სინესთეზია

სინესთეზია - ბერძნული  συναίσθησις— ერთდროული შეგრძნება, ერთიანი შეგრძნება

  სინესთეზია - გრძნობათა უნებური კავშირი. ფენომენი, როდესაც მგრძნობელობის ერთი ორგანოს გაღიზიანების დროს წარმოიქმნილ შეგრძნებებს დაყვება ერთდროულად სხვა მგრძნობელობის ორგანოთა გაერთიანებული საპასუხო რეაქციები. ეს დამატებით შეგრძნებები არის რა უნებიერი, აღიქმება სინეზთეტისგან როგორც გარე სამყაროს განუყოფელი რეალური ნაწილი. განსხვავებით იმის, რაც  წარმოიქმნება მის ფიქრებში. სინეზთეთის გონებაში ეს შეგრძნება ხშირად განთავსებულია სხეულის გარეთ. თანამედროვე მკვლევარები ამ ფენომენს პირველი ექვსი მგრძნობელობის უნარის შემდეგ (მხედველობა, სმენა ,ყნოსვა, შეხება, გემოვნება, ინტუიცია) აგრეთვე უწოდებენ მე-7 გრძნობას.

  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სინეზთეთიკური საზოგადოებების მიხედვით ადამიანებში ამ მოვლენის არსებობის განსხვავებული სტატისტიკური მონაცემები არსებობს. მაგალითად აშშ-ს სინესთეთიკური საზოგადოების მიხედვით ეს ფენომენი ყოველ 30 000 ადამიანში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, ხოლო ანალოგიურ იაპონური საზოგადოების მონაცემთა მიხედვით ეს მოვლენა გავრცელებულია ყოველ 50 000 ადამიანში ერთზე. 

 სინესთეზია გამოირჩევა კიდევ სხვა განსაკუთრებულობით, რომელიც მას განასხვავებს შემოქმედებითი ფანტაზიების ნაყოფის ანდა მაღალფარდოვანი პოეზიისაგან. მისი ხატოვნების სიცოცხლის უნარიანობა და რეალობა უქმნიან პიროვნებებს ჩვეულებრივი გრძნობების ფონზე კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას. თუ, ლოგიკურად ვიმსჯელეთ სინესთეზია არ უნდა იყოს ადამიანის ტვინის მოღვაწეობის პროდუქტი. ვინაიდან ტვინი ევოლუციონირებს თავისი ფუნქციების ანატომიურ გაყოფაზე.

  სინესთეზია არ წარმოადგენს შეგრძნებების დარღვევას. ეს მოვლენა ამა, თუ იმ ფორმაში გვხდება თითქმის ყველასთან ბავშვობის პერიოდში. სინესთეზიის მოვლენები უპირველესად განსხვავდებიან დამატებითი შეგრძნებების ფორმებით მხედველობითი, სმენითი, გემოვნური, შეგრძნებითი და სხვა....

სინესთეზია შეიძლება წარმოიშვას არჩევითობით, მხოლოდ გარკვეულ შთაბეჭდილებებზე, ანდა ვრცელდება ყველა ამა,თუ იმ ხატოვნების შეგრძნებებზე. სინესთეზიის დამახასიათებელ მაგალითს წარმოადგენს მუსიკის აღქმა ზოგიერთ კომპოზიტორების მიერ. სადაც მუსიკალური ტონები მათ წარმოდგენაში აღიქმება გარკვეულ ფერებში. სინესთეზიის მოვლენები ზოგიერთ ადამიანებში დაკავშირებულია ციფრების, დღეების კვირების და ა.შ. ”შეფერადებულად” შეგრძნებებთა წარმოსახვაში.

 

ვლადიმირ   ნაბოკოვი  ფერენც ლისტი   იან სიბერიუსი   ეიჰენ ბლეიერი    ნენსი ენ ტეპი    ვანო  ყაზბეგი ადამიანები სინესთეტის თვალით

 ასევე ცნობილია რომ, სინესთეზიის მოვლენა გადადის შთამომავლობაში და ამ დროს შესაძლებელია ისიც, რომ ერთიდა იმავე ოჯახში იყოს ორი ან რამოდენიმე სინესთეტი. მაგალითად ცნობილ რუს მწერალს სინეზთეტს ვ.ნაბოკოვს დედა, მეუღლე და შვილი ყავდა ამ მე-7 გრძნობის მატარებლები. შვეიცარელი ფსიქიატრი ეიჰენ ბლეილერი რომელმაც მსოფლიო მეცნიერებას დაუტოვა”შიზოფრენიის” და ”აუტიზმის” მცნებები,  წარმოადგენდა სინეზთეტს, რომელსაც განვითარებული ჰქონდა გრაფო-ფერადოვანი (ასოების ხედვა ფერებში) სინესთეზიის ფორმა. მსოფლიოს ცნობილი პიროვნებებიდან სინეზთეტებს წარმოადგენდნენ კომპოზიტორები ფერენც ლისტი და იან სიბერიუსი. ზოგადად სინესტეტები  ჩვეულებრივი ადამიანებისგან არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტუალობით, სუსტები არიან მათემატიკაში. აქვთ ცუდი ორიენტაციის უნარი და უმეტესობას გააჩნიათ მანიაკალური ლტოლვა წესრიგის და სიმეტრიისკენ. მეხსიერება მათ არა ზუსტი აქვთ. მაგალითად სინესტეტისგან მოსალოდნელია რომ, მოისმინოთ შემდეგი ფრაზა ”არ მახსოვს ამ ქუჩის დასახელება მაგრამ ნამდვილად ნარინჯისფერია”.

  ბოლო მონაცემების მიხედვით აგრეთვე არსებობს ამ ფენომენის განსხვავებული ფორმებიც. რომლებიც თავისი უნიკალურობით განსხვავდებიან ტიპიურ სინეზთეტური ფორმებისგან. აქვე აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ, განსაკუთრებით მაღალი მგძნობელობით და ექსტრასენსორული უნარით დაჯილდოებული ადამიანების, არა უმცირესი ნაწილი წარმოადგენენ სინეზთეტებს. ამის ნათელ მაგალითია ამერიკელი ფსიქოლოგი და მკვლევარი, ავტორი ტერმინის ”ინდიგო ბაშვები” , სინეზთეტი ნენსი ენ ტეპი.

 გრანადის უნივერსიტეტის მკვლევარების (ესპანეთი) მიერ შემოთავაზებული იქნა ახალი მეცნიერული ახსნა სინესთეზიის მოვლენის დამოკიდებულება ადამიანის აურის ფენომენთან დაკავშირებით. ესპანელ მეცნიერთა აზრით მკურნალები და ექსტრასენსორული ნიჭის მქონე ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ დაინახონ აურა, არიან განსაკუთრებული ნეიროფსიქოლოგიური უნარებით ეგრეთწოდებული სინესთეზიით დაჯილდოებული პიროვნებები. ეს უკანასკნელი მიმდინარეობს ტვინის აქტიური ნაწილების ურთიერთკავშირებით. რომლებიც პასუხისმგებლები არიან სტიმულების დამუშავებაში. ამ უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიის განყოფილების პროფესორებმა ოსკარ იბორამ და ლუის პასტორმა პირველად მსოფლიოში შემოგვთავაზეს მეცნიერული ახსნა აურის სხვადასხვა ფეროვანი ენერგეტიკული არსებობის ჰიპოტეზის. რომელიც გარშემო აკრავს სხეულს და რომელსაც ვერ ხედავს ჩვეულებრივი ადამიანი.

სწავლულები აღნიშნავენ რომ, მართალია უმრავლესობას მკურნალების არ არიან სინესთეტები, მაგრამ მათ შორის არც, თუ ისე მცირე რაოდენობას გააჩნია ეს სინდრომი. მეცნიერები თვლიან რომ, ამას ყველაფერს მივყავართ ტვინის განსაკუთრებულობის მეცნიერულ ახსნამდე. მათ საკუთარი კვლევებისთვის აიღეს ინტევიუ ზოგიერთ სინესთეზიის სინდრომის მქონე ადამიანებისაგან. მაგალითად მოყვანილია, გრანადაში მცხოვრებ მკურნალ ესტებანა სანჩეს კასას პიროვნება, რომელიც წარმოადგენს სინესთეზიის მაგალითს ”სახე-ფერი” - ანუ მის ტვინის ის ზონა რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სახის ამოცნობასთან, ასოცირდება ფერთა განსაზღვრის ზონებთან. ამიტომაც ის თითოეულ ადამიანს ადარებს გარკვეულ ფერთან. ასევე მას გააჩნია სინესთეზიის” სარკისებული აღქმის” უნარიც. ანუ, როდესაც ის უყურებს ადამიანს, რომელსაც იმ მომენტში გააჩნია რაიმე ტკივილი, მკურნალი გრძნობს იმავე ტკივილს. ასევე ის ფლობს ემპატიის მაღალ დონეს. კერძოდ თვისებას იგრძნოს ის რასაც გრძნობს მისი პაციენტი. გამომდინარე ამ უნარებიდან მას გაუნვითარდა განსაკუთრებული ემოციური აღქმა, რაც საბოლოოდ იწვევს ადამიანების მის მიმართ ნდობის შთაგონების უნარს.

  საბოლოოდ ”სინესთეზია” დღეისათვის არის უფრო მეტი შეკითხვები, ვიდრე პასუხები. ვინაიდან სინესთეტების უმრავლესობის შთაბეჭდილებები ხშირად ერთი და იგივე საგანზე ფერების და ბგერების აღქმის მიხედვით განსხვავებულია და ფენომენის უდიდესი ნაწილი დარჩენილია ამოუხსნელი.

Aur  videos on You Tube

 

Protected by Copyscape Web Copyright Protection Анализ сайтов, проверка тиц, pr

საიტიდან მასალების კოპირების აკრძალულია ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად. საავტორო უფლებებს იცავს კანონი.