ადამიანის ბიოენერგეტიკა

Human Bioenergetics

  რა არის ბიოენერგეტიკა ?                                             ბიოენერგეტიკა ეს არის - სხეულში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების საფუძველზე პიროვნების გააზრება. კერძოდ, გამონთავისუფლებული ენერგიის პროდუცირება სასუნთქი და მეტაბოლიტური გზებიდან. რომელიც წარმოადგენს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციას.

 

  ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს განსაზღვრავს ენერგიის რაოდენობა რომელსაც ფლობს ადამიანი. შესაბამისად რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს ენერგია, რომელსაც ის სწრაფად, თავისუფლად გარდაქმნის მოძრაობასა და ექსპრესიაში, მით უფრო ოპერატიულად და ეფექტურად გადალახავს სიტუაციას. ამის გარდა ბიოენერგეტიკა - თერაპიის ფორმაა. ის აერთიანებს სხეულის და გონების მუშაობას. ეხმარება ადამიანებს გადაწყვიტონ ემოციონალური პრობლემები და აქტიურად მოახდინონ რეალიზაცია პოტენციალური შესაძლებლობების. გაიხარონ ცხოვრებით და მიიღონ სიცოცხლისგან სიამოვნება. ბიოენერგეტიკის ფუნდამენტალური თეზისია - სხეული და გონება ფუნქციონირებენ როგორც ერთიანი მთლიანი. გონების მუშაობა ეს არის არეკვლა იმის, თუ რა ხდება სხეულში და პირიქით.

                          რა არის ბიოველი და სად იღებს ის ენერგიას ?

 ზოგიერთ ჰიპოტეზიდან გამომდინარე - წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმებიდან გამოსხივებული ველს, რომლის საფუძველია ინფორმაციის მატარებელი მაიონიზირებელი პროტონული გამოსხივება და ცვალებადი ელექტრომაგნიტური ველი. ის წარმოიქმნება მიტოქონდრიებში  ”ენერგეტიკულ სადგურებში”. ძლიერდება ბიოლოგიური ჟანგვის პროცესში ცვალებად ელექტრომაგნიტურ ველის და მასში არსებული მძიმე ელემენტალური ნაწილაკების-პროტონების აჩქარების შერწყმის შედეგად. ბიოველი უზრუნველყოფს კვანტურ ურთიერთ ქმედების დონეზე ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ენერგო ხარჯებს.

 ასევე მონაწილეობენ უჯრედშორის და ორგანოთა შორის სინქრონულ კავშირებში. ისინი მუდმივად მიმართული არიან ორგანიზმიდან გარე გარემოსკენ, სადაც ურთიერთქმედებენ (”ნოოსფეროსში” ვ.ი.ვერნანდსკის მიხედვით) სხვა ბიოველებთან.

ცოცხალ ორგანიზმთა ბუნებასთან შერწყმა პირველ რიგში მიმდინარეობს ველთა ურთიერთქმედების დონეზე. თითოეული ადამიანის ბიოველი არის ინდივიდუალური, მაგრამ მათი სხვა ადამიანების ბიოველებთან ურთიერთქმედების დროს წარმოიშვება ერთიანი გაერთიანებული ველი. სადაც თითოეული პიროვნებიდან გამოსხივებული ველი ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავს ინდივიდუალობის თვისებებს. ამ შემთხვევაში დომინანტურ როლს იკავებს მათ შორის ლიდერული თვისებების მქონე პიროვნებათა მძლავრი ველი. ხოლო შედარებით სუსტი ველის მქონე ადამიანები ექცევიან ლიდერის კეთილ თუ, ბოროტ ზემოქმედების ქვეშ. ანუ ლიდერის მძლავრმა ენერგეტიკამ შესაძლებელია იმოქმედოს დანარჩენებზე პოზიტიურად ანდა ნეგატიურად.

 ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გონებას და სხეულს შეუძლიათ იმოქმედონ ერთი მეორეზე. ადამიანის ფიქრი ზემოქმედებს მის გრძნობებზე. ანდა პირიქით. მაგრამ ეს ურთიერთქმედება შემოსაზღვრულია აღქმით ანდა პიროვნების ზედაპირული ასპექტებით. ხოლო უფრო ღრმა ქვეცნობიერის დონეზე, აზროვნება და შეგრძნებები განისაზღვრება ენერგეტიკული ფაქტორებით. მაგალითად დეპრესიულ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია გამოიყვანოს საკუთარი თავი პოზიტიური ფიქრებით. ეს აიხსნება იმით, რომ მისი ენერგეტიკული დონე საკმაოდ შემცირებულია. ხოლო როდესაც ის ღრმა სუნთქვის გზით, ზრდის ენერგეტიკულ დონეს რომელიც დათრგუნულია ყველა სხვა დანარჩენ სასიცოცხლო ფუნქციებთან ერთად, ადამიანიც გამოდის დეპრესიიდან. 

ჩვენი ორგანიზმის სულიერი სამყარო ნაწილდება 3 ძირითად შემადგენელად, ანუ ჩვენ გონებას გააჩნია 3 კომპონენტი:   

 ემოციური - ინტელექტუალური - ფიზიკური. ეს თანამედროვე სამეცნიერო მცნებები სათავეს იღებენ უძველესი დროის კლასიფიკაციიდან - სული EQგონება IQ - სხეული FQ.

 ემოციური კოეფიციენტი (EQ)

 განაგებს გარემო სამყაროს ემოციურ აღქმას. მას შეუძლია ბევრი გვამცნოს ადამიანზე მის შესაძლებლობებზე და კომუნიკაციებზე. ამ კოეფიციენტის დაბალი დონისას ადამიანს, როგორც ცხოველებს უყალიბდებათ დაბალი ემოციები, როგორიცაა: აგრესია, ეჭვები, სიხარბე, სიბოროტე, ზიზღი, შურისძიება. EQ მაღალ დონისას, ადამიანის ნერვული ცენტრები გაჯერებულია ნეირონებით. ამ დროს ფორმირდება მაღალი დონის ემოციები, როგორიცაა:  სიკეთე,  კეთილმოსურნეობა, სინდისი, სირცხვილი, შემწყნარებლობა. მაღალი კოეფიციენტის არსებობისას ადამიანი როგორც წესი აღწევს დიდ წარმატებებს ხელოვნებაში, მეცნიერებაში,  კულტურსა თუ, სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. ასეთი ადამიანები უმეტეს შემთხვევებში არიან ლამაზები როგორც სხეულით, ასევე სულით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონი ესტროგენი დომინირებს სხვა ჰორმონებზე როგორიცაა, ადრენალინი, ნორადრენალინი და ტესტესტერონი. ამ ყველაფრის გარდა - განაგებს ადამიანის, უნარს ანალიზი გაუკეთოს როგორც თავის ასევე გარშემო მყოფთა ემოციებს. რაც ხელს უწყობს ჰარმონიაში მოაქციოს თავის შიდა სამყარო და დაამყაროს პროდუქტიული კონტაქტები სხვა ადამიანებთან. ამიტომაც EQ -ს, ხშირად უწოდებენ “ სოციალურ ინტელექტს”. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ,რომ EQ კოეფიციენტის 20%-მდე მაჩვენებელი სრულიად საკმარისია წარმატების მისაღწევად.

ინტელექტუალური კოეფიციენტი (IQ)

IQ - მაჩვენებელი აერთიანებს თავისთავში თავის ტვინის ქერქის ცენტრებს. რომელიც განაგებს ლოგიკის, მეხსიერების და ადამიანის ქცევის ანალიზის განვითარებას. ამ ინტელექტუალურ ცენტრებში ნეირონების მცირე რაოდენობის შემთხვევაში ადამიანში ფორმირდება ეგოიზმი. ხოლო მაღალი კოეფიციენტისას, ადამიანი ხშირად აღწევს უკეთეს მაჩვენებლებს ბიზნესში, მმართველობაში, ზუსტ მეცნიერებას და წარმოებაში. დომინანტ ჰორმონს წარმოადგენს ტესტოსტერონი.

ფიზიკური კოეფიციენტი (FQ)

FQ - ადამიანის ორგანიზმში გაუთვითცნობიერებულ დონეზე ხელმძღვანელობს ფიზიკური სხეულის განვითარების და დაცვით პროცესებს. ადამიანები კომატოზურ მდგომარეობისას ან ძილის დროს ფლობენ მხოლოდ გონების ფიზიკურ შემადგენელს. მაღალი დონის FQ კოეფიციენტის მქონე ადამიანები გამოირჩევიან ფიზიკური სხეულის საუკეთესო მაჩვენებლებით. მათ აქვთ გამძლეობის და გადარჩენის ძლიერი უნარი. ასეთი ადამიანები აღწევენ წარმატებას სპორტში, არმიაში, ფიზიკურ მუშაობისას და ყველგან სადაც საჭიროა სხეულის ფიზიკური შესაძლებლობების მობილიზაცია. მაღალი დონის FQ კოეფიციენტის მქონე ადამიანების ორგანიზმში ჰორმონებიდან დომინირებენ ადრენალინი და ნორადრენალინი.

 

Protected by Copyscape Web Copyright Protection

კოპირება კატეგორიულად აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. საავტორო უფლებას იცავს კანონი