უ-სინის თეორიის მიხედვით სად განათავსოდ მინერალების კომპოზიციები

 ძველი ჩინური რეცეპტურა

ფენ-შუი და აურა

ფენ-შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნება. ნიშნავს ქარს და წყალს. ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია გააჩნიათ, რაც პოზიტიურად ზემოქმედებს  ადამიანის აურაზე. ფენ-შუი ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის ნაკადის შესაქმნელად. სხვანაირად, ენერგიების გააქტიურებით საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის ენერგეტიკული სტაბილიზაცია და ჰარმონიზაცია უ-სინის თეორიის მიხედვით.

 ნებისმიერი მინერალის “ბრმად” გამოყენებამ შეიძლება ნეგატიურ შედეგამდე მიგვიყვანოს, ვინაიდან ყველა სიმბოლოს და ფერს თავის დატვირთვა აქვს. ამიტომ შეძენის დროს გაითვალისწინეთ, თუ რისთვის გნებავთ და სად უნდა მოთავსდეს ესა, თუ ის მინერალი, ან მათგან  შედგენილი კომპოზიცია. მინერალთა კომპოზიციები აღებულია სანსკრიტიდან და შექმნილია ძველ ჩინურ-ინდურ მოძღვრებებზე დაფუძნებით.

ჩრდილოეთ სექტორიპასუხისმგებელია ადამიანების კარიერაზე. განსაკუთრებით მათთვის ვინც ცხოვრობენ კარიერისთვის.

სამხრეთ სექტორი - ფენ-შუის მიხედვით ეს არის სახელის მოხვეჭის და პიროვნების ცნობადობის ზონა.

აღმოსავლეთ სექტორი - ჯანმრთელობის და აგრეთვე ოჯახში უფროსი ვაჟიშვილის ზონა.

დასავლეთ სექტორი - შთამომავლობის გამრავლების და წარმატებების ზონა.

სამხრეთ- დასავლეთი  -  ოჯახის დედის ზონა, ასევე სიყვარულის და რომანტიკის სექტორი.

ჩრდილოეთ-დასავლეთი - მამაკაცების სექტორი. ასევე მრჩევლების და თქვენი თანაშემწეების ზონა.

ჩრდილოეთ- აღმოსავლეთი - საგამანათებლო ზონა. ოჯახის წევრებისთვის ვინც სწავლობს და მომავალში აპირებს განათლების მიღებას. აქ კრისტალების განლაგება იქნება სასარგებლო.

 სამხრეთ-აღმოსავლეთი  - სიმდიდრის და სიუხვის ზონა. თუ სურვილი გაქვთ იყოთ მდიდარი აუცილებელია გააქტიუროთ ეს სექტორი.

                1. კომპოზიცია ”წარმატების და სწრაფი კარიერული წინსვლისათვის  (Composition “Success & quick career  promotion) 

                         მთის ბროლი, ქალცედონი, წითელი იასპი,  ქალკოსიდერიტი, გიშერი, შავი მარმარილო.        

2. კომპოზიცია  ”ჯანმრთელობის პრევენციისათვის” (Composition " Health promotion")

     მთის ბროლი, კლინოპტილოლიტი ,აქატი, სარდიონი, ლაზურიტი, გრანიტი.

3. კომპოზიცია”მატერიალური კეთილდღეობა და ფინანსების  მოზიდვა”  (Composition  ”Material wealth & fund raising)               

     ჰალკოპირიტი, ფირუზი, მწვანე იასპი, რძისფერი კვარცი, ოპალი, მარჯანი, ონიქსი

4. კომპოზიცია ”ნეგატიური ენერგიის და ავი თვალისგან დასაცავად” (Composition energy & protection from evil eye)

      კახოლონგი, ყვითელი იასპი,  კატის თვალი (კვარცი), ობსიდიანი, ციტრინი,  პირიტი,  დიაბაზი    

5. კომპოზიცია ”პოზიტიური ენერგიის ყოველდღიური მუხტი” (Daily charge of positive energy")

   მთის ბროლი, აქატი, ამეთვისტი, ვეფხვის თვალი, ნეფრიტი, გრანიტი