3.მზის წნული (მანიპურა) मणिपूर

 

     მანიპურა, ანუ მესამე ჩაკრა გამოხატავს ადამიანის ეგოს. ის განაგებს პიროვნების განვითარებასა და მის ემოციების გადაცემას სამყაროში. მართავს რა, სურვილს აღიარონ პიროვნება და დაიმკვიდროს მან შესაბამისი ადგილი საზოგადოებაში. მანიპურას ჰარმონიული მუშაობისას წარმოიქმნება უნარი პიროვნებამ ობიექტურად იმსჯელოს ცხოვრებაზე. დამოუკიდებლად გამოიმუშაოს საკუთარი შეხედულებები. მანიპურა აძლევს პიროვნებას შესაძლებლობას აითვისოს ცოდნა და გამოცდილება. მანიპურას დაბალანსებული მუშაობა წარმოქმნის პიროვნებაში გაწონასწორებულობის და შინაგან ჰარმონიის შეგრძნებას. როდესაც მანიპურა გაწონასწორებულია ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი ემოციები და გრძნობები. ამ ჩაკრის განვითარება პიროვნებაში აღასრულებს მის ყველა ოცნებებსა და ცხოვრებაში დასახულ გეგმებს მიიყვანს რეალობამდე. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს გრძნობს წარმატებულად.  ჩაკრის გაუწონასწორებულება აღძრავს ადამიანში, სხვა ადამიანების მანუპულირებას. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სურვილს. ადამიანს წარმოექმნება სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების. ის მიილტვის პირველობისკენ და ხდება ამბიციური. გულის სიღრმეში მას ექმნება განრისხების და განაწყენიანების გრძნობების გარემო, სამყაროსთან მიმართებაში. ის შეიძლება ამ პერიოდში განიცდის განრისხების და დეპრესიის შეტევებს. მანიპურასთან დაკავშირებულია - სასუნთქი სისტემა, დიაფრაგმა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, კუჭი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ელენთა, წვრილი ნაწლავი.  ენერგიის ფერი ყვითელი. 

  ეს არი ლიდერის ენერგია. ენერგია რომელიც აძლევს უნარს, იყო ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ასპარესზე პირველი. მოცემული ციფრული დიაპაზონი აურა კამერის საშუალებით იძლევა ჩაკრის მუშაობის ენერგეტიკულ დონეებს.

ნახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას, პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია აურა-კამერა MbGA -ს მონაცემების მიხედვით. ჩაკრების მათემატიკურ  მოდელირების საფუძვეზე.

პირობითი ერთეულების განმარტება  აურა-კამერა  MbGA -ს  მიხედვით
  • 100 -  ჩაკრის ზეაქტიურობა.კრეატიულობა, ანალიტიკური  და ინტელექტუალური აზროვნება. იუმორის შეგრძნება.
  • 70  -   ჩაკრის დაბალანსებული მუშაობა. ჩაკრის ჰარმონიული მუშაობა.
  • 45  -   მსუბუქი დისბალანსი ჩაკრის მუშაობაში.  ჩაკრის ჯერ კიდევ პოზიტიური მდგომარეობა.
  • 18 -    ჩაკრის დაუბალანსებელი მდგომარეობა.  ჩაკრა იმყოფება სტრესის ქვეშ.
  • 10 -    დაბალი ენერგია. გადარჩენის დონის ზღვარი. მიდრეკილება სტრესისკენ. შესაძლებელია მხედველობის დაქვეითება.

ჩვენი კვლევები

  დათრგუნული მანიპურა ფორმირდება იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად იხრებიან და დახრილები დადიან. ასეთი ადამიანებს არ სჩვევიათ აიღონ თავიანთ საქციელზე პასუხისგება და მათთვის დამახასიათებელია საკუთარი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ინტერესები. მანიპურა ჩაკრა პასუხისმგებელია დომინირებაზე. ადამიანის თვისებაზე გახდეს დომინანტი სხვა მის მსგავს ადამიანებთან. თუ ადამიანის ეს თვისება დასუსტებულია ანდა ბლოკირებული, მაშინ ის თავის მანიპურის ენერგიას გასცემს სხვაზე. რასაც ისინი მას უბრუნებენ. ანუ, თუ ის გასცემს ბევრს, რაც მას გააჩნია და თუ ის მუდმივად დათრგუნულია - ფორმირდება” პატარა კაცის სახე”. შესაბამისად მანიპურა ბუნებრივია, რომ ითრგუნება.
  მედიცინას და ფსიქოლოგიაში ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ფსიქოლოგიურ სტრეს. ანუ ადამიანში მუდმივად ზის შიშის შეგრძნება. ის მუდმივ პანიკაშია, თუ როგორ იცხოვრებს. მანიპურის დაზიანების და დათრგუნვის მანიშნებელი ეს პიროვნების შიშებია. შიშის შეგრძნება ადამიანში ეს არის ამ ჩაკრის მიერ ენერგიის დაკარგვის სინდრომი. ასევე ადამიანის დაძაბულობის გრძნობაც წარმოადგენს მანიპურის დაზიანების მანიშნებელ ფაქტორს. დაზიანებულ და დათრგუნულ მანიპურას პირველ რიგში მიყავს ორგანიზმი სიმჟავის მომატებასთან და გასტრითთან.
  როდესაც ადამიანს ახვევენ თავზე სხვის პოზიციას და ის ამას არ იღებს. მას სურვილი აქვს რომ შეიცვალოს, მაგრამ ეს მას არ ძალუძს, ვინაიდან მას არ შეუძლია დაიცვას თავის პოზიციები. ასეთ პიროვნებას წყული გარანტირებული აქვს.

  ფსიქოლოგიაში არის ასეთი კონცეფცია, რომ წყლული ეს არის ავტოგრესია. როდესაც ადამიანზე ახდენენ ზეწოლას,მასში წარმოიშვება აგრესია,მაგრამ ეს აგრესიას მას არ შეუძლია გამოხატოს სხვაზე და ასახვას პოვებს მხოლოდ საკუთარ თავზე. (თვითგვემა).
  მანიპურა ჩაკრის დისბალანსის ერთერთ მახასიათებელს აგრეთვე წარმოადგენს  კუჭის დაავადებები.რომლებიც  ხშირად დაკავშირებულია ადამიანის გაბრაზებასთან. მას შეუძლია ეს გამოხატოს ან არა. ადამიანი აგროვებს შინაგან სიბრაზეს და ამ სიბრაზის გამოხატულებაა მისი სახის კანის ფერის შეცვლა. ის  ფითრდება. ჩინური სისტემით ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი არიან ცოლ-ქმარი. თუ ადამიანს აგზნებული აქვს ღვიძლი მაშინ ითრგუნვება ნაღვლის ბუშტისკენ მიმავალი სადინარები. ნაღველი აღარ გადმოდის ინტენსიურად.
კუჭუკანა ჯირკვლის ყველანაირი დაავადებები მაგალითად პანკრეატიტი წარმოიქმნება მანიპურა ჩაკრის ჩაკეტვის დროს.

  როგორც არ უნდა იყოს უცნაური, მანუპურა ჩაკრის დაავადება ეს არის დიაბეტი. რომლის მიზეზს წარმოადგენს ცხოვრების ზოგადი უკმაყოფილება. ხან ეს ესე არარის, ხანის ისე არარის. ანუ არ იგრძნობა შინაგანი წვა, სიმხურვალე. მანიპურის აგზნების გააქტიურებისას  ორგანიზმში სიმჟავე იკლებს, ვარდება. საერთოდ ადამიანი ასხივებს საკმაოზე მეტ მანუპურულ ენერგიას და შიგნით მას ეს აღარ რჩება. ასეთ ადამიანის მუცელი ხდება ჰიპერ მგრძნობიარე და მას ექმნება მუდმივი მოწამლულობა.

  მანიპურასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ჩასახვის უუნარობა. რომელიც დაკავშირებულია მანიპურის დათრგუნვასთან. განსაკუთრებით,იმ შემთხვევაში თუ ქალს ეს აქვს მისი პარტნიორის მიერ მიყენებული მანიპურის დაზიანებით. მაშინ მას ექმნება პრობლემები ჩასახვასთან. მანამ, სანამ ის არ მოხსნის მანიპურას პარტნიორისგან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს ემოციურად დამოკიდებული პარტნიორზე, მანამ  ჩასახვა არის პრობლემატური. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ქალის საშვილოსნო იმყოფება ჩაკრა სვადჰისტანას დონეზე. მაგრამ ამის მიუხედავად ენერგია ჩანასახთან მიდის მანიპურასგან.

 აქვე ავღნიშნოთ რომ, კარმული მოსაზრებიდან თუ, ადამიანი არ არის თავისთავდი და დამოუკიდებელი, მაშინ ახალი დაბადებული ადამიანი იქნება ფსიქოლოგიურად დათრგუნული. გამომდინარე ზემოდან ამ ჩაკრის პოზიტიურ-ნეგატიური განსაზღრა ააშკარავებს ადამიანის ზოგიერთ ნიშან-თვისებების პათოლოგიურ ასპექტებს, როგორც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ასევე სამედიცინო თვალსაზრისით.

 ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე კვლევები მიმდინარეობდა მანიპურა ჩაკრაზე, სხვა ჩაკრებთან ერთად პარალელურად. ექსპერიმენტის პირობები და პარამეტრები იყო ანალოგიური მულადჰარასა და სვადჰისტანას კვლევის შემთხვევებთან.აგრეთვე იხ. ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა, საჰასრარა.

  როგორც ჰისტოგრამა უჩვენებს ამ შემთხვევაში (ნახ.1) გამოკვლეულ პიროვნებათა შორის ჩაკრის პასიურ აქტიური მდგომარეობები გამომჟღავნდა შემდეგ ნაირად. ნორმასთან შედარებით (225 პიროვნება) საკვლევ ჯგუფში ეს ენერ- გეტიკული ანომალია - მანიპურა ჩაკრის დაუბალანსებელი მდგომარეობა, ანუ ჩაკრის გაუხსნელობა დაფიქსირდა 400 პიროვნებაზე. კვლევაში შეტანილმა დამატებითმა პარამეტრმა (სქესი) გამოავლინა რომ, მანიპურა ჩაკრის დისბალან- სი სჭარბობდა ქალთა სქესი წარმომადგენლებში. 400 პიროვნებიდან 320  წარმოადგენდა სხვადასხვა ასაკის ქალები. ხოლო, რაც შეეხება მანიპურა ჩაკრის ზეაქტიურობას ის დაფიქსირდა 20 პიროვნებაში. რაც მაჩვენებელია რომ,ამ კატე- გორიის ადამიანებში ჩაკრის ზეაქტიურ მდგომარეობა იწვევს ისეთუნარები გააქტიურებას როგორიცაა: ცოდნის გამარ- თულად სხვაზე გადაცემა, სხვადასხვა საკითხების ნათლად განმარტება, წერის და შემოქმედებითობის მუშაობის გან- ვითარება.

  რაც მთავარია, როგორც საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება ასევე სიტუაციის რეალურად აღქმა.

  კვლევის საბოლოო შედეგი გადანაწილდა შემდეგ ნაირად (დიაგრამა 2) ჯამში გამოკვლეულ პიროვნებებიდან, მანიპურა ჩაკრას დისბალანსი (სტრესი) აღინიშნა 62 %. ჩაკრის დაბალანსებული მუშაობა დაფიქსირდა 37%, ხოლო ჰარმონიული და აქტიური მდგომარეობა მთლიანად გამოკვლეულ პიროვნებებიდან მხოლოდ 3%-ში. (კვლევები ჩატარებულია ქ.თბილისში 2011წ.)   

  დიეტის განსაზღვრა თითეული ენერგეტიკული ცენტრის ბალანსირებული მუშაობისთვის,  შეიძლება პროდუქტის ფერის მიხედვით. ითვლება, რომ პროდუქტის ფერი შეესაბამება ჩაკრის ფერს. ეს პოსტულატი ეხება არა მარტო მშრალ არამედ თხევად საკვებსაც.

ყაბაყი (ინ) ბანანი (ინ) ყვითელი წიწაკა (ინ) ყვითელი თევზი (იან) გოგრა (იან)
ანანასი (ინ) ყვითელ. პარკოსნები ინ იტალიური პასტა (ინ) ლიმონი (ინ) ქათმის კვერცხი (იან)

 

 

საიტიდან  კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.

Protected by Copyscape Web Copyright Protection