აურის დომინანტური ფერი თბილისში

ჩვენი კვლევები

   თანამედროვე ტექნიკური პროგრესი, ინფორმაციული ნაკადები, გლობალიზაცია და ეკოლოგიური კატაკლიზმები აიძულებს ადამიანებს 21 საუკუნეში, მაქსიმალურად მცირე ვადებში მოახდინოს ადაპტაცია არსებულ გარემო პირობებთან და გააგრძელოს ბრძოლა სიცოცხლის არსებობისთვის.
 
ამ პირობებში ადამიანის ერთ-ერთ თავდაცვის და გამოსავალის პოვნის გზას წარმოადგენს საკუთარი შინაგანი სამყაროს შესაძლებლობების და პოტენციალის ღრმად შემეცნება. საკუთარი შესაძლებლობების ზუსტად ცოდნა და კარგად განსაზღვრა. რაც მომავალში მას რეალურად წაადგება ცხოვრებისეული გაუთვალისწინებელი პრობლემების შედარებით უფრო ადვილად გადალახისთვის.
 გამომდინარე ჩვენს მიზანს წარმოადგენდა მულტიმედიური აურა-სისტემის საშუალებით თბილისის მოსახლეობაში მოგვეხდინა ფსიქოტიპების კლასიფიკაცია მათი აურის მიხედვით და გამოგვევლინა ადგილობრივ მოსახლეობაში დომინანტური აურის ფერი. კვლევები მიმდინარეობდა 2011-2012  წლის განმავლობაში. სულ გამოკვლეული იყო სხვადასხვა ასაკის, სქესის და ინტელექტუალური კოეფიციენტის მატარებელი 680 სუბიექტი.

  როგორც დიაგრამიდან ჩანს ქართულ სინამდვილეში, რფვრფსიის ამ რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებულია ნარინჯის ფერის აურის ფსიქოტიპი 28%. ხოლო მეორე ადგილზე დგას ყვითელი ფერის აურის ტიპის ადამიანები 17%. ნარინჯისფერი აურის მქონე ადამიანებში დომინირებს 30 წლადე ახალგაზრდები. (სხვაობა +/- 5 წელი).ყვითელი ფერის აურის ფსიქოტიპი გავრცელებულია უფრო 30- 45 წლის ასაკის სუბიექტებში. დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ ასაკობრივ პარამეტრებსა და ფერთა გამას შორის არსებობს გარკვეული კორელაცია. რაც უფრო ადამიანი ასაკოვანია მით უფრო აურაში დომინირებს მაღალი გამის ფერები ცისფერი, ინდიგო, იისფერი და ა.შ. თუ, ვიმსჯელებთ ასაკობრივი კატეგორიებთ წითელი ფერის აურის მქონე პიროვნებებში საგრძნობლად სჭარბობს მოზარდები.18 წლის ასაკამდე. მიუხედავად, რომ ამ აურის ფსიქოტიპის რაოდენობა არ გამოირჩეოდა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. თუ, ადამიანები ვიზუალურად გამოირჩეოდნენ ქარიზმით, მათში უმეტეს შემთხვევაში დომინირებს იისფერი და ლავანდის ფერი აურის ფსიქოტიპი. პარალელურად კვლევა მიმდინარეობდა ფერთა თეორიის ტესტირების საშუალებით. (ლუშერის ტესტი.) რამაც აურა გრაფიასთან ტანდემში გამოავლინა შემდეგი . მორწმუნე (ეკლესიური) ადამიანთა უმრავლესობაში, საგრძნობი უპირატესობით ფიქსირდებოდა იისფერი, ლავანდის და თეთრი ფერის აურა 85%.

  შემდგომ დიაგრამებზე მოცემულია ძირითადი აურის ტიპებში შემავალი ზონები (ქვეტიპები). კერძოდ მოცემულია ძირითადი აურის ტიპებში შემავალი ქვეტიპთა წილობრივი მაჩვენებელი. გადაანგარიშებული პროცენტებზე.

როგორც ამ დიაგრამებიდან ჩანს წითელი ტიპი აურის შემთხვევაში, მთლიანი რაოდენობის 58 % მოდის წითელ-ნარინჯის ფერ ქვეტიპზე. ეს კი იმის მანიშნებელია რომ, წითელ და ნარინჯისფერ აურის ფსიქოტიპებს გააჩნია ბევრი საერთო ფსიქოლოგიური და ბიოენერგეტიკული მახასიათებლები. შედარებით ნაკლები პროცენტული დამოკიდებულებაა ძირითად ნარინჯის ფერს და მის ქვეტიპს შორის. ეს მიგვითითებს, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში აურის ფერის შიდა ზონები დამოკიდებულია მათი განწყობის პოზიტიურ-ნეგატიურ პერიპეტიებზე. მაგრამ ფერთა შიდა ზონების მონაცვლება ხდება მკაცრად მხოლოდ ამ ფსიქოტიპის შიდა დიაპაზონებში. აურის მიხედვით სხვადასხვა ფერების წარმოქმნა ამ ფსიქოტიპში მაჩვენებელია თითოეული პიროვნების ინდივიდუალიზმის.

  მიღებულმა შედეგებმა და ანალიტიკურმა გაანგარიშებამ აჩვენა რომ, ფერთა თეორიის მიხედვით პიროვნებებს რომელთაც გააჩნიათ მაღალი სიხშირის მქონე აურა, (თეთრი, ლავანდა, იისფერი, ინდიგო) გააჩნიათ ნაკლები ალბათობა ცხოვრების მომავალ ეტაპებზე შეეცვალოთ აურის ფერი დაბალ სიხშირის დიაპაზონის მიმართულებით (ყვითელი,ნარინჯისფერ-ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, მუქი წითელი). და ესეც ტენდენცია ვრცელდება განურჩევლად სხვა ბიოენერგეტიკული პარამეტრების ცვალებადობის დროსაც.

   კვლევავ უჩვენა რომ, არსებობს კორელაცია ინდიგო და იისფერ ფსიქოტიპებს შორის. ხოლო დამატებითი პარამეტრის შეტანის შედეგად. კერძოდ”ინდიგო ტესტის”გამოყენებით გამოვლინდა შემდეგი დამოკიდებულებანი - პირებს რომელთაც MbGA - სისტემამ მიაკუთნა ინდიგოსფერის ფსიქო ტიპი, (თავის ტვინის ნახევარ სფეროების აქტიურობის განმსაზღვრელმა მეთოდოლიგიამ  დააფიქსირა 31-დან 24 შემთხვევა ამბიდექსტრული უნარებით. (ლათინურად. ambi— ორმაგი; dextrum— მარჯვენა, ანუ ადამიანები რომლებსაც ერთდროულად სინქრონში გააჩნიათ თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროთა მუშაობის უნარი). ფსიქო ანალიტიკური ტექნოლოგიის საშუალებით ხდებოდა საკვლევ პიროვნებებში პოზიტიური ემოციების გამოწვევა და აკუმულაცია. რაც შესაბამისად სისტემის მიხედვით ფიქსირდებოდა როგორც ფერთა ურთიერთ ჩანაცვლება-მონაცვლების მოვლენად. ინდიგო ფერი გადაიოდა იისფერში და პირიქით. რაც წარმოადგენდა გამონაკლის სხვა ფერებთან მიმართებაში. რაც სავსებით ლოგიკურია. ვინაიდან ამ ორი ფსიქოტიპის ადამიანებს გააჩნიათ ბევრი მსგავსი შინაგანი სამყაროს მახასიათებლები.

  კვლევამ უჩვენა აგრეთვე რომ, პიროვნებები რომლებიც დაკავებული არიან ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობით უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენენ მწვანე და ცისფერი ფერის აურის მატარებლებს.

 კვლევის ერთ-ერთ ამოცანას აგრეთვე წარმოადგენდა დაკვირვება ინდიგო ბავშვების გამოვლენზე. 6-12 წლის ასაკოვანი ჯგუფში. (სულ 26 სუბიექტი). ბავშვები ირჩეოდა მშობლების სუბიექტურ ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. მშობელთა შეხედულებით სხვა თანატოლებისგან განსხვავებით ბავშვები გამოირჩეოდნენ ინდიგო ბავშვებისთვის დამახასიათებელი თვისებებით, (იხ. ინდიგო ბავშვები)  26 სუბიექტიდან მხოლოდ 8 აღმოაჩნდათ ინდიგოს ფერი აურა. ამ ჯგუფის დანარჩენ 18 მონაწილე ბავშვს განსხვავებით მშობელთა მოლოდინებიდან დაუდგინდათ მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის აურის ფსიქოტიპები.

 აურის კლასიფიკაციის მიხედვით 12 ძირითად ტიპიდან ფერის მიხედვით მხოლოდ 8 ფსიქოტიპის გააჩნია ქვეტიპები (იხ.კლასიფიკაცია). კვლევამ აჩვენა რომ, თეთრი, ლავანდის და წითელ ფერის ფსიქოტიპები გამოირჩეოდნენ აურაში ფერთა მრავალფეროვნებით. იხ.შემდეგი დიაგრამა. რაც უჩვენებს იმას, რომ ამ აურის მქონე პიროვნებებში სისტემა ”გონება-სხეული-სული”-ის ურთიერთ დამოკიდებულება  ხშირ შემთხვევებში საკმაოდ ცვალებადია.  

ეს მოვლენა სავსებით შესაძლებელია აიხსნას შემდეგ თეორიის მიხედვით. ამ კლასების ზოგადი დახასიათებიდან გამომდინარე, თეთრებს და ლავანდის ფერ ფსიქოტიპს გააჩნიათ ბევრი საერთო თვისებების. როგორიცაა: დახვეწილობა, მაღალი მგრძნობიარობა, შემოქმედებით აზროვნება, ინტუიცია, წარმოსახვითი უნარები, რბილი მეტყველება, სოციუმში მცირე რაოდენობის ადამიანებთან მეგობრობა, ფინანსების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებები, საქმიანობებში ინდივიდუალიზმი, განსხვავებული აზროვნება. ხოლო რაც შეეხება წითელი ფერის აურის ფსიქოტიპს ისინი სწაფად აგზნებადი და ზედმეტად ემოციური არიან. ამიტომაც გადაჭარბებული ემოციურობის გამო აურა, ხშირ შემთხვევებში, მოკლე ინტერვალებით,  განიცდის მრავალ ფეროვნებას. მსგავსი კვლევების სხვა ქვეყნებში მიღებულ  ავტორთა შედეგებთა შედარებითმა ანალიზმა უჩვენა, რომ  ხშირ შემთხვევაში შედეგები  ანალოგიურია. როგორც ამ სფეროს კვლევართა გარკვეული ჯგუფი თვლის ფერთა თეორიის გამოყენებით ადამიანის აურის კლასიფიკაციაში ქვეტიპები - ეს არის ის ნაირსახეობა რომელიც დამოკიდებულია გარდა ადამიანის ინდივიდუალურ თვისებების, გარემო სოციუმის ცვალებადობაზე, ცხოვრების წესზე, ადგისამყოფელის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რელიგიურ შეხედულებებზე და ამა, თუ იმ რეგიონში გავრცელებულ წეს-ჩვეულებათა კომპონენტზე რომელშიც ადამიანი იზრდება. 

 

   ურთიერთ დამოკიდებულებები აურის ტიპების მიხედვით    ადამიანის აურის კლასიფიკაცია ფერთა მიხედვით

საიტიდან კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. საავტორო უფლებას იცავს კანონი

Protected by Copyscape Web Copyright Protection