყენებენ მასაჟის დროს, ხოლო მცირე ზომის წვეტიან ბროლის კრისტალებს ”ბან-ში” ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულირებისათვის. მთის ბროლის კრისტალები ადამიანებს ეხმარებათ გულის იშემიური დავადების და ვარიკოზული ვენების გაფართოების დროს. ბროლის ბურთულებს გააჩნიათ უნარი შეუმციროს მის პატრონს თავის ტკივილები და ნორმამდე მიიყვანოს არტერიული წნევა. მთის ბროლი წარმართულს საქართველოს მთიანეთში ითვლებოდა ოჯახში ბედნიერების მომტან ატრიბუტად.

19.ვარდისფერი ბროლი - [გულის ქვა] იშვიათად გავრცელებულ მკრთალ ვარდისფერ ბროლს აღმოსავლეთის მკურნალები უწოდებდნენ გულის ქვას. მისი მსუბუქი ვარდის ფერი გვაგონებს აის, ახარებს ადამიანის თვალს და მკურნავს სულს თავისი მსუბუქი ვიბრაციებით. ინდოელი იოგები თვლიდნენ რომ, ეს მინერალი საუკეთესო საშუალებაა გულის ჩაკრასთვის. ვარდისფერი ბროლი მკურნავს გულის სულიერ  ტკივილებს, ხსნის ემოციურ დაძაბულობებს. გულს აყენებს სიყვარულის და სიკეთის ტალღაზე. ვარდისფერი ბროლის ფხვნილი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ეგვიპტეში როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალება. ითვლება რომ, ვარდისფერი ბროლი პატრონს აძლევს ცხოვრებისეულ ძალას და მაღლა სწევს მის მგრძნობიარობის უნარს. ეს მინერალი მიმღებია ”ინ” ენერგეტიკის. ვარდისფერი ბროლი დადებითად მოქმედებს ადამიანის აურაზე და ხელ უწყობს მისი დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას.

20.ჰემატიტი - [ჭრილობების მომშუშებელი ქვა]. რკინის მინერალი  Fe2O3. მუქი წითელი ფერისთვის ამ მინერალს უწოდებენ სისხლჭარბს. მისი დამახასიათებელი ფერები ადამიანებში იწვევენ შედედებულ სისხლთან ასოციაციას. ითვლება რომ, ეს ქვა აშუშებს ჭრილობებს და ასუფთავებს სისხლს. აღმოსავლეთში თვლიდნენ რომ, ის დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე. გააჩნია უნარი გამოდევნოს ორგანიზმიდან მავნე მეტაბოლიტები. ძველ ტიბეტს და ჩინეთში მას აქტიურად იყენებდნენ  სისხლძარღვთა საცობების და სისხლდენის შეწყვეტის მიზნით. თვლიან რომ, ჰემატიტს შეუძლია დაეხმაროს ჰორმონალურ და შარდსადენ პრობლემებისას. ეს მინერალი დადებითად ზემოქმედებს ფუძისეულ ჩაკრის ენერგეტიკაზე და ასტიმულირებს სისხლის დაგროვებას სქესობრივ ჩაკრაში [სვადჰისტანა]. 

21.ქარვა -[უძველეს ტყეების ჯადოსნური ფისიორგანული წარმოშობის წიაღისეული ფისი. ქარვა ამცირებს  კბილის და თავის ტკივილის შეგრძნებას. ამსუბუქებს წნევის გადასვლებს. იცავს მაგნიტური ქარიშხლებისას და ზოგჯერ, აუმჯობესებს მხედველობას. დადებითად მოქმედებს თირკმელებზე და ხელს უწყობს გულის მუშაობას. ექიმები აღნიშნავენ რომ ქარვის მუნდშტუკი ამცირებს ნიკოტინის შესვლას სასუნთქ სისტემაში. ქარვისგან დამზადებულ პრეპარატებს აქვთ ანთების საწინააღდეგო თვისებები. დადგენილია რომ, ორგანიზნში ფარისებულ ჯირკვლის დაავადებებს იწვევს იოდის უკმარისობა. ხოლო ქარვა თავის სტრუქტურაში შეიცავს ამ მიკრო ელემენტს. ამიტომაც ქარვის მძივების ტარება ორგანიზმისთვის იოდის უკმარისობისას საკმაოდ დადებითია. იოდის გარდა ქარვის სტრუქტურაში შედის სხვა მიკრო ელემენტებიც. როგოროცაა: რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ცინკი. ქარვა შეიცავს აგრეთვე ქარვის მჟავის მარილებს. რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ქარვა-თერაპიის მეთოდები გამოიყენება ონკოლოგიაშიც. ქარვა არის - შემოქმედების, რწმენის და ოპტიმიზმის ძალა. ის ჩუქნის პატრონს ფიზიკურ სიძლიერეს, სულიერ სიმხნევეს, მოაქვს იღბალი და ინახავს პატრონის ჯანმრთელობას.

22.ალექსანდრიტი -ქრიზობერილის  ყველაზე ძვირფასი ნაირსახეობა BeAl2O4, რომელსაც გააჩნია უნარი შეიცვალოს ფერი გამომდინარე გაშუქების კუთხიდან. ინდოეთში ქრიზობერილს უწოდებდნენ ”ვაიდურნამს” და თვლიდნენ ერთ-ერთ ძლიერ მაგიურ ქვად. მათ სჯეროდათ რომ ამ  მინერალს გააჩნია უნარი დაარეგულიროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა. გაასუფთაოს სისხლი და გაამაგროს სისხლგამტარი კაპილარები. ალექსანდრიტი მკურნავს თირკმელებს და კუჭ უკანა ჯირკვალს. აგრეთვე პატრონს ეხმარება სულიერ გაწონასწორებაში. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მზის სინათლეზე ალექსანდრიტს აქვს მომწვანო შეფერადებლობა, ხოლო ხელოვნურ სინათლის დროს იისფერ-წითელი. ითვლება რომ, ალექსანდრიტი ეხმარება პატრონს სულიერ განახლებაში. აწონასწორებს მის გონებას და ემოციებს. ის ეხმარება აურას უარყოფითი ენერგიებისაგან თავდაცვაში.

23.მთვარის ქვა -[მთვარის ენერგიის მშთანთქმელი].კალიუმის შპატების ჯგუფი. დაბალ ტემპერატურიანი ორთოგლაზის ნაირსახეობა. (სინონიმი - ადულარი) ნუ აურევთ სელენიტში. დასახელება ამ მინერალმა მიიღო ცისფერ და ვერცხლისფერ-თეთრი ფერების ერთი მეორეში გადასვლის გამო. ზოგჯერ მას გააჩნია კატის თვალის ეფექტი.ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში მას აკავშირებდნენ მთვარესთან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით. ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს სავსე მთვარის ფაზის დროს. კენინგემის მიხედვით ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს. მას ატარებენ ცხოვრებაში სიყვარულის მოსაზიდად. ინდოეთში მას ეძახიან ”ჯანდარაკანდ-ს” რაც თარგმანში ნიშნავს მთვარის ნათებას. თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას. რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ტიბეტში მას ხმარობდნენ ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებებისგან განმკურნებისთვის. ითვლება რომ, მთვარის ქვიდან დამზადებული სამკაულები ეხმარებიან ინტუიციის განვითარებაში და წარმოსახვაში. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს ანაჰატაზე [გულის ჩაკრა] მის ენერგიას აღიქვამს ადამიანში ”ინ” საწყისი.

24.ალმასი -[ქვათა მეფე].ალმასი ძველ ცივილიზაციებში სიმბოლო სიწმინდის, დაუმარცხებლობის, ძალის, ძალაუფლების და სრულყოფილების. ინდურ მოძღვრებებში ის ითვლება მე- 7 ჩაკრის [საჰასრარა] მთავარ ქვად. რომელიც აერთიანებს ადამიანს კოსმოსურ ძალებთან. იოგები თვლიან რომ, ალმასის მძლავრი ენერგიის ვიბრაციები ასაზრდოებს გულს, თავის ტვინს და ყველა ”ეთერულ” სხეულს. ალმასი იცავს თავის პატრონს ავადმყოფობებისგან. მას გამოყავს პატრონისგან ცუდი სიზმრები და კურნავს შიშებისგან. ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში კენჭების წარმოშობას და აპოპლექსიას. ლითო თერაპევტები ურჩევენ ადამიანებს ორგანიზმის გამაგრებისთვის ყოველდღე მიიღონ თითო ჭიქა ”ალმასის წყალი".ინდიგო ფერის აურის ტიპის ადამიანებს ეს ქვა ხელს უწყობს დაიცვან თავი გარემოს უარყოფითი მუხტებისგან. ალმასის( ბრილიანტის) ტარება რეგულარულად არ არის რეკომენდირებული იმპულსური ხასიათის მაღალი წნევის მქონე ადამიანებისათვის.

25. შუნგიტი -პრესკემბრიული მთის ქანი. 

 აურის დასაცავად არსებობს მინერალი, რომლის ანალოგი ბუნებაში არ მოიპოვება.  შუნგიტი. მას განსაკუთრებული ნახშირბადოვანი აღნაგობის გამო გააჩნია უნივერსალური სამკურნალო თვისებები. (გარდამავალი სტადია ანტრაციტიდან გრაფიტზე. - მიეკუთნა  დასახელება ადგილმდებარეობის მიხედვით შუნგა. კარელია. იხ. სურათზე) მისი წყალში  გახსნისას გამოიყოფა კომპონენტები, სასარგებლო ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ეს  ბუნებრივი ქვა პრაქტიკულად შეიცავს მენდელეევის სისტემის უმრავლეს ელემენტებს. ის მოიპოვება მხოლოდ კარელიაში. ეს მინერალი ორგანიზმიდან ქაჩავს ყველაფერს უვარგის. ნეგატიურ ემოციებიდან უარყოფით ენერგიის ჩათვლით. რითაც აღადგენს აურაში  დაზიანებულ მონაკვეთებს.


   სხვა მინერალების თვისებების განხილვა იხილეთ მითითებულ გვერდზეც   www.aura-help.ge/node/103   

   ხოლო ზოგიერთ ძვირფასი მინერალების სამკურნალო თვისებები იხილეთ განყ.ჩაკრები და მინერალები

http://www.aura-help.ge/node/152 წიგნები იყიდება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით.                                                       

 ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე კოპირება აკრძალულია - საავტორო უფლებებს იცავს კანონიProtected by Copyscape Web Copyright Protection