ჩაკრები და ტორსიული ველები

 

   პირველად  სიტყვა ”ტორსიულ” იყო გამოყენებული ფრანგი მათემატიკოსის ელი ჟოზეფ კარტანის მიერ. კარტანმა თავის ეს ნაშრომი, წარმოადგინა 1913 წელს საფრანგეთის აკადემიის სხდომაზე. სადაც ის ამბობდა,რომ ბუნებაში უნდა იყოს ველები რომლებიც წარმოქმნება ბრუნვის დროს. ფრანგულად (Torsion")  დაგრეხილი - ნაწარმოებია ლათინურიდან "tor quere", და ნიშნავს ვგრაგნი, ვგრეხ. ეს ტერმინი გამოიყენება არც ისე ხშირად, მაგრამ აზრი შემდეგია - ეს არის სივრცეში გადანაწილებული ზოგიერთი ფიზიკური მაჩვენებელი რომელიც აღწერს ბრუნვის ძალას. სხვანაირად - ბრუნვის ველი, რომელიც შედეგია სხეულის სპინური და ორბიტალური ბრუნვის.

  თუ, გრავიტაციული ველი წარმოიშვება სხეულის მასით, ხოლო ელექტრომაგნიტური ველი მუხტით, მაშინ ტორსიულ ველი ფორმირდება კლასიკური სპინით, რომელიც წარმოადგენს ბრუნვის კუთხის მომენტის კვანტურ ანალოგს. ისმება კითხვა. არსებობს კი ტორსიული ძალა ბუნებაში ? ამის მაგალითია, როდესაც თქვენ უჭერთ ქანჩს, თქვენ ქმნით დაძაბულ ტორსიულ ველს ხრახნზე. გადადის, თუ არა ტორსიული ველი მანძილზე. არსებობს ტორსიული ტალღები და ნაწილაკები ? ამის პასუხიც დადებითია. ხოლო მაგალითები მრავაფეროვანია: მაგალითად, ელექტრომაგნიტური გამოსხივება წრიული პოლარიზაციით. რომლის მიღება არ წარმოადგენს სირთულეს; ანდა შეგიძლიათ დააფიქსიროთ ის, ტალღის სიგრძის სხვადასხვა დიაპაზონში დაკვირვებისას; ასევე მზის სხივი რომელიც გამოდის განსაკუთრებით მზის ლაქებიდან, მასაც ნაწილობრივად გააჩნია წრიული პოლარიზაცია. ასევე ელემენტალურ ნაწილაკ ნეიტრინოზე, რომელსაც გააჩნია სპინი ( ინგლისურად სპინი spin ბრუნვა, ბრუნავი - ელემენტალური ნაწილაკების საკუთარი მომენტი რომელსაც  გააჩნია კვანტური ბუნება და არ არის დაკავშირებული ნაწილაკის ერთიანად სივრცეში მოძრაობასთან)

    თეორიულად  გრავიტაციულ ველებმაც უნდა გადაიტანონ ბრუნვის დაძაბულობა სივრცეში, მაგრამ ჯერჯერობით არის მხოლოდ ირიბი ექსპერიმენტალური მტკიცებულებანი; სპინს უწოდებენ აგრეთვე ატომური ბირთვის ან ატომის იმპულსის საკუთარ მომენტს.  სპინი იზომება პლანკის ან დირაკის მუდმივათი.
  ტორსიული ველი -ინგლისურიდან ნიშნავს (torsion) ბრუნვას. ფიზიკური ვაკუუმის სტრუქტურის ნებისმიერ დამანხინჯებისას მასში წარმოიქმნება ტორსიული ველი. მაგალითად, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს და წარმოქნის ბგერით ტალღას, გარშემო მყოფ ფიზიკურ ვაკუუმში წარმოიქმნება ჰაერის არაერთგავროვანი სიმკვრივე, და რომელიც უმალვე წარმოქმნის ტორსიული ველს. ნებისმიერ შენობა, რომელიც აშენებულია დედამიწაზე, ნებისმიერი ხაზი რომელიც გადატარებულია ქაღალდზე, დაწერილი სიტყვა და ასო, ფიქრიც კი, რომელიც გამოსხივებულია ჩვენგან სივრცეში შლის ფიზიკური ვაკუუმის ერთგვაროვნებას და ის ზემოქმედებს ამ წარმოქმნაზე ტორსიული ველით. 

   დღეისათვის გარკვეული სამეცნიერო ჯგუფების აზრით ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ტორსიულ ველს. მასში არსებობს ტორსიულ ველთა რამოდენიმე დონე და ისინი შეესაბამებიან  თვალით უხილავ ენერგეტიკულ სხეულებს, რომელსაც აღმოსავლეთში უწოდებენ ჩაკრებს. რაც უფრო მაღლაა განთავსებული ჩაკრა, მით უფრო მაღალია ველის სიხშირე. თვით ჩაკრები ქმნიან ტორსიულ ველებს და აპრიორში წარმოადგენენ გარედან შემოსული ენერგიათა ნაკადების გარდაქმნელებს. ისინი ორგანიზმში, გარკვეული პრინციპის მიხედვით აბალანსებენ  ქაოტურად შემომავალ ენერგიას, რაც უფრო კარგად მუშაობენ ჩაკრები, მით უფრო ადამიანი არის ეფექტური და წარმატებით უკეთებს რეალიზაციას  საკუთარ ჭეშმარიტ ცხოვრებისეულ მიზნებს. მას უფრო მეტად ყოფნის ენერგია ინტელექტუალური და სულიერი შემოქმედებითი აქტიურობისათვის. საკუთარი ემოციების და ცხოვრების გონებრივად დაგეგმარებას და გააზრებისათვის.  
  რომელიმე ჩაკრის მუშაობის ბლოკირება, მაჩვენებელია ადამიანის ცხოვრების განვითარების სისუსტის იმ ნაწილში, სადაც შესაბამისი ჩაკრაა პასუხისმგებელი. სხვანაირად
, მას ვერ ყოფნის ენერგიის ის ხარისხი, რომელიც საჭიროა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.
  თუ, ადამიანს რომელიმე სფეროში (მაგალითად სექსუალურ, შემოქმედებით, ჯანმრთელობის) აქვს პრობლემები, ეს მეტყველებს უპირველესად იმაზედ, რომ მას არ ყოფნის შესაბამისი ენერგია. ეს შეიძლება ენერგიის სიმძლავრის თვალსაზრისი შევადაროთ ადამიანის მოძრაობას ფეხით, ველოსიპედით და მანქანით. ანუ, უბრალოდ, ახლომდებარე მიზნების განხორციელება შესაძლებელია დაბალი ენერგიებით, ხოლო უფრო რთული მიზნებისთვის მანქანით უფრო სწრაფია და ზოგჯერ მხოლოდ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა.
 ყველა ადამიანს ამ ცხოვრებაში აკისრია გარკვეული მისია, რათა შეასრულოს მან მასზე დაკისრებული გარკვეული ამოცანები. ხოლო ცხოვრების პრობლემატური მხარეები ეს არის  ნიშანი, რომ აქ მას რაღაც გაურკვევლობა აქვს. მიაქციე ამას ყურადღება! ადამიანის ორგანიზმში ჩაკრები ეს არის ტორსიული ველების ფოკუსი. ადამიანი ჩაკრების მეშვეობით მუდმივად ენერგიის ურთიერთგაცვლაშია ნატიფ სამყაროსთან. თითოეული ჩაკრა ემსახურება ადამიანს თავისებურ ანტენად, რომელიც იღებს გარედან ნატიფ ენერგიას და ვიბრაციის განსაზღვრული სიხშირით უკან გადაცემს სამყაროს ენერგიას. დღეისათვის ჩაკრების არსებობას და რომ ისინი ტორსიული ველებით არიან შესაბამისი ინფორმაციის მატარებლებლები, აღიარებს ოფიციალური მეცნიერების არც, თუ ისე მცირე ნაწილი.
  შვიდი ჩაკრა რომელთაგანაც თითოეული მათგანი ქმნის თავისებურ ”ნოტებს” ჯამში ადგენენ შესაბამის ”ოქტავას” და არიან მაჩვენებელები ადამიანის სულიერი განვითარების დონის ხარისხის. თითოეული ჩაკრის გახსნილობა ნიშნავს გადასვლას უფრო მაღალ გონებრივ და სამყაროს შემეცნების შემდგომ საფეხურზე. თითოეულ კონკრეტულ მომენტში ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობა რომელშიც იმყოფება ის განსაზღვრავს, თუ რომელ ენერგოინფორმაციულ ცენტრში იმყოფება მისი სულიერება. ჩაკრებზე დაკვირვება შესაძლებელია ვიზუალურადაც. ზოგიერთი ექსტრასენსორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები აღწერენ მათ როგორც სპირალურ კონუსების მაგვარ ენერგეტიკულ გრიგალს. ხოლო ამ გრიგალის მოძრაობების დარღვევებისას შესაძლებელია ზოგიერთ დაავადებათა წარმატებით დიაგნოსზირებაც.
  საბოლოოდ - გარეგან ტორსიული ველების ნივთიერებაზე ზემოქმედებით წარმოიქმნება ნივთიერებათა სპინალური პოლარიზაცია. რომელიც მის მოხსნის შემდგომ ინახება საკმაოდ დიდ ხანს. ამ ეფექტის არსებობა - ტორსიული მეხსიერების ეფექტი, იძლევა შესაძლებლობას ჩავიწეროთ ტორსიული ველი ნებისმიერ ნივთიერებაზე.  

ჩაკრები დასახელება 1.მულადჰარა  2.სვაჰისტანა  3.მანიპურა  4.ანაჰატა  5.ვიშუდჰა   6.აჯნა    7.საჰასრარა

 ბრუნვის სიხშირის ქვედა

დიაპაზონი (ჰერცებში)

7,2 7,6 8,7 8,8 9,8 10,00 12,00
 ბრუნვის სიხშირის ზედა დიაპაზონი (ჰერცებში) 720 000 760 000 870 000 880 000 980 000 1 000 000 1 200 000

ციფრული მონაცემები აღებულია ბიოლოკაციური ეივ მეთოდით მიღებული კვლევიდან. წყარო  http://cah.forum24.ru


კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან  შეთანხმების გარეშე.  საავტორო უფლებას იცავს კანონი.

Protected by Copyscape Web Copyright Protection