კადრების შერჩევა აურა-ტესტირების საშუალებით

TESTING STAFF BY MEANS OF AURA-GRAPHY

  განსჯას არ  ექვემდებარება ის ფაქტი რომ,  ნებისმიერი  სამსახურის  კეთილდღეობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ  კადრები.    

  მეცნიერები ამტკიცებენ რომ, ნაყოფიერ სამსახუროებრივ ურთიერთობებისთვის, პიროვნების მიერ შეძენილ ცოდნას და გამოცდილებასთან  ერთად, არა ნაკლები წამყვანი როლი უკავია პიროვნების შთამომავლურ ნიშან-თვისებებს და მის შიდა სამყაროს ბიოენერგეტიკულ მონაცემებს.

 ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანიები კადრების შერჩევის და მათი დაწინაურების დროს სარგებლობენ აურა-ტესტირების მეთოდით. (Testing staff by means of aura-graphy). ამ მეთოდმა აღიარება ჰპოვა ისეთ სფეროებში, როგორიც არის კადრების შერჩევა მენეჯმენტის, მარკეტინგის, კონსალტინგისა და PR-სამსახურებში. სხვა გვარად რომ ვთქვათ "Testing staff by means of aura-graphy " წარმოადგენს პიროვნული თვისებების გამოსამჟღანებელ ტესტს – ანუ, დამსაქმებელმა გაანალიზოს მაძიებლის პიროვნული მონაცემები, სამუშაოზე მისი ქცევის პროგნოზის მიზნით. ეს ტესტი ამჟღავნებს ადამიანის ქცევას. იმას, თუ როგორაა იგი ორგანიზებული, კონცენტრირებული და კოორდინირებული ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

ეს მოდელი გვიჩვენებს პიროვნების შემდეგ ძირითად მახასიათებლებს:

1. ექსტრა და ინტროვერტულობას -

(ექსტრავერსიული) გულღია, თვითდაჯერებული, ენერგიული, მგრძნობიარე, მოსაუბრე; (ინტრავერსიული) გულჩათხრობილი, თავშეკავებული, მორიდებული, წყნარი, მორცხვი;

2. ემოციური მდგრადობას - ხალისიანი,დამოუკიდებელი, თვითდაჯერებული, დაუძაბავი,:- ანდა საპირისპიროს -  მშიშარა, დამოკიდებული სხვაზე, გაუბედავი, დაძაბული;

3. გარეგან ფონს - თავაზიანი, სანდომიანი, თანამშრომლური, მიმზიდველი, შემწყნარებლური. ანდა საპირისპიროს - უხეში, არაკომუნიკაბელური, არაკეთილგანწყობილი, შეუწყნარებელი;

4. გამოცდილების მზადყოფნას - ცნობისმოყვარე, მდიდარი წარმოსახვის მქონე, სწავლის მსურველი, გონება გახსნილი. ანდა საპირისპიროს  - გონებაჩლუნგი, წარმოსახვის უუნარო, თვითკმაყოფილი, შეზღუდული.

გთავაზობთ კადრების შერჩევას ფერთა თეორიაზე დაფუძნებულ აურა-ტესტირების მეთოდით. ამ ტექნოლოგიის საფუძველზე წინასწარ გეცოდინებათ გამოგადგებათ, თუ არა პიროვნება სამსახურეობრივ მოვალეობათა შესასრულებლად. დაგვიკავშირდით 210 63 66