7.გვირგვინოვანი ჩაკრა (საჰასრარა) सहस्रार

 

  გვირგვინოვანი ჩაკრა (საჰასრარა) - ეს არის ადამიანის სრულყოფილების ცენტრი. განთავსებულია თავის ქალის უკიდურეს წერტილში, ის წარმოადგენს ცოდნის უსასრულო სათავსოს და  არის ადამიანის განათლებისა და სულიერი ცხოვრების მანიშნებელი. გვირგვინოვანი ჩაკრა აერთიანებს ყველა ქვემდგომ ენერგეტიკული ცენტრების ენერგიას. ჩაკრის გახსნის დროს ადამიანის გონება საკმაოდ დაწყნარებულია და აღიქვავს რა, თავს როგორც მთლიანი არსის ნაწილს. რაც უფრო ვითარდება ჩაკრა, მით უფრო ხშირად დგება წუთები, რომლებიც გარდაიქმნებიან პიროვნების გაწონასწორების და ჰარმონიის მდგომარეობებში. როდესაც გვირგვინოვანი ჩაკრა არა საკმარისად გახსნილია ადამიანს ეჩვენება, რომ ის არსებობს სამყაროსგან განკიცხულად. ექმნება სიყვარულის დაკარგვის შიში. აღიქვამს სხვის დახმარებას, როგორც საკუთარი სისუსტის აღიარებად. შედეგად ის ვერ თავისუფლდება შიშისგან და სხვადასხვა  წინააღმდეგობებისაგან. მას არყოფნის სურვილი იგრძნოს ცხოვრების სიამოვნება. არარის თავის თავში დარწმუნებული და უნდობლად უყურებს გარე სამყაროს. 

  გვირგვინოვანი ჩაკრა(საჰასრარა) დაკავშირებულია თავის ტვინთან, როგორც ”აჯნა” ეპიფიზთან და მას მართავს ჰიპოთალამუსი. გვირგვინოვანი ჩაკრის გახსნა ეს არის უმაღლესი მიღწევა ჩაკრების გახსნის. საჰასრარა რომ იყოს ძლიერი და სტაბილური ამისთვის საჭიროა მრავალი წელი და დიდი მონდომება. ენერგიის ფერი  იისფერი.

ნახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს  ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას, პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია  ჩაკრების მათემატიკურ მოდელირების საფუძველზე აურა-კამერა MbGA -ს მონაცემების მიხედვით. .

პირობითი   ერთეულების  განმარტება   აურა-კამერა   MbGA - ს   მიხედვით

  • 100 - ჩაკრის ზეაქტიურობა. მაღალი ენერგიები. ინტუიციის ენერგია. მგრძნობიარობა, განსხვავებულობა, გამოსხივნელობა, ძლიერი სულიერი თვისებები.
  • 70 -  ჩაკრის მუშაობა დაბალანსებულია.  ჩაკრის აქტიობა ჰარმონიზირებილია.
  • 45 - საშუალო ხარისხი.
  • 25 - მსუბუქი დისბალანსი, ჩაკრას მუშაობაში.
  • 10 - დაუბალანსირებული მუშაობა.  იმყოფება სტრესის ქვეშ.

ჩვენი კვლევები

   ამ ჩაკრის ბლოკადა ხელს უწყობს ნებისმიერ ორგანოს დაავადებებს. პირველ რიგში ფსიქიკურ დაავადებებს, სიმსივნეებს და განსაკუთრებით ავთვისებიანს. ასევე არსებობს შესაძლებლობა განვითარდეს ნაადრევი სიბერე, დიაბატი და ა.შ.    
  იოგები თვლიან, რომ ამ ცენტრის სრულფასოვანი ჰარმონიული მუშაობა დაკავშირებულია ადამიანის ნიჭთან დაინახოს მომავალი და ყოფილი ცხოვრება. ისინი აგრეთვე ამტკიცებენ რომ, ჩაკრის გახსნა იძლევა გაცისკროვნების საშუალებას. თანამედროვე ენით ეს არის ნერვული უჯრედების ჰიპერპოლარიზაცია. ამ ჩაკრის ჰარმონიზაცია შესაძლებლობას იძლევა ქერქის დიდი ნახევარსფეროების აგზნებას და თავის ტვინის ყველა რეზერვის ამოქმედებას. რომელიც იძლევა კოსმოსურ აზროვნებას და კავშირს კოსმოსთან. შემთხვევითი არ არის რომ, ბუდის გამოსხულებაში დამახასიათებელია გამობერილი ყიფლიბანდი, რომელიც მაჩვენებელია ჩაკრი გახსნის. ამ ჩაკრაში შესაძლებელია გამოჩნდეს ნებისმიერი ფერი. უმეტეს
შემთხვევაში სჭარბობს მზის ან იისფერი ფერი. ამ ჩაკრის პათოლოგიისას მასში გროვდება ნეგატიური ან გადაჭარბებული პოზიტიური ენერგია. რისგანაც მისი ფერი უფერულდება და შემდგომ წარმოიქმნება მისთვის არა დამახასიათებელი ფერთა ლაქები. საჰასრარა ჩაკრა ითვლება როგორც ოპერაციულ სისტემად. რომელიც დაკავშირებულია რწმენასთან და ინფორმაციის აღქმასთან. საჰასრარას ფუნქცია შეიძლება განისაზღვროს ცხვირიდან სუნთქვის საშუალებით. თუ, თქვენი ორივე ნესტო მუშაობს თანაბრად,  ეს იმის მანიშნებელია რომ, თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ფუნქციონირებს ნორმალურად.

   (საინტერესო ფაქტი - 1966 წელს დასავლეთის სამყაროს მეცნიერებმა ელექტრო ენცეფალოგრაფიის საშუალებით გამოიკვლიეს ცნობილი ინდოელი გურუ სვამი სატაიანანდა). განცვიფრებულმა ექიმებმა მოახდინეს კონსტანტირება შემდეგი მოვლენის - მარჯვენა ნესტოდან სუნთქვის დროს აღიგზნება თავის ტვინის მარცხენა ნახევარ სფერო. ხოლო სუნთქვას მარცხენა ნესტოდან აღაგზნებს მარჯვენა ნახევარ სფეროს.აღმოჩნდა რომ, სუნთქვის ასეთი ციკლი,ანუ სუნთქვა ერთი ნესტოთი არის თავის ტვინის ნახევარსფეროთა მართვის და საჰასრარა ჩაკრის გასაღები. აღმოჩნდა აგრეთვე რომ, სუნთქვას ნესტოებით შეუძლია ემოციონალური და ფსიქიკური დაზიანების კორექტირება.  თუ, ჩაკრა არარის დაბალანსებული, შესაძლებელია წარმოიქმნას წინასწარმეტყველების მეტისმეტად დიდი ისეთი გრძნობა, რომელიც მოკლებულია რეალობას, გარშემო სიტუაციას და ამ დროს ხდება ადამიანთა იგნორირება. თუ  ჩაკრა არასწორედ ფუნქციონირებს, შეიძლება წარმოიქმნეს დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია აზროვნების პროცესთან :

ლცეჰეიმერის დაავადება, შიზოფრენია, ანდა პარკინსონის დაავადება. ამ ჩაკრაზე პრობლემები წარმოქმნის ხოლმე საკუთარი თავის სავნოდ დოგმატიზმს და ადამიანის რწმენის დასუსტებას. საჰასრარა მიეკუთნება ეგრეთ წოდებულ”ეგროგორულურ ცენტრს” ეგრორგორი წარმოადგენს კოლექტიურ ენერგოინფორმაციულ ველს. რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ადამიანთა საზოგადოების წარმომადგენლებს ერთიან სისტემაში. არსებოს ეგრეგორი ოჯახური, ქალაქების, ქვეყნების, ეროვნებების, პოლიტიკური პარტიების, რელიგიური სკოლების. პლანეტის და სამყაროსიც კი. ადამიანი შესაძლებელია იმყოფებოდეს ერთი ან რამოდენიმე ეგრეგორის გავლენის ქვეშ.

  თითოეული ადამიანი აღიქვამს ამას, თუ არა, ემსახურება გარკვეულ ეგრეგორს და ცვლის მასთან ინფორმაციას. ეს ენერგია სუბლიმირდება საჰასრარა ჩაკრაზე და ასაზრდოებს სხეულის შესაბამის ნაწილების მოთხოვნილებებს. როდესაც ეს ენერგეტიკული ცენტრი დაუბალანსირებელია ადამიანს დაყვება ფრუსტრაციის მუდმივი გრძნობა და მსგავსი დამანგრევებელი ემოციები. ამიტომაც ზემოდან გამომდინარე კვლევის დროს ამ ჩაკრას ენიჭებოდა განსაკუთრებული ყურადღება. ვინაიდან ის წარმოადგენს როგორც ადამიანის ყველა სისტემების მარეგურირებელ კომპონენტს. აგრეთვე ჩაკრას მიმართულს სხეულის გარედან ენერგოინფორმაციული ნაკადების მიმღებს, მაკონტროლებელს და ორგანიზმში გარეთა სამყაროს ენერგეტიკულ იმპულსების ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თავის ტვინის გლობალურ ცენტრებში გადამანაწილებელს. კვლევები ამ ჩაკრის მდგომარეობის და მის მოსახლეობაში სტატისტიკურ მაჩვენებლებზე მიმდინარეობდა ანალოგიურად სხვა ძირითადი ენერგეტიკული ცენტრის მსგავსად.  

(მულადჰარა, სვადჰისტანა, მანიპურა, ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა) მიღებული სტატისტიკური მაჩვენებლები მოყვანილია ჰისტოგრამა 1. როგორც გრაფიკიდან ჩანს ჩაკრის მდგომარეობის სამი პოზიცია დაიყო შემდეგ ნაირად. ზედაბალი ენერგეტიკული აქტიურობით ჩაკრა ( ჩაკრა ბლოკირებულია) აღმოაჩნდა 645 პიროვნებიდან 95 ადამიანს. დისბალანსურ მდგომარეობაში 405 პიროვნებას და მხოლოდ 145 სუბიექტს აღმოაჩნდა ჩაკრა დაბალანსებული. ამ ენერგეტიკულ ცენტრზედ ზეაქტიურობა არ დაფიქსირებულა.
  აქედან გამომდინარე ზოგადი სურათი გადანაწილდა შემდეგ ნაირად (დიაგრამა 2) მთლიანად გამოკვლეულ სუბიექტებში ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა 22%. ჩაკრის ბლოკირების მიხედვით 15%, რომელიც პირობითად ჩაითვალა რისკის ჯგუფად. ხოლო 63% -ს დაუფიქსირდა საჰასრარა ჩაკრის დისბალანსური მდგომარეობა.  (კვლევები ჩატარებულია თბილისის მოსახლეობაში 2011-2012 წ.წ.)

                                                   გთავაზობთ გამოიკვლიოთ თქვენი ჩაკრების მდგომარეობა,თუ როგორ მუშაობენ ისინი. მსურველებმა დაგვიკავშირდით ფოსტაზეProtected by Copyscape Web Copyright Protection