6.მესამე თვალი (აჯნა) आज्ञा

 

   მესამე თვალი აჯნა - ეს ჩაკრა მართავს სხვადასხვა გონებრივ თვისებებს და მეხსიერებას. პასუხისმგებელია ორგანიზმში შემეცნებით აღქმაზე. უშუალოდ ეხმარება ადამიანს ჩაერთოს ქვეცნობიერებაში და ინტუიციაში. რაც ხელს უწყობს პიროვნებას აღიქვას სამყარო და მიიღოს ვერბალური გზავნილები. აჯნა თამაშობს მთავარ როლს ადამიანის შემოქმედობითობის უნარში. გახსნილ მდგომარეობაში აჯნა უქმნის შესაძლებლობას პიროვნებას დადგეს მატერიალურ სამყაროზე მაღლა. რაც უფრო გახსნილია ჩაკრა, მით უფრო ჩვენი ორგანოები თავისუფლად და ფართოდ აღიქვამენ გარშემო მიმდინარე იმ მოვლენებს, რომლებსაც ვერ აფიქსირებენ ჩვენი ფიზიკური ხედვის ორგანოები. 

   მესამე თვალი - გირჩისებული ჯირკვალი ანუ ეპიფიზი. (სინონიმები - მუდმივობის თვალი, სამყაროს თვალი, შივას თვალი, აჯნა-ჩაკრა). დეკარტის მიხედვით სულის შემნახველი საკანი, შოპენჰაუერის მიხედვით სიზმრის მხედველობის თვალი. ეპიფიზი განთავსებულია ტვინის ნახევარსფეროთა შუაში. ის უძველეს მკვლევართა თვალსაზრისით წარმოადგენს მხედველობის ალტერნატიულ ორგანოს.

ლეონარდო და ვინჩი თვლიდა რომ, ადამიანის თავში არის განსაკუთრებითი სფერული კამერები, ეპიფიზი - რომელიც წარმოადგენს ადამიანის სულის ადგილმდებარეობას. მრავალ ათასწლეულების განმავლობაში მცირდებოდა მესამე თვალის მოცულობა, რომლის  საწყისი ზომა თითქმის ალუბლის ნაყოფის ზომის ტოლი იყო. უამრავ ადამიანებს რომლებიც დაკავებული იყვნენ სულიერი განვითარებით, ჰქონდათ საკუთარი სიცოცხლის მანძილზე მიზანი გაეაქტიურებინათ ეს საიდუმლოობით მოცული ორგანო. ამიტომ დღეისათვის არსებობს უამრავი მეთოდიკა ამ ორგანოს განვითარებისათვის. 

ეპიფიზის გამოკვლევას ასწლეულობის ისტორია გააჩნია. ზოგირთი მკვლევარი ამ ჯირკვალს თვლიდა, ფილოგენეზურ გადმონაშთად. დეკარტი აღნიშნავდა, რომ ეპიფიზი არის ორგანო რომელიც აკავშირებს ადამიანს ნატიფ სამყაროსთან და სულიერ საწყისებთან. ანუ ამ ორგანოში არის განთავსებული ადამიანის სული. ანატომიის მამამთავარმა ვეზარიმ, მოგვცა ამ ორგანოს პირველადი ანატომიური აღწერა. ის მას ადარებდა ნაძვის გირჩას. სწორედ აქედან დამაგრდა ამ ორგანოზე ეს ტერმინი ”გირჩისებული ჯირკვალი”.(ბერძნულად  «epiphysis»  ნაზარდი, გირჩა) გარკვეული პერიოდი ამ ორგანოს აკავშირებდნენ ენდოკრინულ სისტემასთან. ეპიფიზის ზემოქმედება ენდოკრინულ სისტემაზე ძირითადად ინჰიბიტორული ხასიათისაა. მისი ჰორმონული ზემოქმედება დამტკიცებულია ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს -გონადის სისტემაზე. მაგრამ დღეისათვისაც მისი ძირითადი ფუნქციები და სტრუქტურა ჯერჯერობით ბოლომდე ისევ უცნობია.

ინდუიზმში და ბუდიზმში, მესამე თვალი წარმოადგენს კოსმოსურ გონების და მაღალი სულიერი განვითარების სიმბოლოს. მესამე თვალი - საკრალური გეომეტრიის თვალსაზრისით - ეს არის სინათლის სხეული, რომელიც მუშაობს პირამიდის პრინციპით ”მერკაბა”. რომელიც აძლევს საშუალებას სულიერ ადამიანს დაინახოს სამყაროს სტრუქტურა და მიუახლოვდეს ჰარმონიას.

 ”მესამე თვალის გახსნა” ეს ნიშნავს აღმოაჩინოთ თქვენში პარანორმალური ფსიქიკური უნარები. მის აღმოსაჩენლად შეიძლება გავიდეს თქვენი ცხოვრების ბევრი წლები. მესამე თვალი შეგრძნება შეუძლებელია. ამიტომაც აუცილებელია ღრმა კონცენტრაცია წარბ შუა გარემოში. რომლის საშუალებითაც წარმოიქმნება ”თავის ცენტის” შეგრძნება.

 მესამე თვალი (აჯნა) დაკავშირებულია  - ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. სახე, თვალები, ყურები, ცხვირი. ენერგიის ფერი ლურჯი. მართვის ენერგია. ვიზუალიზაცია, ინტუიცია, წინასწარ განჭვრეტა.

ნახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას, პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია აურა-კამერა MbG -ს მონაცემების მიხედვით. ჩაკრების მათემატიკურ  მოდელირების საფუძველზე.

პირობითი  ერთეულების  განმარტება   აურა-კამერა  MbGA - ს  მიხედვით
  • 100 - ჩაკრის ზეაქტიურობა. ინტუიციის მაღალი ენერგია. ძლიერი არტისტული და ინტუიციური ნიჭი.
  • 70  - ჩაკრის დაბალანსებული მუშაობა. ჩაკრის ჰარმონიზირებული მოქმედება.
  • 50  - ჩაკრის მსუბუქი დისბალანსი. ჩაკრის ჯერ კიდევ პოზიტიური მდგომარეობა . საშუალო არტისტული და ინტუიციური თვისებები.
  • 20  - ჩაკრას დაუბალანსებული მუშაობა. ჩაკრა იმყოფება სტრესის ქვეშ. უფრო ღრმად გაანალიზეთ თქვენი წარსული და შეეცადეთ იპოვოთ გადაწყვეტილების მიღების სწორი გზები.
  • 10  - ენერგიის დაბალი აქტიობა. აუცილებელია გაძლიერდეს კრეატიულობა, ინტუიცია. პიროვნება საჭიროებს მეტ ინფორმატიულობას, საკუთარი შემომქმედებითი ცენტრების და არტისტული მონაცემების განვითარებას. წარმოსახვით უნარს.

ჩვენი კვლევები

  აჯნა ჩაკრა ითრგუნება მაშინ, როდესაც ადამიანი ხშირად ”უშვებს” და ხარჯავს გამოსაშვებ ენერგიას. ენერგიის ”გამოშვება” პრინიციპში ნიშნავს ყურადღების ენერგიას. მაგალითად: ამ მომენტში თქვენთან სახლში რაღაცა ხდება, თქვენ უშვებთ ენერგიას. თქვენი ყურადღების ენერგია მიპყრობილია სახლისკენ. ამ დროს აჯნის ენერგიის ნაწილი იმყოფება თქვენს გარეშე. თუ ადამიანს გააჩნია ტენდენცია ”ენერგიის გამოშვების” სხვადასხვა საგანზე ერთდროულად, ანდა მიდრეკილება აქვს ენერგიის გამოშვებაზე, დასწყისში აჯნა იგზნება და გადახარჯვის შემდგომ ხდება დიდი ხნით სტაბილურად დათრგუნული. ამან შეიძლება მიგიყვანოთ სხვადასხვა ყრუ ხასიათის თავის ტკივილებამდე.      
 ყრუ თავის ტკივილები და ყველანაირი აზროვნების გაბუნდოვნება წარმოადგენს მდგომარეობის დისკორდინაციას (როდესაც ადამიანი დაჯდა და ”გაფრინდა”, ე.ი. ის არ დაფიქრებულა, ვინაიდან ადამიანი როდესაც ფიქრობს, მას თვალები აქტიური აქვს. ამ მდგომარეობაში კი თვალებში სიცარიელეა) და დაკავშირებულია აჯნას დათრგუნვასთან ანდა ამ ჩაკრაში დიდი ხვრელის არსებობასთან. ასეთ ხვრელები ”კუდები” აჯნაში შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც პიროვნებამ თავის სოფმხედველობით ანდა თავისი ლოგიკით ძალიან ბევრი ადამიანები ”აიკიდა”. მაგალითად ჰიპნოზიორი - კლასიკურ ჰიპნოზის სპეციალისტს მიყავს სეანსი ის ამბობს ”ეხლა მე დავითვლი ათამდე და თქვენ დაიძინებთ”. ეს სუფთა აჯნა ჩაკრის გამოსხივებაა. რომლის შემდგომ ადამიანს აძლევენ ”დაკვეთას”. რა არის დაკვეთა? ჰიპნოტიზორი იღებს საკუთარი აჯნის ენერგიის ნაწილს და ”ნერგავს” ბგერითი ტალღების სშუალებით გადასცემს ენერგიას ამ პიროვნების ანალოგიურ ჩაკრაში. რის შემდგომ ადამიანს შეიძლება შეუმსუბუქდეს რაიმე მდგომარეობა. მაგრამ ჰიპნოტიზორის ენერგია შემცირდება.

 ბუნებას ვერ გააცრუებ. არც, თუ ისე იშვიათად ასეთი პრობლემების წინაშე დგებიან სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მოსწავლეებს უპირატესად აჯნის შთაგონებით. თუ ამ დროს მასწავლებლის ჩაკრა ნეგატიურ მდგომარეობაშია, მაშინ წარმოიშობა აჯნაზე ”კუდები”და შემდგომ ჩაკრა საკმაოდ დიდი ხნით ხდება დათრგუნულ მდგომარეობაში. რასაც საბოლოო ჯამში მოყვება ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების და სისტემების დაავადებები.      

   არსებობს კიდევ საინტერესო სპეციფიკური სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია აჯნასთან.ეს არის უკმაყოფილების მდგომარეობა, დაუმთავრებელი ტირილი. ადამიანს და უფრო მეტად ბავშვს პატარობის ასაკში შთააგონეს - ტირილი ცუდია, უნდა დამალო შენი გრძნობები. ამ დროს გამოიყოფა ემოციური ენერგია, მაგრამ ის არ ტოვებს სხეულს და ჩერდება კუნთებზე, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის ჩაკრასთან. ამ შემთხვევას, ცრემლები რომლებიც გამოტირებული არა არის წარმოქმნიან თვალების და ზოგიერთ სახის კუნთების ჰიპერ დაძაბულობას. ეს შესაბამისად გამოიხატება შუბლის მუდმივ დაჭიმულობაში. (ეს უკვე აჯნის ტერიტორიაა) ისეთი შეგრძნებაა, რომ ადამიანი თითქოს მუდმივად ცოტა მოღუშული და ცხვირ-პირ ჩამოშვებულია. რომ, მოვახდინოთ დროთა განმავლობაში ამ ემოციის ბლოკირება იხარჯება აჯნა ჩაკრის ენერგია. ამის და გამო ჩაკრა იფიტება და ადამიანს შეიძლება წარმოეშოს თავის ტკივილები. არის ესეთი დადგმა, მითითებაც - ”ჩემმა თვალებმა არ გნახოს” რომელიც შეიძლება ჩაიდოს როგორც მთლიანი პროგრამა.

 მაგალითად მშობლები ხშირად უმეორებენ ამ ფრაზას ბავშვებს. ხოლო ბავშვი ამას იმეორებს და თავის თავად ისიც ქმნის ამ პროგრამას. ის ”ბევრს ვერც ხედავს”. ასეთი ფორმით ის დამოუკიდებლივ საკუთარ ენერგეტიკულ დონეზე შლის, ანგრევს საკუთარ თვალებს. (ეს უკვე ჩაკრა აჯნის დისბალანსის პირველი პირობაა). ზოგჯერ ველის დაბალი სიმკრივე წარმოიშობა ან ჩაკრაზე იმის გამოც რომ, ადამიანს არ გააჩნია უფლება საკუთარ სოფმხედველობის. ის მუდმივად უსმენს იმას, თუ რას ფიქრობენ ამაზე გარშემო მყოფნი, გაზეთები, წიგნები, ტელევიზია და ა.შ. მაგრამ სოციუმის აზრები მუდმივად და პოლარულად უმეტესად ცვალებადია. დღეს ლაპარაკობენ ასე, ხვალ ისე.

 ამ დროს ენერგია რომლითაც მას შეეძლო ჩამოეყალიბებინა საკუთარი სოფმხედველობა ხდება შეუძლებელი და აზრი მისგან გაედინება. აქედან კი, სწორი გააზრება უკვე საკუთარი თავით ძნელდება. ამ დროს, თუ აჯნას ველი დაბალია და ჩაკრა პასიურ მდგომარეობაშია აუცილებლივ ჩაკრის ენერგიას ვიღაცა წაიღებს. ამიტომაც ადამიანი მჩატე აჯნით ”ისვამს” ვინმეს ამ ჩაკრაზე. ფიზიოლოგიურად ამას, პიროვნება შეუძლია მიიყვანოს მარცხენა თვალის წიკთან. რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანს მოახვიეს მისთვის არა დამახასიათებელი აზროვნების წერტილი. ასეთი პროცესი ხშირად მიმდინარეობს მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფილოსოფიურ ან ეზოთერულ სისტემების მიმართ პიროვნებას გაუწონასწორებელი ინტერესი წარმოექმნება. ამ თავისებურებას პირობითათ ”აჯნურ ყველაფრის  მოცვას უწოდებენ.” ამ დროს ჩაკრას ეხარჯება ენერგია ირაციონალურად, რაც შედეგად გამოიწვევს ჩაკრის ენერგეტიკული მუშაობის დისჰარმონიის ნიშნებს. არის ამის შემდეგი მაგალითიც. ადამიანი რეგულარულად კითხულობს, უსმენს ყველაფერს        

ერთად. ამ დროს ის ატარებს აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიებს. მას საკუთარი სოფხედველობა მაინც ვერ უყალიბდება. ე.ი. ისევ ხდება აჯნის ჩაკეტვა და ენერგიის ირაციონალიზაცია.   როგორც სხვა ჩაკრებზე დაკვირვების დროს (იხილეთ მულადჰარა, სვადჰისტანა, მანიპურა,ანაჰატა, ვიშუდჰა  საჰასრარა ) ანალოგიური პირობებით და ანალოგიური მოსაზრებებით კვლევაში მონაწილე ობიექტების მაგალითებზე, გაანალიზირებული იქნა ამ ჩაკრის ზოგადი მდგომარება და მისი სტატისტიკური მონაცემები (კვლევა ჩატარებულია ქ.თბილისში 2011 წ.)
  ჰისტოგრამაზე გამოსახულია მიღებული კვლევების შედეგები. როგორც გრაფიკზე ჩანს, სხვა ჩაკრებთან შედარებით ჩაკრის აქტიურობის მაჩვენებლები ბევრად უკეთესია. ჩაკრა დაბალანსებული მდგომარეობაში აღმოაჩნდათ 645 პიროვნებიდან 420 გამოკვლეულს. ჩაკრა სტრესულ მდგომარეობაში ქონდათ 205 პიროვნებას. ხოლო დაზიანებული მესამე თვალის მატარებელი აღმოჩნდა10 სუბიექტი. ამ ჩაკრის გამოკვლევის შედეგად ჯამური სურათი, ნეგატიურ-პოზიტიური მდგომარეობა გადანაწილდა შემდეგ ნაირად. (დიაგრამა 2). 
65% პოზიტიური მდგომარეობა, ჩაკრა მუშაობს ჰარმონიულად. 33% - ნეგატიური სტრესული პოზიცია. ჩაკრა გახსნილია მაგრამ მის მუშაობაში შეინიშნება ენერგეტიკული დეფიციტი.  2 % - ზედაბალი ენერგეტიკული პოტენცია - ჩაკრა გარღვეულია. 

აჯნა ჩაკრის ჰარმონიული მუშაობისთვის რეკომენდირებული საკვები პროდუქტები:

ბადრიჯანი (ინ) წითელგულიანი კომბოსტო (იან) ლეღვი (იან) იისფერი ხახვი (იან) შავლებნიანები (ინ)

 

   

საიტიდან კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.

Protected by Copyscape Web Copyright Protection