1.ფუძისეული ჩაკრა (მულადჰარა) मूलाधार

 

 მულადჰარა (სანსკრიტზე - საწყისი) - ის აკავშირებს ადამიანს მატერიალურ სამყაროსთან. მას აგრეთვე უწოდებენ ფუძოვან ჩაკრას. რადგან იგი ქმნის საფუძვლებს სხვა დანარჩენი ჩაკრების ფუნქციონირებისათვის. მასში ინახება ადამიანის მთლიანი პოტენციალური ენერგია. ის იძლევა დამაჯერებლობის და სტაბილურობის გრძნობას. ხელს უწყობს ადამიანის მთავარ ინსტიქტს, სიცოცხლის უნარიანობას. ის წარმოადგენს ადამიანის ბრძოლის უნარის შენარჩუნების გასაღებს, არის რა ყველა ინსტიქტის საწყისი წყარო. მულადჰარის ჰარმონიული მუშაობისას ადამიანი შეიგრძნობს სტაბილურობას, სიმტკიცეს და გააჩნია შინაგანი ძალის შეგრძნება. ის თავის საქციელში არის მყარი, შეუძლია ადვილად გადალახოს წინააღმდეგობები. ასეთი ადამიანი თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებებს და ადვილად ახორციელებს მას ცხოვრებაში. მას შეუძლია იფიქროს მეტზეც და მყარად იდგეს ფეხზე. ფუძისეული  ჩაკრის გაუწონასწორობა გამოიხატება იმაში რომ, ყველა ფიქრები და ინტერესები კონცენტრირებულია მხოლოდ ფიზიკურ მოთხოვნილებათა  დასაკმაყოფილებლად (ჭამა-სმა, სექსი, ფული). ამ ჩაკრის მუშაობის დარღვევა როგორც წესი იწვევს სხვადასხვა ტიპის შიშებს, ფობიებს, სისუსტეს, სიხარბეს, გაღიზიანებას და ცხოვრებისეულ შეცდომებს.
 მულადჰარასთან ძირითადად დაკავშირებულია - ჩონჩხი, კბილები, ფრჩხილები, სწორი ნაწლავი, პროსტატის ჯირკვლები და უჯრედები. მოცემული ციფრული დიაპაზონები გვიჩვენებენ აურა-კამერის მიხედვით ჩაკრის სხვა და სხვა დონეზე აქტიობას. ენერგიის ფერი წითელი. რომელიც აძლევს ფიზიკურ სხეულს მოძრაობის უნარს, ჯამრთელობას და ძალას.

ახაზზე მოცემული დიაგრამა, თვალსაჩინოების მიზნით გამოსახავს ჩაკრების ენერგეტიკული აქტიურობის სხვადასხვა მდგომარეობას,პირობით ერთეულებში. დიაგრამა აგებულია აურა-კამერა MbGA l005- ს მონაცემების მიხედვით. ჩაკრების მათემატიკურ  მოდელირების საფუძველზე.

პირობითი ერთეულების განმარტება  აურა-კამერა MbGA-ს   მიხედვით
  • 100 - ჩაკრას ზეაქტიობა. გაცისკროვნებით, შეგრძნებულობით. ვნებითი ხარისხით.
  • 60-70 -ჩაკრა დაბალანსირებულია და ჰარმონიზირებულია მუშაობა.
  • 40- ჩაკრა იმყოფება მსუბუქ  დისბალანსში. ჩაკრა ჯერ კიდევ პოზიტიურ მდგომარეობაშია.
  • 20 - ჩაკრას დაუბალანსირებელი მუშაობა. იმყოფება სტრესის ქვეშ.
  • 10 - ჩაკრის აქტიობის დაბალი ენერგია. გადარჩენის დონე. მიდრეკილება სტრესისკენ. ჯამრთელობის დაქვეითების პოტენციალური საშიშროება.

ჩვენი კვლევები

  მულადჰარა ჩაკრა ეს არის ცენტრი რომლის დონეზეც ადამიანები თითქმის მთლიანად არიან ეგოცენტრისტულები. სადაც გარკვეული ხარისხით, აზრების უმრავლესობა მიმართულია სამყაროში შექმნან საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. მულადჰარა ჩაკრა ასევე განაპირობებს მეხსიერებას და ემოციურ წონასწორობას, ვინაიდან არის საწყისი წერტილი მარცხენა სიმპატიკური არხის, სადაც გროვდება ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური წარსული. და რაც არეგულირებს ადამიანის ემოციონალურობას.


  ფიზიკურ სხეულში მულადჰარა მოწოდებულია არეგულიროს ენერგეტიკულად სექსუალობა, შთამომავლობის რეპროდუქცია, გამოყოფის ფუქციები და წნევა. რომელსაც აწარმოებენ გამოყოფის ორგანოები. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მულადჰარა არის როგორც შინაგანი ასევე სხეულის არეგანი სისუფთავის შუამავალი. მისი პოზიტიური ფუნქციონირება შესაძლებელია დარღვეული იქნას პიროვნების მიერ საკუთარი ჰიგიენის დაუცველობის გამოც.
 თანამედროვე ენაზე მულადჰარა ეს არის ტრანსის და ჰიპნოზის დროის ფიქრი.ის არის ერთად-ერთი ჩაკრა, რომელიც ინახავს ჰიპნოზის საიდუმლეობას და იცის მთელი ცხოვრების ფაილი.
ზემოდან გამომდინარე ჩვენთვის დიდ ინტერეს წარმოადგენდა ამ ჩაკრის ნეგატიურ-პოზიტიური აქტიურობის განსაზღვრა ადამიანთა ორგანიზმში. ამიტომაც 2011-12 წლის პერიოდებში ჩაკრის მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა კვლევები.

 კვლევის ობიექტს წარმოადგენდნენ  - სხვადასხვა ასაკის სქესის და სოციალური მდგომარეობის ქ.თბილისის მაცხოვრებლები. (სულ 645 პიროვნება.) კვლევისას საბაზო ერთეულად აღებული იყო სისტემა MbGA-ს მიერ  ჩაკრების განმსაზღვრელი ალგორითმი. სადაც დადგენილია ჩაკრის საშუალო ბალანსური მუშაობის მაჩვენებელი, ციფრულ პირობით  ერთეულებში.
  როგორც ჰისტოგრამიდან ჩანს ამ ჩაკრის ჰარმონიზაცია დარღვეული ჰქონდათ საკვლევი ობიექტებიდან
475 ადამიანს. (645 წინააღმდეგ). ლოგიკური მსჯელობიდან გამომდინარე ეს შედეგია ზემოთ მოყვანილ ემპირიკული პოსტულატების დაუცველობის, ან მათი ერთი მეორესთან კომბინაციაში შეუგნებლად გაუთვალისწინებულობის. ანდა უფრო მეტად წარმოადგენს ადამიანების ამ სფეროში გაუთვითცნობიერების შედეგს.

 ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ, გამოკვლეული პირებიდან 30 ადამიანზე დაფიქსირდა ჩაკრის ზეაქტიურობა. რომელიც მანიშნებელია ჩაკრის ჰიპერ აქტიურობის. ცნობისათვის ამ ჯგუფში შედიოდა ყველა ის პიროვნება რომლებიც წარსულში, ან აწმყოში დატვირთული იყვნენ სხვადასხვა სისტემის იოგათი და საიდანაც უმეტესობა ფრუსტრირებდნენ მულადჰარით. როდესაც ჩაკრა მულდაჰარა ზეაქტიურია, პრინციპში შესაძლებელია ჰიპერ აქტიურობის სხვა ვარიანტებიც, არა იმიტომ რომ ადამიანი ჰიპერტროფირებულია მის მიმართ, არამედ ზეაქტიურდება იმიტომ, რომ პიროვნებამ ამა, თუ იმ საშუალე- ბებით დააგროვა ზედმეტად მეტი ენერგია. რის გამოც მას შესაძლებლობა გაუჩნდა ჩაკრის ფუნქციონირება მიმართოს იმ სარეზერვო ენერგიისკენ, რომელიც გააჩნია თითოეული ადამიანის ორგანიზმს ექსტრემალური პირობებისთვის. უმრავლეს შემთხვევებში მათთვის გაუთვითცნობიერად. რომელსაც ინდუისტური და ბუდისტური ცხოვრების ფილოსოფიის მიმდევრები უწოდებენ კუნდალინს.

 კვლევის მთლიანი მონაცემების შეკრებამ გამოიწვია შემდეგი სურათი (დიაგრამა 2)  მოსახლეობის ამ პოპულაციაში მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 22% გამოვლინდა ჩაკრის ნორმალური მუშაობა. სხვადასხვა მიზეზების გამო 73% პიროვნებების აღმოჩნდათ ჩაკრის სტრესულ მდგომარეობა. ანუ, ჩაკრა იყო დახურულ მდგომარეობაში. ხოლო გამოკვლეულ პიროვნებათა 5%-ს დაუფიქსირდათ ჩაკრა ზეაქტიურ მდგომარეობაში. ანუ ორგანიზმის მიერ აკუმულირებული და მის წიაღში დარეზერვირებული ენერგია. ამ კატეგორიას განსაკუთრებულ ექსტრემალურ სიტუაციებში სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო ადვილად შეეძლება ქვეცნობიერის საშუალებით აამუშაოს ეს რეზერვი, სიცოცხლის უნარიანობის წარმატებით დასაცავად. (იხ. სვადჰისტანა, მანიპურა, ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა, საჰასრარა )

ადამიანის ენერგეტიკული ცენტრების სწორი ფუნქციონირება და მისი შიდა პოტენციალის ჰარმონიზაცია პირდაპირ კავშირშია, საკვები პროდუქტების სწორ მიღებასთან. ვინაიდან ჩაკრები-ორგანიზმში წარმოადგენენ ბიოენერგეტიკულ ცენტრებს, მათი ენერგიით მომარაგება ეს აუცილები ფაქტორია. მთავარია, რომ კვების რაციონი ისე იყოს გადანაწილებული რომ, მოხდეს ჩაკრების ენერგიით უზრუნველყოფა და მისი ნორმალური ფუნქციონირება.

                 ჩაკრა მულადჰარასთვის რეკომედირებული პროდუქტები:

საზამთრო (ინ) ჭარხალი (ინ) წითელი ლობიო (ინ) ალუბალი მარწყვი (იან)
ბოლოკი (იან) წითელი კომბოსტო(იან) წითელი წიწაკა (ინ) ტომატები (ინ) წითელი ყურძენი (ინ)

 

 

კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. საავტორო უფლება იცავს კანონი.

Protected by Copyscape Web Copyright Protection