ადამიანის აურა და ფიზიოგნომიკა

დიაგნოსტიკა სახის მიხედვით 

  პირველი მცდელობა ადამიანის სახეზე გარეგანი ნიშნების დახმარებით წაეკითხათ შინაგანი საიდუმლეობანი, იყო ძველ ჩინეთი. ისინი სახეზე ნაკვთების და კანის საშუალებით საზღვრამდნენ ადამიანის დაავადებებს, პიროვნების ფსიქიკურ და ბიოენერგეტიკულ ინფორმაციას. (”სიან-მინს”). რაც ნიშნავს ”წაკითხვას სახის საშუალებით". ეს წარმოადგენდა საიდუმლეობას და ამიტომ ჩინელი ოსტატები ამ ცოდნას გადასცემდნენ მხოლოდ განსაკუთრებულ შეგირდებს. ისინი სახეზე კითხულობდნენ ინფორმაციებს დაავადებების, ფსიქიკურ მდგომარეობის, ცხოვრების გზის მიმართულებების და ბედის შესახებ.ადამიანის სახე აირეკლავს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემების და თანდაყოლილ სუსტ ენერგო ინფორმაციულ ჯაჭვს. ნიშნებს სახეზე შეუძლიათ გამოავლინონ ის ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პიროვნებამ ცხოვრების განმავლობაში.ეს როგორ წესი, დაკავშირებულია დაავადებებთან, მის სხვა პრობლემებთან და დასტურია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე მათი მორალურ-ფსიქიკური გადახრების.]სახის ნაკვთებს გააჩნიათ პირდაპირი კავშირი შინაგან ორგანოებთან, ბიოენერგეტიკულ და ფსიქო-ნერვული კომპონენტებთან. სახის ნაკვთების და კანის მდგომარეობის განსაკუთრებულობის შესწავლა, ეხმარება სპეციალისტებს ჯანმრთელობის დიაგნოზირებაში. ამიტომაც აიუვერდაში დღესაც გამოიყენება ”ხუთი სარკის” მეთოდი. სადაც სარკეზე აისახება ადამიანის ჯანმრთელობის და მისი ფსიქოლოგიური კომპონენტების მდგომარეობა.

თვალები - კანი  - ენა - ყურები - პულსი

ჩინელი და იაპონელი ფიზიონომისტები სახეს ყოფენ სამ ზონად,”სან-დინ”- ის სახელწოდებით. ეს ზონებია:ზემო ზონა - ანუ შუბლის ზონას მიასადაგებენ სითბოს და სიცხის ენერგიას. შუბლის კარგად განვითარებისას მახასიათებელია მხიარული ხასიათი. ის ასხივებს სიხარულს, რადგანაც ეს ემოცია უკავშირდება სითბოს - ეს ზონა აირეკლავს ფიზიკური სხეულის და სულიერების მდგომარეობასშუა ზონა  - მანიშნებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის. მარცხენა მხარე, მარცხენა ლოყას - აკუთნებენ ქარის ენერგიას. ღვიძლს. ხოლო მარჯვენა მხარე, მარჯვენა ლოყა სიცივის ენერგიას, მასზე აისახება თირკმელების, შარდის ბუშტის და სასქესო ორგანოების ენერგია. .ქვედა ზონა (ზემო ტუჩიდან  ნიკაპის ჩათვლით) გამოხატავს ადამიანის ხასიათს. სამივე ზონა უნდა იყოს თანაბარი და გაწონასწორებული ერთმანეთან. ზემო ზონას უკავია მდგომარეობა შუბლის ზემო ნაწილიდან, თმების ამოსვლის ხაზიდან  წარბებამდე. ის მანიშნებელია ადამიანის მენტალიტეტის და მოიცავს ცხოვრებას 15 დან 30 წლამდე. და 64 დან 93 წლამდე. შუა ზონაა წარბებიდან ცხვირის წვეტამდე. მასზე გამოსახულია ყველა ცხოვრებისეული პერიპეტიები  35-დან 50 წლამდე. ასევე სიცოცხლის სხვა პერიოდებიც. 1დან - 7-მდე; 8 დან -14 -მდე; 80 დან 83 - მდე. და 94 დან 97-მდე.თუ შუა ზონა დისჰარმონიულია,ანუ უფრო მოკლე ვიდრე დანარჩენი ორი მანიშნებელია პიროვნების სიცოცხლის მოკლე პერიოიდულობის. თუ, შუა ზონაში არ ფიქსირდება მეჭეჭები, პაპილომები, შრამები, ხშირი ცხიმგრივები, ლაქები, მანიშნებელია ხანგრძლივი ცხოვრებისთუ, ადამიანი ჯანმრთელია და აურა გაწონასწორებული ის ნათლად აისახება პიროვნების სახის ნაკვთებზე. ადამიანის აურის გაუწონასწორობლობა მჟღავნდება კანის ფერის შეცვლაში. ღრმა ნაოჭების წარმოქმნაში. სახის ზოგიერთი ნაკვთის გამოხატულობაში. მაგალითად თვალები და ტუჩები გადაჭარბებულად განიცდიან  ზრდას.

აურის დარღვევას შემდგომ მოყვება ორგანოთა ფუნქციონირების დასუსტება და კანის გარკვეულ ნაწილებში შესაძლებელია წარმოიქმნას შესაბამის გამონაყარი. სახის კანი არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი. ის რეაგირებს ადამიანის აურის და ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგალითად: ჩაკრების დისბალანსის შემთხვევებში ადამიანის ორგანიზში ადგილია აქვს ნაწლავების და თირკმელების პრობლემებს. კანი როგორც მთავარი გამოყოფის ორგანო იღებს თავისთავზე დამატებით მისიას - გამოიტანოს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები. ამ შემთხვევაში კანზე შეიძლება წარმოიქმნას ფერისმჭამელები, კანქვეშა ცხიმგროვა, სიმკრთალე, შეშუპება და ა.შ. სახის კონკრეტულ ნაწილში ჩადებულია სხვადასხვა შინაგან ორგანოების ფუნქციონირების პასუხისმგებლობა. ხოლო თითოეული დაავადება ტოვებს სახეზე მისთვის დამახასიათებელ ნაკვალებს.                          

   შინაგან ორგანოთა მოკლე პროექცია სახეზე გამოისახება შემდეგ ნაირად  1.შუბლი როგორც მთლიანობა – წვრილი ნაწლავი. 2.შუბლის პერიფერიული მონაკვეთი - სწორი ნაწლავი. 3.შუბლის ზემო ნაწილი - შარდის ბუშტი. 4.საფეთქლები ორივე მხრიდან – ელენთა. 5.თვალები – თირკმელები და საკვერცხეები ქალებში,სათესლე ჯირკვლები მამაკაცებში. 6.მარცხენა თვალი – ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი 7.მარჯვენა თვალი – ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.  8.მონაკვეთი წარბებს შორის – ღვიძლი. 9. ცხვირი ზედა ნაწილი – კუჭქვეშა ჯირკვალი.10. ცხვირის შუანაწილი – კუჭი11.ნესტოები – ბრონქები.12. ცხვირის წვერი – გული.13. ლოყები – ფილტვები  14.პირი – საჭმლის მონელების სისტემა.15.ზემო ტუჩი – კუჭი.16. ქვედა ტუჩის შიდა ნაწილი წვრილი ნაწლავი. 17.ქვედა ტუჩის პერიფერიული ნაწილი – სწორი ნაწლავი.18.ტუჩების კუთხეები თორმეტგოჯა ნაწლავი.19.ნიკაპი – სასქესო ორგანოები.

შუბლის არე - წარმოადგენს ნაწლავების პროექციის ზონას. მისი ქვედა ნაწილი მიეკუთნება წვრილ ნაწლავს. ზემო ნაწილი სწორ ნაწლავს. შუბლის ნაწილი საიდანაც იწყება თმები მიეკუთნება შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის პროექციას. საფეთქლების ზონა - ნაღვლის ბუშტის პროექცია. მისი ფუნქციის დარღვევისას წარმოიქმნება შეწითლება და მუწუკების წარმოშობა, საფეთქლების ზონაში თავის ტკივილის ლოკალიზაციით. ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში სახის კანის გაყვითლების წარმოქმნაც. საფეთქლების არეში საფეთქლის არტერია, პერიოდულად სახის გაწითლებასთან ერთად მეტყველებს არტერიალური წნევის მკვეთრ მომატებას და შედეგად  შესაძლებელ ჰიპერტონიულ კრიზს. ჰორიზონტალური ნაოჭები შუბლზე და თვალების ქვემოთ დაკავშირებულია ორგანიზმში ზედმეტ სითხის რაოდენობასთან და მაჩვენებელია თირკმელებში პრობლემებთან. წარბებს შუა მონაკვეთი - ცხვირის ძგიდესთან ვერტიკალური ხაზი მარჯვენა მხრიდან უჩვენებს, რომ ემოციების თრგუნვა აისახება ღვიძლის ნორმალურ მუშაობაზე. ხოლო ვერტიკალური ხაზი მარცხენა მხარეს მიგვითითებს, რომ ელენთა ითხოვს დატვირთვების შემცირებას. თვალებს შუა ცხვირის ძგიდეზე ჰორიზონტალური ნაოჭები მეტყველებენ შეფერხებებს ნაწლავებში. ქალებში მენსტრუალური ციკლის პრობლემებზე. წარბების ტკივილი მასზე დაწოლის შემთხვევაში მაჩვენებელია გულის ფუნქციის დარღვევების.ფსიქოლოგიური ასპექტები - ხშირი მუქი ფერის ერთმანეთში ძგიდეზე შეზრდილი წარბები მანიშნებელია მძიმე ხასიათის და ადამიანის ლიდერის, რომელიც დამოუკიდებლად ყველასგან დგას თავის პრინციპზე. ხშირად ის გაუთვითცნობიერად ეწევა გარშემო მყოფებზე ზემოქმედებას. მუქი წითელი აურა. სადა და ნაკლებად გამომხატველი წარბები - ერთგულების. ისინი კარგი მეგობრები არიან. დიდი თმები წარბებზე - სიბრძნის და ხანდაზმული ცხოვრობის. წარბები შემოხაზული კარგად მთლიან კონტურზე - სიჭკვიანის და პასუხმგებელი ადამიანის. აგრეთვე დამახასიათებელია სიამაყე და ქედმაღლობა. თუ, მარჯვენა წარბი საფეთქელთან იხრება დაბლა - თქვენს წინაშეა კეთილშობილი და ამღიარებელი ადამიანი. მარცხენა მხარეს კი პატივსაცემი პიროვნება. ნაოჭი მარჯვენა წარბზე - იმედის მომცემობის ნიშანია, ხოლო მარცხენაზე ენთუზიაზმის.

 თვალები -  თვალები ხშირად აირეკლავენ როგორც პიროვნების ფსიქიკურ მდგომარეობას და ფიზიკური ხასიათის გადახვევებს. თვალის ფერი ერთ-ერთ ძირითადი მაჩვენებელია პიროვნების კონსტიტუციის ტიპის. ირიდოლოგიურ თეორიით თვალის ბუნებრივი ფერებია ყავისფერი, ცისფერი და მათი შენაზავი. მწვანე  ფერი ითვლება არა ბუნებრივ ფერად. მისი გენეტიკური ფუძეა ცისფერი. ხოლო მასში შერეული სიყვითლე, მაჩვენებელია, რომელიღაც შინაგანი ფუნქციის დარღვევის. ფერადის გარსის ბოჭკოვანი ფაქტურა ასევე აირეკლავს შინაგან ორგანოების განსაკუთრებულებებს. ირიდოლოგიაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ”ძაფები” რამდენად რბილად და თავისუფლად გადაწნულია ერმანეთში თვალის ფერად გარსის მონაკვეთ-სეგმენტებზე. თვალებზე სხვადასხვა ნიშნები - წერტილები, ლაქები, წრეები, ნახევარწრეები, მოგვითხრობენ ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვებზე.  ლაქების ფერები თეთრიდან-ყვითლამდე და ყავისფერიდან-შავამდე მიუთითებენ პრობლემების სიმძაფრეს.

 როდესაც გამოდიხართ თბილი შენობიდან ცივ არეში, თვალის ცრემლდენა მიუთითებს ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობას. უმიზეზოდ ცრემლის წამოსვლა ან მომეტებული ცრემლდენა მაჩვენებელია ღრმა ნევროზის ან ელენთის პათოლოგიის. ზოგჯერ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა გამოიხატება თვალის სკლერების გაწითლებაში და მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაში. თვალის სკლერების სიყვითლე ასევე მაჩვენებელია დაავადებული ღვიძლის. თვალი სიპრიალე და ფორმა გუგიდან თითქოს გადმოგდებამდე, კონსტანტირებაა ფარისებული ჯირკვლის დაავადების. სკლერების წითელი შეფერადებლობა - ეს სიგნალია ნერვული გამოფიტვის და ქრონიკული დაღლილობის. პატარა ფერადი გარსი მაჩვენებელია სახსრების სისუსტის. თეთრი წრე გარსის გარშემო -მიღებულია გადამეტებული მარილის ან შაქრის დოზას. საშუალო ასაკის ადამიანებში ეს შეიძლება იყოს სტრესის პირველადი პირობა. თუ თეთრი წრე ძალიან გამოირჩევა და ის ძალიან თეთრია (შუახნის ადამიანებში) მაჩვენებელია სახსრების დასუსტების. ისინი მალე დაიწყებენ გაბზარვას, გატეხვას და გამოიწვევენ შესაბამის ტკივილებს ან ართრიტს. მოყავისფრი-მუქი წერტილები ფერად გარსზე - ნაწლავები ვერ ითვისებენ რკინას. თვალების გარშემო ორგანიზმში თირკმელების პათოლოგიების არსებობაზე. ასევე შეშუპება, გაწითლება, გამუქება, ამ არეალში პაპილომის არსებობა ან მის მიმართ მიდრეკილება მაჩვენებელია ჩარჩენილი მოვლენების ან კისტოიდური წარმონაქმნების. თვალის არეში ცხიმგროვების წარმოქმნა უთითებს ჩარჩენილი მოვლენების არსებობას თირკმელებში, კენჭების ან ქვიშის სახით.(ფსიქოლოგიური ასპექტი) - დიდი თვალები მანიშნებელია ჭკუის, დახვეწილობის და არტისტიზმის.(თეთრი აურა). პატარა თვალებით -არიან ერთგული მეგობრები, მტკიცე მორალური და ცხოვრებისეული პრინციპით. ღრმად ჩამჯდარი თვალები პიროვნების რომანტიკული ნატურა.(იისფერი; ინდიგოს ფერი აურა) ბუდიდან წინ გამოწეული თვალები მოთამაშე ადამიანები, რომლების გრძნობენ სარგებელს. ისინი არასდროს ხელიდან არ გაუშვებს თავისას. წითელი ტიპის აურა. ფართოდ განთავსებული თვალები - რომანტიკული ნაზი ნატურაა. ითვლება რომ, დიდ თვალება ადამიანები ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად. მათ გააჩნიათ ცოცხალი ემოციები. რაც არ შეიძლება ითქვას პატარა თვალების მქონე ადამიანებზე. ფართოდ გადანაწილებული თვალები და ფართო ძგიდე, მიდრეკილებაა ტექნიკასთან მუშაობის. წამწამები - გრძელი მოღუნული ლამაზი გაფუებული წამწამები ფილტვების დაავადებების მანიშნებელია ანდა მიდრეკილების ფილტვები პათოლოგიების და ასთმისკენ. ძგიდე - კუჭის და კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობის გადახრების დროს მაჩვენებელი ზონა.

ცხვირი - წითელი ბორცვებიანი ცხვირი ალაგ-ალაგ სისხლძარღვების ვიზუალიზაციით მანიშნებელია გულის პათოლოგიების. თანმყოლი არტერიალური მაღალი წნევით. ხოლო დაბალი წნევა გამოიხატება ცხვირის მოლურჯო-მოწითალო შეფერილობით. ცხვირის ნესტოები წარმოადგენენ სუნთქვის სისტემის პროექციულ ზონას. კონკრეტულად ბრონქებს. ბრონქიტი შესაძლებელია აგრეთვე დავაფიქსიროთ ცხვირის გაწითლებით, მსხვილი პორების და მუწუკების წარმოქმნით. ზოგჯერ გულის დაავადებებიც აირეკლება ხოლმე ცხვირი წვერზე და მიუთითეს რომ, ამ მომენტში ორგანიზმში ფიქსირდება არითმიის მოვლენები. (ფსიქოლოგიური ასპექტები) ცხვირის კონფიგურაციის საშუალებით შესაძლებელია გამჭრიახობის და სისხარტის თვისებების დადგენა. ]ცნობისმოყვარე ცხვირის წვეტი ოდნავ აპრეხილი აქვთ. ასეთი ადამიანები იძლევიან ბევრ შეკითხვებს. ცდილობენ გამოძალონ სხვებს მათი საიდუმლოებები. ეჭვმიტანილ ადამიანებს ცხვირის წვეტი ოდნავ დაგრძელებული აქვთ თითქოს ზემოდან კიდია ქვემო ტუჩზე. ცხვირის ასეთი ფორმა მეტყველებს რომ, მფლობელი თავისუფლად ამოიცნობს სხვა ადამიანების

განზრახულობას და საქციელის მოტივაციას. ხასიათის დამალულობა შესაძლებელია განისაზღვროს ცხვირი ნესტოთა სიფართოვის მიხედვით. რაც უფრო ფართოა ცხვირი ამ ნაწილში, მით უფრო მის პატრონს აქვს უნარი რაიმე დამალოს გარშემო მყოფთათვის. კეხი - ადამიანის უნარის გადავიდეს თავდასხმაზე. ხოლო გამოხატული მკაფიოდ უნარი თავისუფლად შევიდნენ კონფლიქტში და გადავიდნენ  ჩხუბზედაც. ასეთი ცხვირის პატრონისგან არავის არ ექნება სიმშვიდე. მოკლე ცხვირი - გადაუწყვეტელობის და უნიათობის მაჩვენებელი.(ცისფერი ტიპის აურა). სწორი ცხვირი - პატიოსნობის და სამართლიანობის და მდგრადი გემოვნების ნიშანი. გრძელი ცხვირი გამჭოლი და მოაზროვნე ნატურა. (მწვანე ან ყვითელი აურა). პაჭუა (ნოღა) ცხვირი - სიცოცხლის მოყვარულების, მხოლოდ მსუბუქები სტარტზე და საიდუმლოს შენახვის უნარი ნაკლებად გააჩნიათ. არწივის ფორმის ცხვირი - სიამაყის, ქედმაღლობის, პატივმოყვარეობის და ძალაუფლების მოყვარულება. ცხვირი ”კარტოფილი” - სიკეთის და რბილი ხასიათის. გაორებული ცხვირის წვეტი - პირფერობის, ლაქუცის, მლიქვნელობის. ცხვირი პატარა კეხით - საკუთარ თავში დაურწმუნებულების, გადაწყვეტილებისას ორჭოფობის ნიშანი.

ლოყები -  ინფორმაცია ადამიანის ფილტვებში დარღვევების შესახებ. მარჯვენა ლოყა შეესაბამება მარჯვენა ფილტვს, ხოლო მარცხენა, შესაბამისად მარცხენა ფილტვს. ფილტვებში ორგანული დარღვევებისას აღინიშნება კანზე სისხლის კაპილარების დომინირება ანდა მდგრადი სიწითლის წარმოქმნა. ლოყის გამოწეულ ნაწილში მეორდება ფილტვის ფორმა. ზემო მონაკვეთზე. ფილტვის ზემო ნაწილი. ხოლო ქვემოთ, შესაბამისად ფილტვის ქვემო ნაწილის. ლოყაზე კაპილარული ქსელი სიგნალია მაღალი წნევის და ინსულტისკენ მიდრეკილების. (აპოპლექსიკური ტიპი). ვარდისფერ წითელი ლოყებისას და თუ, ამ დროს ტუჩები მოლურჯოა მანიშნებელია გულის მიტრალური მანკის. ხოლო ფერის შეცვლა ცხვირზე ან ლოყაზე მანიშნებელია რომ, ორგანიზმი თირკმელები კარგად ვერ ამუშავებს რკინას, ფოლის მჟავას. ხოლო საკვების მონელების არ არის ნორმის ფარგლებში. ზოგიერთი გულსისხლძარღვთა დარღვევები აღინიშნება მარცხენა ლოყის ზემო ნაწილში  წითელი ლაქების წარმოშობით. მარცხენა ლოყის ჩავარდნის (შეწევის) დროს შესაძლებელია ვიფიქროთ გულის დაავადებების არსებობაზე. ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისას შესაძლებელია შევნიშნოთ ყბების სახსრების ფუნქციების დაქვეითება. დაავადებების საწყის ეტაპზე ეს გამოიხატება პალპატორული კვლევისას, ტკივილით. მარცხენა ყბის სახსარი უთითებს ღვიძლის მარცხენა მხარის დაზიანებას, ხოლო მარჯვენა ღვიძლის მარჯვენა მონაკვეთის.

პირის ღრუტუჩებთან ერთად ასახავს კუჭის მდგომარეობას. მშრალი ტუჩები კუთხეებში ოდნავ დამსკდარი ნიშანია გასტრიტის ან კუჭის წყლულის. პირთან, პირის გარშემო ხაზზე პროექცირდება სწორი ნაწლავი. ადამიანს რომელსაც მკვრივად აქვს დაკეტილი პირი ხშირად განიცდის ნაწლავების სპაზმებს. (იხ. დიაგნოსტიკა კბილების მიხედვით).

 ტუჩები - ტუჩების მონაკვეთები პროექცირებენ საჭმლის მონელების სისტემას.ზემო ტუჩის ზემო ნაწილი კუჭის ზედა ნაწილს. ზედა ტუჩის შუა ნაწილი კუჭის შუა ნაწილს, ხოლო ზედა ტუჩის ქვედა ნაწილი თორმეტგოჯა ნაწლავს. ქვედა ტუჩი - მეტყველებს ნაწლავების მდგომარეობაზე. შეშუპებული ტუჩები მაჩვენებელია - საჭმლის მონელების ტრაქტი გაწელილია. ქვედა ტუჩის გარედან ოდნავ გაბერილობა - ყაბზობისკენ მიდრეკილება. ტუჩებზე ლაქების და პატარა ჭრილობების წარმოშობა- ყაბზობა, ან წყლული საჭმლის მონელების სისტემაში. ფერმკრთალი ტუჩები - სისხლი მიმოქცევის სისუსტე და ნაწლავებში ცუდი შეწოვადობა. სიმშრალე და კანკალი - ნერვიულობა, შიში, გაუწყლოება. ასევე ფერკმთალია ტუჩები ანემიის დროს. ყავისფერ-შავი ფერით შეფერადებული ტუჩები - თამბაქოს ქრონიკულ მოწევა. ტუჩების ზედაპირზე მრავალჯერადი ანთებითი მონაკვეთების წარმოქმნა - სირსველება. ხოლო ღია-ყავისფერი გამონაყარი ტუჩებზე - ცუდი მონელება, ანდა სწორ ნაწლავში ჭიების არსებობა. ტუჩების მოყვითალო ფერი სიყვითლის დაავადება. ლურჯი ფერი - ჟანგბადის უკმარისობა ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ტუჩების მონაკვეთების არაერთგვაროვანი შეფერადებლობა მიუთითებს შესაბამის ორგანოების დეფექტებს.

ცხვირ-ტუჩების - შუა ჭრილში პროეცირებულია შარდ სადენები. ისინი იწყებიან მიახლოებით ცრელმსადენი არხიდან და თავდებიან ნიკაპის ქვედა ნაწილში. შარდის ბუშტის პროექციის ზონის რაიონში. გულის და სისხლძარღვთა მიმოქცევის ორგანოებზე გადამეტებული დატვირთვის ერთერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენს ღრმა და დაგრძელებული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. ამ ზონის სილურჯეც ასევე საშიში ნიშანია ორივე მხრიდან. ის გვაფთხილებს ინფაქტის წინა მდგომარეობას, გულის უკმარისობას და გულის ძგიდის შესაძლებელ დეფექტებს. აგრეთვე ნიკაპის და ქვედა ტუჩის შორის განლაგებულ კანის ზონის მგრძნობელობის დაქვეითება, თითქმის მისული ანემიამდე მანიშნებელია მიოკარდის ინფაქტის. ტუჩსა და ცხვირს შორის წარმოქმნილია ღრმა ნაოჭი, გულის სარქველების დეფექტია.(ფსიქოლოგიური ასპექტი) - ეჭვიანი პიროვნება იყიდება, ქვედა ტუჩის დახრილი გამობერილი ფორმით. ხოლო თვით შეფასებაზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ კუნთით, რომელიც ამოძრავებს ზედა ტუჩს და გამოიწვევს ზოგად გაფუებას ან ტუჩის შუაში შეკუმშვას. ზედა ტუჩის მოღუნულობა პირდაპირ ცხვირთან საკუთარი სახლის, სიმყუდროვის და კომფორტის მიმართ სიყვარულის ნიშანია. ცისფერი ტიპის აურა. ჭრილის სიღრმე მახასიათებელია უნარის იპოვოს, შექმნას და მოაწყოს საკუთარი კერია. ფართო პირი წვრილი ტუჩებით - სულის სიძლიერეა, ენერგიულობა, ამაყობა და მტკიცე გადაწყვეტილებათა მიღების უნარი. ნახევარმთვარის ფორმის ტუჩები ამჟღავნებს იუმორისტებს და მასის მიერ შეყვარებულ პიროვნებებს.ყვითელ-ნარინჯის ფერების ტიპის აურა). შვილდის ფორმის ტუჩები - მუდმივ უკმაყოფილებას საკუთარ თავსა და საერთოდ ყველაზე. პატარა პირი წვრილი ტუჩებით - ძალიან კრიტიკული ნატურაა, მუდმივად მდგარი თავის პრინციპზე. სავსე ტუჩები - მგრძნობიარე ნატურები, რომანტიკოსები (ინდიგოს და ლავანდის ფერის აურები) მაგრამ სიყვარულში მსუბუქად მოაზროვნენი.

ნიკაპი -აისახება რეპროდუქციული სისტემების მდგომარეობა. ქალებში მუწუკების ან სიწითლის წარმოქმნა მიუთითებს საკვერცხეებში დარღვევებს. მამაკაცებში პროსტატიტს და მის განვითარებას. ეს ზონა მაჩვენებელია მცირე მენჯის მიდამოებში დარღვევების. (ფსიქოლოგიური ასპექტი) - გამოწეული ნიკაპი, შუაში ორმოთი სურვილს იყოს საყვარელი პიროვნება. ასეთი ნიკაპი სახეს ყოველთვის აძლევს დელიკატურობას. სურვილს უყვარდეს თვითონ, ვიდრე სხვას ის. ოდნავ ვიწრო, კვადრატულ ნიკაპი დამახასიათებელია ქალთა სქესისთვის. ასეთნს შეუძლიათ გათხოვდნენ მორიდებულ და ღარიბ ადამიანებზეც, ოღონდ მათში მუდმივად შეყვარებულებში. (მწვანე ფერის აურა).ფართო კვადრატული ნიკაპი მამაკაცებში - ეჭვიანობა, ეშმაკობა, არა სანდოობა. ორმო ნიკაპზე ძლიერი ტემპერამენტი და სექსუალურობა. პიროვნება ასეთი ნიკაპით მუდმივი ბავშვია და ყოველთვის ქაჩავს ცელქობა. ზოგჯერ ამ ქცევით ის აბიჯებს ძალიან ღრმად. წვეტიანი ნიკაპი მანიშნებელია არამდგრადი ჯანმრთელობა. მრგვალი ნიკაპი - პიროვნება მოსწყენია და ყოველთვის თავის თავშია ჩაკეტილი.

 

ყურები - (ფსიქოლოგიური ასპექტი) წვეტიანი ყურები - მანიშნებელია არა მდგრადობის და ხასიათის ცვალებადობის. დიდი ყურები ეს არის მგრძნობიარობის და კეთილ სულიერების მომასწავებელი.(თეთრი აურის ტიპი) გრძელი ბიბილო - მაჩვენებელია სიბრძნის. ადამიანი ასეთი ყურებით იცხოვრებს დიდ ხანს. მცირედ გამოხატული ბიბილო სიანჩხლის მაჩვენებელია.

თმები - (ფსიქოლოგიური ასპექტი)მძიმე ხშირი თმები მაჩვენებელია ცხელი ტემპერამენტის და მზადყოფნის კამათან, წყენინებასთან. თმების სიუხვე პატარა ბავშვებში მამტკიცებელია ტემპერამენტის ძალის და მელანქოლიისაკენ გადახრის. მუქი ხვეული თმა მერტყველებს მისი პატრონის შინაგან სიფიცხეზე. ხოლო სხვადასხვა მხარეს გადაწეუილი,თითქოს მას არ ვარცხნიდნენ მაჩვენებელია გულგრილობის. რბილი, სადა და თანაბარი თმები დაკავშირებულია მოლაპარაკე და დამჯერ ნატურასთან. ასეთი ადამიანი არ არის ცუდის დამამახსოვრებელი და ის ყოველთვის ცდილობს გაუგოს მეორეს, არის ზრდილობიანი და კარგად აღზდილი. მტვრევადი და  მყიფე თმები როგორც წესი გააჩნიათ ადამიანებს ასევე მყიფე კონსტიტუციით. 

                    პრაქტიკით დამტკიცებული სხვადასხვა  დაავადებების  გარეგანი  გამოვლინებები

1. ამიმიკური, ნიღაბის მსგავსე სახე-მიმიკა არ შეესაბამება გარშემო მოვლენებს - ნიშანია მძიმე ფსიქიკური დაავადების. (შიზოფერენია) 2.ნაოჭებიანი სახე -ახალგაზრდა ადამიანსაც - ენდოკრინული დარღვევები  3. სახის მკვრივი კანი – ჯანმრთელობი მანიშნებელი. ხოლო მოდუნებული, მოშვებული კანი მეტყველებს კანის ნაადრევ სიბერეზე.ეს ხდება კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებებისას სას. 4. სახის ზოგადი შეშუპება – მაჩვენებელია ავადმყოფი გულის. 5.სახის მიწის ფერი - ”ჩამოშვებული' სახე – ნიშანია სიმსივნური დაავადებების. ხოლო ნათელი ლაქური პიგმენტაცია ქალების სახეზე არის ორსულობის ნიშანი. შემთხვევებში როდესაც წარმოიქმნება მოყავისფრო-მოყვითალო პიგმენტური ლაქები სახეზე მეტყველებს თირკმელების პათოლოგიაზე. 6.სახის მოლურჯო სიმკრთალე – ანემიის სიმპტომი ან ფილტვის პათოლოგია .7. ცვირისებული სიმკრთალე – ტუბერკულიოზის ნიშანი  8. მსხვრევადი თმები – ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის უკმარისობა. 9. ცხიმოვანი, ჩამოკიდებული თმები – ენდოკრინული პრობლემების ნიშანი, ნაწლავების და კუჭის დაავადებები.

10. ყმაწვილობის საკმაოდ ადრეული პერიოდისთვის კორონალური სისხძარღვთა დარღვევის ირიბ სიმპტომს წარმოადგენს ნაადრევი თმების გათეთრება.11. ადამიანის პირველად ნახვის დროს გულის დაავადებათა ან მის მიმართ ადამიანის მიდრეკილების პირველად სიმპტომის მაჩვენებელია მოკლე კისერი. ამის გარდა მოკლე კისერის მატარებელ ადამიანისთვის, სრულიად რეალურია ტვინის სისხძარღვების ნაადრევი სკლეროზის საშიშროება.12. სისხლძარვებში დარღვევებისთვის ასევე დამახასიათებელია ყურის ნიჟარების სიმკრთალე, სპეციფიკური ცვირისებული შეფერადებლობა. 

 მართალია მეცნიერებას ” წავიკითხოთ ადამიანი სახის ნაკვთებით” [სიან-მინს] გააჩნია ათასწლეული ისტორია, მაგრამ ადამიანს რომ დაესვას ზუსტი დიაგნოზი, რა თქმა უნდა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა ფაქტორების შეწყმა და დამარწმუნებელი დიაგნოსტიკურ სამკურნალო გამოცდილება. 

 

კოპირება აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.

Protected by Copyscape Plagiarism Finder