აურა და სექსი

 

   ჰარმონიული და სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება მოქმედებს ადამიანის გონებაზე, ემოციებზე, ფიზიოლოგიასა და მის ბიოენერგეტიკაზე. სექსი მართავს არა მარტო სურვილებს და მოაქვს აზრობრივი სიამოვნება, არამედ ადამიანში აღებს ახალ ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებს. სექსი ეს არის დაძაბულობის, სტერსების მოხსნის და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება. გზა რომელიც ბადებს ღრმა კმაყოფილების გრძნობებს და ზოგად კეთილდღეობას. ამ დროს პარტნიორები, სულიერ და ფიზიკურ სიახლოვისგან იღებენ მამხნევებელ მუხტებსა და ძალას. სექსი როგორც მგრძნობელობის და სიამოვნების გამოხატულების ერთ-ერთი უმაღლესი ბუნებრივი საშუალება - ამშვიდებს გონებას, ამაღლებს სულს და აღადგენს ადამიანის ბუნებრივ ენერგიას.
   ჰარმონიული სექსი - ეს გზაა, ადამიანის სულიერი და ფიზიკური დახელოვნების. ის წარმოადგენს ცხოვრებისეულ წარმატებების ხელშემწყობ საშუალებას.
   დაუკმაყოფილებული სექსი - ეს არის თქვენი ენერგიის მთავარი დამანგრევებელი. ხოლო ენერგიის დაკარგვა ასუსტებს თქვენს აურას.
სექსუალური განურჩეველი აქტიურობა მრავალ პარტნიორებთან უფრო მეტად ანაწევრებს და ფრაგმეტებათ შლის თქვენ აურას. რაც უფრო მეტად ფრაგმენტირებულია აურა, მით უფრო ადამიანებს ეკარგებათ სურვილი (ან ფიზიკური შესაძლებლობა) სექსუალური დამოკიდებულებების. მამაკაცთა უმრავლესობა და ქალთა გარკვეული კატეგორიები (მეძავეები) არ ან/და ვერ ითვალისწინებენ, რა ამ გარემოებას ისინი ადვილად შედიან ერთმანეთთან გარიგებაში, სექსუალური აქტის ფიზიკურ კომერციალიზაციაზე. მისი ფსიქო-ფიზიოლოგიური ასპექტების გამორიცხვით. ასე რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი და ქალთა ეს კატეგორია შექმნილი არიან ერთი მეორისათვის.  მაგრამ ამ კატეგორიებიდან ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ნახულობს ამ ფორმის სექსუალური აქტის დამაკმაყოფილებელ სიამოვნებას. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის სექსუალური აქტი საწინდარია დაუკმაყოფილებელი სექსის. რაც შესაბამისად არც, თუ ისე იშვიათად წარმოადგენს მათი ფიზიოლოგიური ფუნქციების მოშლის და სექსის მიმართ მოთხოვნილებების შენელების მიზეზს. საბოლოო ჯამში ორგანიზმში წარმოქმნის შეუქცევად უარყოფით პროცესებს.

     სექს თერაპია   სექსი შეიძლება გახდეს თერაპიად თუ, საყვარელი მამაკაცი, უმფროსია შეყვარებულ მანდილოსანზე 7 წლით. ეს იდეალური წყვილია. მაგალითად წყვილთა ასაკია 21 – 28 წელი. თუ წყვილის ბიოენერგეტიკული პორტრეტი ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ სექსი იძენს თერაპიულ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებს. ანუ ქალი და მამაკაცი ხდებიან ერთიანი მთლიანის ნაწილები. ”ინისა” და”იანის” ჰარმონია. ეს ზეციური სიყვარულია. ამ დროს შეყვარებულთა აურა იღებს ნაზ ვარდისფერ ფერს. წყვილი გარდაისახება რა, ერთიან მთლიანში, ისინი ირთვებიან  კოსმოსურ ეგრეგორში. მათი აურები იწყებენ ნათებას. ამ ნათებას ხედავენ მაღალი ექსტასენსორული მგრძნობელობით დაჯილდოებული ადამიანები და არა ისე იშვიათად ჩვეულებრივნიც. ამიტომაც აურათა შერწყმა ჯამრთელი სექსუალური ურთიერთობებისას იწვევს თერაპიულ ეფექტს. სხვა ყველა შემთხვევაში და განსაკუთრებით  შემთხვევითი შეხვედრებისას, მამაკაცები და ქალები არა თუ, კარგავენ ენერგიას, არამედ იძენენ დაავადებებსაც. არსებობენ სექსუალური ვამპირები - ეს რეალური ფაქტებია. თუ, სქესობრივი აქტის შემდგომ თქვენ იგრძენით თავი შეუძლოთ, დაღლილად და გაგიქრათ განწყობილება,  გაითვალისწინეთ რომ, თქვენ ინტიმი დაამყარეთ ენერგეტიკულ  ვამპირთან.  ამის გარდა შემთხვევითი სექსუალური კავშირები საშიშია იმითაც რომ, ”არა სუფთა” სექსუალური კავშირები ანაგვიანებენ სიყვარულის კარმას. ამცირებენ სიცოცხლის უნარიანობას და თან მას მოსდევს ახალი დაავადებები და პრობლემები.
 იყავით ფრთხილად ! შემთხვევით სექსუალურ კავშირებს მოყვება არა მარტო შიდსი და ვენერული დაავადებები, არამედ უცნობი ეტიოლოგიის მქონე დაავადებებიც. ამ შემთხვევებში ოფიციალური მედიცინის საუკეთესო ექიმებიც კი უძლურები არიან დასვან დიაგნოზი. ეს ეგრეთწოდებული ნატიფი (თხელი) სხეულის დაავადებებია.
  ტიბეტური მედიცინის მიხედვით ნებისმიერი დაავადებები, მათ შორის ონკო და იმუნური (შიდსი) დაავადებები ფორმირდება ნატიფ სხეულში დაახლოებით 2 წლით ადრე სანამ ფიზიკურ სხეულში გამოჩნდება მისი ძირითადი სიმპტომები.
  ადამიანში სექსუალურ გრძნობებს განაგებს - ჩაკრათა ერთიანი ბალანსირებული მუშაობა. ხოლო ამ გრძნობის განვითარების და გაღვივებისთვის პასუხისმგებელია ეგრეთ წოდებული ჭიპის ჩაკრა (სვადჰისტანა). ეს ჩაკრა ითვლება ადამიანის ჰორმონალური სისტემის მარეგულირებელ ენერგეტიკულ ცენტრად. ფერთა პალიტრის მიხედვით ეს ენერგია არის ვარდისფერი და ქალის ორგანიზმში წარმოადგენს სექსუალურ ფუძემდებელს. ის ქალში დაკავშირებულია საშვილოსნოსთან და კვერცხუჯრედთან. ხოლო მამაკაცის ორგანიზმში წარმოდგენილია ვირტუალურად. ამიტომაც, სწორედ ქალი წარმოადგენს მამაკაცისთვის სიცოცხლის ენერგიის წყაროს და ძირითად მამოძრავებელ მოტივს. შეიძლება ითქვას  რომ,   ქალი არის მამაკაცის ცხოვრების აზრი,  ხოლო მამაკაცი ქალისთვის საყრდენი წერტილი. ამ უბრალო პოსტულატიდან ჩანს, რომ ნორმალური სრულფასოვანი ჰარმონიზირებული ცხოვრებისათვის ქალის უმამაკაცოდ და მამაკაცის უქალოდ ცხოვრება შეუძლებელია
  სექსუალური ჩაკრა  სვადჰისტანა - წარმოადგენს გაუფილტრავ სექსუალურ ემოციებს და მასთან დაკავშირებულ შემოქმედებითი თვისებების საწყის ენერგეტიკულ ცენტრს. მისი ენერგია გამომდინარეობს ძირითადი ჩაკრიდან (მულადჰარა) და ერწყმის მას. როდესაც ძირითადი ჩაკრა გაწონასწორებულია, სტაბილური და მდგრადია ის უქმნის გამამტკიცებელ ფონს სექსუალურ ჩაკრას. ხოლო ძირითადი ჩაკრის დისბალანსის შემთხვევაში სექსუალურ ჩაკრაში წარმოიქმნება გარკვეული დარღვევები, რომელიც  ადამიანის ორგანიზმში ფსიქო-ნერვულ დონეზე აისახებიან როგორც, მამაკაცის იმპოტენციის და ქალის ფრიგიდულობის პირველადი ნიშნები. ყველაფერი ეს კი, ბიოენერგეტიკულ დონეზე იწვევს ადამიანის აურის გარკვეული კონფიგურაციის დარღვევას და მის სუბსტანციის  შესუსტებას.
პრობლემები და დაავადებები რომლებიც წარმოიქმნებიან ჩაკრის დისბალანსური მუშაობის დროს - კუნთების სპაზმები, ალერგია, ფიზიკური სისუტე, სექსუალური გაუწონასწორებულობა, ლიბიდოს უქონლობა, უნაყოფობა, შეფერხებები და დათრგუნული განწყობილება, ყაბზობა, შემოქმედებითი საწყისების უქონლობა.
                   ჩაკრის დისბალანსის აღდგენისათვის რეკომენდირებული კრისტალები

 1.მთვარის ქვა K (ALSi 3 O8) ; 2.გარგალისებული აქატი; 3 ნარინჯისფერი აქატი; 4.ავანტურინი; 5.კალციტი; 6.ნარინჯისფერი საფირონი; 7.ალისფერი აქატი; 8.ცეცხლოვანი ოპალი;  9.ალისფერი ძოწი; 10. ნარინჯისფერი სარდონიკსი; 11. ნარინჯისფერი სერდოლიკი; 12 .მზის ქვა.[ოლიგოკლასი]   

   

  ოპირება პირველწყაროს მითითების ან საიტის ადმინისტრაციასთან  შეთანხმების გარეშე  აკრძალულია. საავტორო  უფლებებს იცავს  კანონი. 

Protected by Copyscape Web Copyright Protection