4.გულის ჩაკრა ( ანაჰატა) अनाहत

 

   ანაჰატა -  (სანსკრიტზე  მუდმივად ჟღერადი დოლი) - ეს ჩაკრა განთავსებულია გულმკერდის ცენტრალურ ზონაში. ის არეთიანებს ქვედა და ზედა სამივე ჩაკრას და წარმოადგენს ჩაკრების მთლიანი სისტემის ცენტრს. გულის ჩაკრა ადამიანში განაგებს ისეთ გრძნობებს როგორიცაა, სიყვარული, მზრუნველობა, ერთგულება და გათანაღრება. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ადაპტაცია სხვა ადამიანებთან, შევიგრძნოთ ისინი დავეკონტაქტოთ მათ და მივცეთ შესაძლებლობა საპასუხო რეაქციის ჩვენდამი, როგორც ემოციურ ასევე სულიერ და ფიზიკურ დონეებზე. ამ ჩაკრის დახმარებით შეგვიძლია გვიყვარდეს სხვა და მივილტვოდეთ სიყვარულისკენ. ის მართავს ჩვენს შესაძლებლობებს, ვაჩუქოთ და მივიღოდ სიყვარული. გულის ჩაკრა გვასწავლის როგორ უძღვნათ ჩვენი თავი სხვებს, მიუტეოთ, უთანაღროდ და გავამართლოდ სხვანი. ანაჰატას გაწონასწორებული მუშაობისას ადამიანები გრძნობენ საკუთარ თავს დაუძაბველად და თავისუფლად. ისინი თავისუფლად უხსნიან სხვებს გულს.   

  გულის ჩაკრასთან (ანაჰატა) დაკავშირებულია - გული. ფილტვები, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემები. კანი, ხელის მტევნები. თიმუსი. ენერგიის ფერია მწვანე. ეს ენერგიაა სიყვარულის, გულახდილობის, თანაგრძნობის, სულიერების, შემოქმედების და სამყაროს ჰარმონიის.

  ჩაკრის დაუბალანსებულ მდგომარეობისას, ორგანიზმი განწყობილია რესპირატორული დაავადებების მიმართ, არტერიალური წნევის მაღალ მაჩვენებელთან, გულის ხშირ ტკივილებდთან, დაღლილობას და უძილობასთან.

ნახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას, პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია აურა-კამერა MbGA -ს მონაცემების მიხედვით. ჩაკრების მათემატიკურ  მოდელირების საფუძველზე.

პირობითი  ერთეულების  განმარტება   აურა-კამერა  MbGA-ს   მიხედვით
  • 100 - ჩაკრა ზეაქტიურია. გულახდილობა, მგრძნობიარობა, სიყვარულისა და ურთიერთობის უნარი
  • 70  - ჩაკრას დაბალანსებული მუშაობა. ჩაკრის ჰარმონიული აქტიობის საშუალო უნარი.
  • 55 -  ჩაკრის მუშაობის მსუბუქი დისბალანსი. ჩაკრის ჯერ კიდევ პოზიტიური მდგომარეობა.
  • 30 - ჩაკრის დაუბალანსირებული მუშაობა.თვითგამოხატვის დაბალი კომუნიკაციური  მდგომარეობა.
  • 10 -  ჩაკრის დაბალი ენერგეტიკული აქტიობა. აუცილებელია გულგახსნილობა. უკეთესია ყური მიუგდოთ თქვენს ფიქრებსა და ემოციებს.მიდრეკილების წარმოშობა ალერგიისკენ.

ჩვენი კვლევები

  ბლოკირებული ანაჰატა ადამიანში მჟაღვდება მის გრძობათა რიგიდულ სფეროში. ადამიანს ბლოკირებული ანაჰატით არ გააჩნია შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი გრძნობა. ადამიანს არ შეუძლია თავისუფლად სიყვარულის, თავისუფლად სიძულვილის, თავისუფლად სიხარულის, თავისუფლად გამოხატავდეს მწუხარებას. და ა.შ. გრძნობები მოჭერილია ტისკებში და ბლოკირებულია. ასეთი ადამიანის ამოცნობა თავისუფლად შესაძლებელია ზოგიერთი გარეგანი ნიშნებით. მაგალითად სუნთქვის დროს ეს იქნება იოგას მიხედვით, თუ ჩვეულებრივად ის არ სუნთქავს გულმკერდის არით. ის სუნთქას მუცლით ან ლავიწით. ხოლო გულმკერდს ეკარგება უნარი გაფართოების. ადამიანი მოძრაობს და დადის თითქოს ”ნიჟარით”. მონოლითურად. თითქმის ხშირად ამას თანდაყვება ოსტეროქონდროზი და სკოლიოზი. საერთოდ ყველგან მჟღავნდება ზურგის რიგიდულობა. (სიმყისე). ჩაკრის ბლოკირებას (ჩაკრის არ გახსნა) ადამიანი მიყავს გრძნობების თავისუფალად ვერ გამოხატვაზე. ხოლო ანაჰატის დათრგუნვა გამოიწვევს ჰიპერტონიას და შემდგომში არარის გამორიცხული მივიდეს ინფაქტამდეც.
  აგზნებული ანაჰატა შესაძლებელია აგრეთვე დაკავშირებული იყოს ადამიანის მიერ სხვების გრძნობების მოზიდვასთანაც. მაგალითად გავრცელებული სურათი - ოჯახური წყვილი ასაკში.  ქმარს აქვს ჰიპერტონია და ცოლსაც ჰიპერტონია. ორივეს აწუხებთ გული. ორივეს პრეტენზიები - მას მე არ უყვარვარ ის მე ყურადღება არ მაქცევს. ეს უკვე ანაჰატის გარღვევაა. მათ ენერგია უფრო და უფრო უმცირდებათ. ანაჰატა აგრეთვე აღიგზნება წნევის დავარდნის გამოც და იწყება თავის ტკივილები.
  ფილტვების დაავადებები პირდაპირ კავშირშია ისეთ შეგრძნებასთან როგორიცაა სინანული. სინანული - ეს არის ენერგიის უკმარისობა და ცეცხლის უქოლობა ფილტვებში. (ცეცხლში იგულისხმენა სიხარულის ენერგია). თუ ადამიანი ფლობს სიცოცხლის სიხარულს ესეიგი ანაჰატა დაბალანსებულია. სვადჰისტანა ეს სიამოვნებაა, ხოლო სიამოვნება მიმართული რაიმე სულიერი ობიექტის მიმართ ეს უკვე ანაჰატაა. ხდება ისეც რომ, ფილტვების ანთება ზოგჯერ წარმოიქმნება მაშინ როდესაც ადამიანი ვინმეს ძალიან წაეჩხუბა. ხოლო დიდი ენერგიით გინებამ და პრეტენზიების გამოხატვამ შესაძლებელია ადამიანი მიიყვანოს ანაჰატის გარღვევამდე. ფილტვების ისეთი დაავადება, როგორცაა ბრონქიტი ხშირად  წარმოიქმნება ცხოვრების უკმაყოფილებით. მაგალითად ადამიანისთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას სურს. ამ დროს ის ამ მდგომარეობას კულტივირებს შიგნით. თუ მდგომარეობა ლოკალურია მაშინ წარმოიქმნება მწვავე ფორმა. თუ ეს მდგომარეობა მუდმივია და მიმდინარეობს ნელნელა მაშინ ადგილი აქვს ქრონიკულ ფორმას. რაც საბოლოო ჯამში ქმნის ანაჰატის სტრესულ, დაუბალანსირებელ ენერგეტიკას. 

   თუ, ჩაკრა ბლოკირებულია ან დათრგუნულია შესაბამისად ადამიანი ტანში არის ხოლმე მოხრილი. ადამიანს სხეულის მარჯვენა მხარე აქვს ”მამაკაცური” საწყისით, ხოლო მარცხენა ”ქალური”. (ინი და იანი). როდესაც სხეულში რომელიმე მხარეს ენერგია უსუსტდება ის იწყებს ტანში მოხრას შესაბამის მხარეს. ხოლო ამ დროს იწყება ხერხემლის გამრუდებაც. ხერხემლის გამრუდება კი მანიშნებელია ჩაკრის აგზნების. ანუ ადამიანი იღებს მეტ ენერგიას ვიდრე მას ეს შეუძლია გადაამუშაოს. ნებისმიერი ნეკნებს შორის ნევრალგიებიც დაკავშირებულია ხშირად ანაჰატასთან. ასევე ანაჰატას ბლოკირება უკავშირდება მასტოპატიასაც. ეს არის ანაჰატის ენერგიის შეფერხება შიგნით სადაც ის დუღს ხოლო გარეთ არაფერი არ გამოდის.    ახალგაზრდულ პერიოდში განსაკუთრებით ქალწულობის დროს მასტოპათია შესაძლებელია წარმოიქმნეს იმიტომ, რომ გოგონასთვის უკვე დროა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება მაგრამ ობიექტური,თუ სუბიექტური მიზეზებით ამას არ მოიმოქმედებს.

განსაკუთრებით იქ სადაც ამ პროცეს უყურებენ არა როგორც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას არამედ როგორც სოციოლოგიურ კონტინიუმის აუცილებელ ატრიბუტს, ახალგაზრდის ჯანმრთელობის ხარჯზე.

  ანაჰატას გააჩნია რამოდენიმე სეგმენტი. ზედა ანაჰატა პასუხისმგებელია რწმენის, სიყვარულის სამყაროს, ბუნების და ტრანსცედენტურ სიყვარულის მიმართ. საშუალო ანაჰატა პასუხიმგებელია პირადი სიყვარულის, მეგობრობის, პარტნიორული დამოკიდებულებების. ხოლო ქვედა ანაჰატა პასუხისმგებელია საკუთარი სიყვარულის - ჩემი სახლი, ჩემი მეუღლე, ჩემი ძაღლი. ფსიქოემოციონალურ დონეზე გარღვეული ანაჰატის სინდრომის მაჩვენებელია დეპრესია და გულნატკენობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჩაკრას ორგანიზმში გააჩნია საკმაოდ  უნიკალური ფუნქციები, ამიტომ ინტერეს მოკლებული არ იყო ამ  ჩაკრის მდგომარეობის შესწავლაც პარალელურად დანარჩენ ექვსივე  ძირითად ჩაკრასთან ერთად. ექსპერიმენტის პირობები ანალოგიურია. იხილეთ მულდჰარა, სვადჰისტანა, მანიპურა, ვიშუდჰა, აჯნასაჰასრარა.

   როგორც ჰისტოგრამიდან ჩანს გამოკვლევაში მონაწილე პიროვნებებიდან ანაჰატა ჩაკრას დაბალანსებული მდგომარეობა აღმოაჩნდათ185 პიროვნებას. აქვე ავღნიშნოთ, რომ ამავე პირობით ჯგუფიდან 90 პიროვნებას მართალია გააჩნდა პოზიტიური შედეგი, მაგრამ მომავალში არარის გამორიცხული ჩაკრამ პოზიტიური მდგომარეობიდან იწყოს რეგერესირება დისბალანსისკენ. ამ ბიოენერგეტიკული პოზიციის გასამყარებლად ზემოთ აღნიშნულ ჯგუფისთვის მიზანშეწონილია საკუთარი ცხოვრების წესების გადახედვა და მეტი ყურადღების აქცენტირება ემოციურ პლანზე. ასევე ჰისტოგრამამ აჩვენა რომ, ამ ჩაკრის მიხედვით 440 პიროვნებას აღმოაჩნდა ჩაკრის დისბალანსური ენერგეტიკული მდგომარეობა, რაც შესაბამისად გამოწვეულია ზემოთ მოყვანილი ფაქტორთა ცალაცალე ან კომბინაციაში შეჯერების შედეგად. (იგულისხმება ზემოთ მოცემული ფაქტორები და ფიზიოლოგიური დარღვევებიც). ამ ჯგუფიდან ყველაზე სარისკო მდგომარეობაში აღმოჩნდა 5 გამოკვლეული პიროვნება. სადაც ნათლად დაფიქსირდა ჩაკრა ანაჰატის დაზიანება. საბოლოო ჯამში ჩაკრა ანაჰატის მდგომარეობით გამოკვლეული მოსახლეობის ეს პირობითი პოპულაცია, სტატისტიკურად დაიყო შემდეგ ნაირად. იხილეთ დიაგრამა 2. ჩაკრის პოზიტიური მდგომარეობა 30 %. დისბალანსური მდგომარეობა 69 % და ენერგეტიკული ანომალიური  დარღვევა1%. (კვლევები ჩატარებულია ქ.თბილისში 2011-2012 წ. წ.). 

თითოეული ჩაკრისთვის არსებობს პროდუქტთა სპეციფიკური ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს მათ გამართულ მუშაობას.

პროდუქტები რეკომენდირებული ანაჰატას ჰარმონიული მუშაობისთვის:

ლაიმა (ინ) მწვანე ლობიო (ინ) მწვანე წიწაკა (იან) სალათის ფურცლები ინ ისპანახი (იან)
ბარდა (ინ) კამა (ინ) ავოკადო (იან) ბროკოლი (იან) წყალმცენარეები

 

   

საიტიდან კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.

Protected by Copyscape Web Copyright Protection