ქალური და მამაკაცური საწყისების ბალანსი

पुरुष   और   स्त्री  नींव   का   संतुलन    

 ძველი ჩინური და ტიბეტური მოძღვრებით ცხოვრების ძალა ”ცი” წარმოიქმნება ”ინი” და ”იანი(Yin და Yang) გარდაქმნის შედეგად. ისინი წარმოადგენენ ორ ფუნდამენტალურ პოლარულ ძალებს რომლებიც ქმნიან სამყაროს და მათი ურთიერთ ზემოქმედებით მოყავთ ის ჰარმონიაში. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო და ურთიერთ კონფლიქტური ძალები არსებობენ ყველა მოქმედებაში. ისინი სიმბოლიზირებენ ორ საწინააღმდეგო ენერგიებს, რომლებიც თავიანთი მონაცვლებლობით და ურთიერმოქმედებით წარმოადგენენ სამყაროს დინამიკას. ეს სიმბოლიკა მეტყველებს, რომ რეალობა შედგება ურთიერთ საწინააღმდეგო ზემოქმედებითა და ურთიერთ საწინააღმდეგო პრინციპებით. უფრო მარტივად -” რამდენი აღმართიც არის,იმდენი დაღმართია. თუ არ არის აღმართი დაღმართი ვერ იარსებებს.”

 ”ინი”და”იანი” (Yin დაYang) დამოკიდებული არიან ერთი მეორეზე. ქმნიან რა, მუდმივ მოძრაობას, ვიბრირებენ ისე როგორც ტალღა და ხელს უწყობენ ურთიერთ ჰარმონიას. როგორც ქალი და მამაკაცი არიან პარტნიორები სიცოცხლესა და სიყვარულში. ”ინი” და ”იანი” არა მარტო საწინააღმდეგოები არიან, არამედ ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთი მეორეს. ”ინი”-ს და ”იანი”-ს  ურთიერთმოქმედება განიხილება როგორც უსასრულო სიკვდილის და სიცოცხლის ციკლური პროცესები. რომელსაც ძველ ჩინეთში უწოდებენ მოძრაობა ”დაოს”.

აღმოსავლეთ მედიცინაზე დაყრდნობით, ჯამრთელი სხეული დაფუძნებულია სრულყოფილ წონაწორობაზე ინსა და იანის შორის. ხოლო როდესაც ბუნებისგან შექმნილი ეს ბალანსი ირღვევა ის შესაძლებელია აღზდგეს მედიტაციის, აკოპუნქტურის, კორექტირებული დიეტის და ა.შ. საშუალებით. აღმოსავლეთის ცოდნაზე დაფუძნებული ექიმები ცდილობენ  განმკურნონ არა ავადმყოფობათა გარეგანი სიმპტომები, არამედ მისი პირველადი მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ ბალანსირებაზე. ხოლო ეს ადამიანს დასავლეთ მენტალიტეტით შეიძლება მოეჩვენოს ერთგვარ ”მისტიკად”.  

როდესაც ხდება ორგანიზმის პათოლოგიური ცვლილებების დადგენა და მკურნალობის მეთოდების არჩევა ”ინ- იან”თეორიის გამოყენება ჩინურ ტრადიციული მედიცინაში წარმოადგენს აუცილებელობას. ინ-იან სისტემის აღდგენა ორგანიზმში განიხილება, როგორც ორგანიზმის ჰომეოსტაზის აღდგენა თავდაცვითი ბალანსის სტიმულაციის გზით. რაც შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მედიცინას განიხილოს ორგანიზმი, როგორც ერთიანი მთლიანი. ანუ  ჯანმრთელობა და ავადყოფობის მდგომარეობა განხილული იქნას დიალექტური მიდგომით.

 აღოსავლური მედიცინის თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმი შედგება12 მერედიანისაგან. საიდანაც 6 არის მამაკაცური საწყისის [ინი] და 6 ქალური.[იანი]. ისინი ერთი და იმავე დროს არიან გამყოფი და ურთიერთ დამაკავშირებელნი. გამომდინარე შინაგანი ორგანოების ფუნქციონალურ მდგომარეობიდან, იცვლება პოტენციალთა სხვაობა, შესაბამის მერედიანების წერტილებზე. ხოლო ორგანოთა ნებისმიერი ცვლილებები აუცილებლივ აისახება კანზე. სწორედ მერედიანები წარმოადგენენ მგრძნობიარე ინდიკატორებს, რომლებიც ატყობინებენ ორგანიზმს მოახლოებულ საფრთხეს.  

 თანამედროვე პერიოდში ”ინის” და ”იანის” ურთიერთდამოკიდებულებათა განსაზღვრა  შესაძლებელი გახდა ადამიანის ორგანიზმში, ეგრეთწოდებული აურა კამერის საშუალებით. ამ სისტემის ფუქციონირების გენერალურ ხაზს წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმიდან  ინფორმაციის აღება უკუ-ბიოლოგიური კავშირის საშუალებით. "ინ და იანის" შემთხვევაში სისტემა გარდა ენცეფალოგრამული ანალიზის, ეყრდნობა კანის ელექტრო აქტიურობას, კანქვეშა ტემპერეტურის და ტენიანობის მონაცემთა პარამეტრებს.  

სურათზე მოცემული გრაფიკები ასახავენ აურა კამერის საშუალებით, მამაკაცურ და ქალურ საწყისების ბალანსის მდგომარეობის ვარიანტებს, ადამიანის ენერგეტიკულ სისტემაში. მოკლე ხაზები წარმოადგენს ქალურ საწყის - ინს, ხოლო გრძელი მამაკაცურს  - იანს. მიღებულ მონაცემებს სისტემა აგრადუირებს სამ კატეგორიად.

 A ხაზები დაახლოებილია. ქალური და მამაკაცური საწყისები იმყოფებიან დაბალანსებული. ადამიანის თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები მუშაობენ ჰარმონიულად.

 B ქალური და მამაკაცური საწყისები არა თანაბარია. დაუბალანსებულია ურთიერთ დამოკიდებულება. ენერგეტიკული სისტემა განიცდის დისჰარმონიას. საჭიროა მერედიანების რეჟიმში მოყვანა.

 C მთლიანი დისბალანსი. ერთ-ერთი მათგანი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. 

ჩვენი კვლევის შედეგები

   2011-2012 წელს კომპანიის მიერ ქ.თბილისის მოსახლეობაში ჩატარდა. ”ინ - იან” ურთიერთ დამოკიდებულებების გამოკვლება. კვლევის საგანს წარმოადგენდა მოსახ- ლეობის გარკვეული პოპულაცია. შერჩევითობის ნიშნის გარეშე. სულ გამოკვლეული იყო 595 სხვადასხვა ასაკის სქესის და სოციალური ფენის წარმომადგენლები. საიდანაც ნორმას (A) შეესაბამებოდა - 270 პიროვნება. B ტიპის დისბალანსი -190 ადამიანი. ხოლო მთლიანი დისჰარმონია (C) ვარიანტი153 ადამიანი.
  როგორც კვლევამ აჩვენა გამოკვლეულთა მთლიანი რაოდენობის 54.63%-ს აღმოაჩ- ნდა ”ინ-იან”  დისბალანსური მდგომარეობა. რაც მანიშნებელია როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ჯანმრთელობის მხრივ  მოსახლეობის ამ ნაწილში არა სახარბიელო მდგომარეობა.
 გთავაზობთ გამოიკვლიოთ ბიოენერგეტიკული მონაცემები და მათ შორის ”ინ” ”იან” ბალანსი თქვენს ორგანიზმში  

საიტიდან მასალების კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე - საავტორო უფლებებს იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection