ადამიანის აურის თვისებები

ადამიანის აურა ფერების მიხედვით უახლესი მონაცემებით კლასიფიცირდება 12 ძირითად და 28 შუალედურ ფსიქოტიპად. თითოეული მეორისგან გამოირჩევა სპეციფიკური მახასიათებლით. რომელიც ადამიანებში აისახება შესაბამის ნიშან-თვისებებით. თითოულ ფერს გააჩნია თავისი უნიკალური დანიშნულება. არცერთი ფერი არ არის უკეთესი მეორეზე. ვინაიდან, თითეული ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ბედნიერების წუთებით და პრობლემებით. აურის ფერი და სიმკვრივე პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) აქტიურობაზე. ისინი განსაზღვრავენ აზროვნების ინდივიდუალურ მდგომარეობას. აურის ფერების მიხედვით შესაძლებელია ადამიანის აზროვნების, ემოციების, ფიქრების და მისი ენერგეტიკულ შესაძლებლობათა განსაზღვრა. აურის თითეული ფერი მიანიშნებს ენერგიის გარკვეულ სიხშირეებს. ის მიესადაგება ხასიათის გარკვეულ თვისებებს, აზროვნების მიმართულებას, ტემპერამენტს და სულიერი განვითარების დონეებს. აურის აღწერისას ფერის გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას, სიმკვრივეს და ფერთა ურთიერთ შერწყმას. რადგან აურა ხშირად მრავალფეროვანია.

 აურის სიკაშკაშე და ინტენსიობა - აურის ანალიზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის სიკაშკაშეს, ინტენსიობას და ფერების სისუფთვეს. ნათელ მოკაშკაშე ფერებს აქვთ დადებითი ჰარმონიული მნიშვნელობა. ხოლო მუქ ფერებს საწინააღმდეგო არსი. მაგალითად, ღია წითელი ფერი დაკავშირებულია ადამიანის ნებისყოფასთან და მის მაღალ ენერგიულ მოქმედებებთან. მუქი და ჭუჭყიანი ფერები გამომხატველია ფიზიკური, გონებრივი და ემოციური დაძაბულობის.

აურის სიმკვრივე - აურის სხვა თვისებებიდან აღსანიშნავია აურის სიმკვრივე და დრეკადობა. ზოგიერთი აურის ეს თვისება აღწევს მაღალი ხარისხის კონცენტრაციას. აურის სიმკვრივე მაჩვენებელია ადამიანის პიროვნულ სიძლიერის. მის სიმკვრივეზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი-1. გონების გამჭრიახობა;2.ორგანიზმის დაფარულ ენერგეტიკული რესურსები და ფსიქიკა; 3.შინაგანი ინტენსიობა;4.ძიება და განცდები;5. მიზანსწრაფვა; 6.მიზანსწაფვის ხარისხი;7.ემოციური ჰარმონია. რაც უფრო მიზანსწრაფულად, ღრმად და ჰარმონიულად იქცევა ადამიანი, მისი აურა ხდება უფრო მკვრივი და დრეკადი. უარყოფითი მისწრაფებები, ნეგატიური ემოციები, წინააღმდეგობებიდან გადახვევა, მიდრეკილება სიზარმაცისკენ და ფსიქოლოგიური ძილი ფიტავს აურას შიგნიდან. როდესაც აურა მოდუნებულია (მოშვებულია) ის მუქდება. მას წარმოეშობა პატარ-პატარა  ნაფლეთები. სუსტი ადამიანი - როდესაც ის იმყოფება დაღმავლობის ფაზაში ან დეპრესიაში ანდა მიღებული აქვს ენერგეტიკული დარტყმა, გამოირჩევა აურის დაბალი ხარისხის სიმკვრივით და განმუხტული მდგომარეობით. არათანაბარი აურის მონაკვეთები მაჩვენებელია ენერგეტიკული გამოცლის ან და ორგანიზმის დასუსტების სხვადასხვა ავადმყოფობისაგან.

აურა და სიკვდილი - სიკვდილი საკმაოდ გრძელი პროცესია. თუ ადამიანი რაიმე მიზეზით გარდაიცვალა. სიცოცხლე გრძელდება კიდევ რამდენიმე ხანი. რადგან თავის ტვინში არსებობს განსაკუთრებული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროდენს (ელექტრო რეცეპტორები). სისხლი ამარაგებს ტვინს მიკროელემენტებითა და ქიმიური შენაერთებით. თანდათანობით ეს მარაგები გროვდება ტვინში. ამიტომაც გულის გაჩერების შემდგომ ტვინს შეუძლია კიდევ რამოდენიმე ხანი ფუნქციონირება. (3-5 წთ.). თუ, ადამიანს ბედისწერის გამო კვდება რამდენიმე წუთში ან საათში, მისი აურა უკვე აღარ ფიქსირდება. ხოლო თუ, დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე მისი აურა ძალიან სუსტია და ნელნელა ქრება. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი უიმედოთ დაავდებულია და გარდუვალია მისი ლეტალური შედეგი, აურა ნელნელა კარგავს ენერგიას და მისი სიმკრივე ეტაპურად მცირდება [თხელდება]. კლინიკური სიკვდილის დროს ხშირ შემთხვევაში აურა ქრება და რჩება მისი სეგმენტური კონფიგურაციები.

აურის ზომა - იხილეთ აქ

აურის მართვის დახვეწა - ყველას შესწევს უნარი გარკვეული დროით შეცვალოს საკუთარი აურის ფერები. უპირველესად ცვლილებები ეხება მენტალურ და ემოციონალურ მხარეს. ეს ცვლილებები წარმოიშობიან აგრეთვე გარემოს ზემოქმედებითაც. აურის თითოელ ფერს გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა. რომ, შეაფასოდ ცვლილებები უნდა ნახოთ ფერთა კომბინაცია და აგრეთვე თითოეული ფერის შიგნით ზონათა ტრანსფორმაცია. არ არსებობს“ცუდი” და“კარგი” აურა. უბრალოდ ისინი განსხვავებულები არიან. იმ დროსაც კი, როდესაც ისინი მუქი ფერისაა და აჩვენებენ სტრესულ მდგომარეობას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში "გონება-სხეული-ენერგია" ზოგჯერ თქვენი მოქმედების და ქცევის მოდელის შეცვლა (განთავისუფლება უაზრო, ბრიყვული აზრებისგან) დადებით როლს ითამაშებს თქვენი აურის მონაცემთა გაუმჯობესებაში. ადამიანის აურის ფსიქოტიპებს გაშიფრვისას პიროვნების ფსიქოლოგიურ ტემპერამენტისგან განსხვავებით, (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელაქოლიკი) საფუძვლად უდევს ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილული დიაპაზონის სიხშირეები, ფერთა თეორია და მკვლევართა მრავაწლიანი ემპირიული დაკვირვება. ქვემოთ მოყვანილია აურის ძირითადი 12 ტიპი. ადამიანის აურის დანარჩენი შუალედური ფსიქოტიპები (28) უმრავლეს შემთხვევაში თავის მახასიათებლებით განსხვავდებიან ძირითადი ფსიქოტიპებისგან. მათი დადგენა ხდება მხოლოდ პერსონალური გამოკვლევის შემდგომ.  

ადამიანის აურის ძირითად ფსიქოტიპთა მახასიათებლების ცალცალკე გაცნობისათვის მონიშნეთ ამ სურათებიდან თქვენთვის საინტერესო ფსიქოტიპი ან გადადით ამ მენიუს შემდეგ გვერდებზე. 

                                 გაუთვითცნობიერთათვის !

ადამიანის აურის ფერის განსაზღვრა ფსიქოლოგიურ ტესტებით, თუ ეზოთერულ -ასტროლოგიური ფანტაზიებით რეალობიდან ძალიან შორს დგას. ვინაიდან ფერი - არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ოპტიკური (ხილული) დიაპაზონის სუბიექტური მახასიათებელი. წარმოქმნილი მხედველობის ფიზიოლოგიურ შეგრძნებებისგან. დამოკიდებულია გარკვეულ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ჩვეულებრივი ენით, უბრალოთ - არის შეგრძნება, რომელსაც აღიქვამს ადამიანი როდესაც თვალს ხვდება სინათლის სხივი. ერთი და იგივე სხივს შეუძლია სხვადასხვა ადამიანში გამოიწვიოს სხვადასხვა შეგრძნება. თითოეული მათგანისთვის ფერი იქნება განსხვავებული. აქედან კი დავა რა ფერია ? სინამდვილეში უაზრობაა, რადგან დამკვირველისთვის ჭეშმარიტი ფერი - არის ის რომელსაც ხედავს ის.

აქედან კი ფერის განსაზღვარა შესაძლებელია მხოლოდ  სპექტროფოტომეტრიის, პოლაროგრაფიის და მსგავსი პრინციპის მქონე ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებით და არა ფსიქოლოგიურ ან ასტროლოგიურ ტესტების გამოყენებით. ეს კი მიგვითითებს იმას რომ, აურის ფერის განსაზღვა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ხელსაწყოების საშუალებით.

Aur videos on  You Tube

საიტიდან მასალების კოპირება აკრძალულია. საავტორო უფლებებს იცავს კანონი