აურის კვლევის მეთოდები

    დღეისათვის მსოფლიო პრაქტიკაში აურის გამოსაკვლევად გამოიყენება 20-მდე ტიპის სხვადასხვა ხელსაწყოები. სადაც გამოყენებულია ადამიანის ველის სხვადასხვა ფიზიკური ასპექტები. მათ შორის შედარებით ყველაზე მეტად შეიძლება გამოვყოთ 5 სახეობის ხელსაწყოები, სადაც გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

1.ელექტროსკანირების მეთოდი (Electro Scanning Method-ESM); 2.პოლიკონტრასტული ინტერფერენციული ფოტოგრაფირების მეთოდი (Polycontrast Interference Photography-PIP);  3.ციფრული მეთოდები - კირლიანის ეფექტზე დაყრდნობით (საბოლოო მისი მოდიფიცირება კროუნოსკოპია (Сrownscopy) მისი შედარებით ძველი ვარიანტია აირ განმუხტავი ვიზუალიზაცია; 4.რეზონირებული ველის ვიზუალიზაცია (Resonant Field Imaging-RFI); 5.უკუ ბიოლოგიურ კავშირის პრინციპზე დამყარებული სისტემები (Biofeedback)

   1. ელექტროსკანირების მეთოდი (Electro Scanning Method (ESM)

  მეთოდი გულისხმობს პაციენტზე მაღალ სიხშირის პულსაციის გამოყენების საშუალებით, ( რომელთანაც ის პირდაპირ შეხებაშია) მის გარშემო წარმოქმნილ რეზონირებული ველის ელექტრომაგნიტური ძალის ცვალებადობის რეგისტრაციას. რეზონირებულ ველში გადახრა ინდენტიფიცირდება სტანდარტული ბგერითი მზომით (Radioshack), რომელიც იძლევა ძალის გაზომვას (ამპლიდუდას) ფარდობითად კონტროლთან. (მხრის მხარეზე). ამ მიზნებისათვის ანგარიშები დგება შვიდი რეპერული წერტილიდან, რომელიც შეესაბამება კლასიკურ ჩაკრებს. ანუ სხეულის შვიდ ძირითად ენდოკრინულ ჯირკვალს. მისი გამომგონებელის გარი ოლდფრიდის თანახმად, ამ ზონების ენერგეტიკული მდგომარეობის ჯამი წარმოადგენს სხეულის და ორგანოების მდგომარეობის კარგ ენერგეტიკულ ინდიკატორს. მაგალითად  წარბებს შუა ცენტრის ამ მეთოდით გაზომვებმა შესაძლებელია მოგვცეს მხედველობის და ტვინის ზოგიერთი მონაკვეთების ჯანმრთელობის მაჩვენებლების კარგი ინდენტიფიკაცია. დადებითი გამოთვლები ხშირად შეესაბამება კვლევის ობიექტის მომატებულ აგზნებებს და წარმოადგენს ამ არეში მწვავე ტკივილის ან სტრესის ინდიკატორს. ხოლო, მეორე მხრიდან უარყოფითი გამოთვლები დიდი ალბათობით არის ენერგიის დაბალი დონის მახასიათებელი და წარსულში შესაძლებელი ქრონიკული დისფუნქციის მაჩვენებელი ინდიკატორი.   http://www.electrocrystal.com

2.პოლიკონტრასტული ინტერფერენციული ფოტოგრაფირების მეთოდი  (Polycontrast  Interference Photography) (PIP)

  ეს მეთოდი დაფუძნებულია სინათლის სკანირებაზე – საკვლევი ობიექტის ენერგეტიკულ ველს და მის გარშემო მყოფი სინათლის ურთიერთმოქმედებაზე. აქ აურა წარმოდგენილია ირიბად, გარშემო სინათლის მოქმედებაზე. ინფორმაციის გამომჟღავნება ხდება სინათლის ინტენსივობის ხარჯზედ, რომელიც კოდირებულია PIP კომპიუტერული პროგრამირებით და განისაზღვრება სპეციფიკური შეფერადებლობით. ეს სისტემა ეფუძნება სინათლის შთანთქმის და არეკვლის ანალიზს. ამ სისტემის შემქმნელების აზრით ფოტონების ურთიერთქმედების ციფრული განსხვავება დამოკიდებულია სხეულის გარშემო მყოფი ველის აქტიურობაზე. რომელიც შესაბამისად განპიროვნებულია ფიზიკური ველის მდგომარეობით (Solomon, 1998). ამ რეაქციის შედეგად მიღებული ინტენსიობა ასევე იცვლება და ეს კოდირებულია შესაბამის ფერის მეშვეობით.

 კლასიკურ ფიზიკაში არსებობს ორი მექანიზმი, რის საფუძველზეც ელექტრული და მაგნიტური ველები ცვლიან ფოტონების მდგომარეობას. ფარადეის ეფექტს მოყვება მაგნიტურ ველში სინათლის პოლარიზაციის როტაცია. ასევე კერის ეფექტის დროსაც ხდება სითხეებში როტაცია, ელექტრული ველის პირობებში.   
 სრულიად გასაგებიცაა, რომ ნებისმიერი ფოტონების მოძრაობა ორგანიზმის ქსოვილებში (პიეზოელექტროობა) იმოქმედებს ველის ელექტრულ და მაგნიტურ კომპონენტებზე, მათ შიგნით და მოძრაობის მოქმედების არეში. სხეულის კომუნიკაციური სისტემების ნებისმიერი ინფორმაციის ასიმეტრია მიიღება როგორც მის გარშემო მყოფი ფოტონების რეაქციის ურთიერთქმედების ინდიკაცია.
 ამ მეთოდის მთლიანი ჰიპოტეზა მდგომარეობს იმაში, რომ PIP ცვლილებები წარმოიქმნება სხეულის მიერ სინათლის შთანთქმის და არეკვლის გამო და დამოკიდებულია სხეულის კერძო მოთხოვნილებაზე (ჯამრთელობაზე).
  http://www.item-bioenergy.com

3. რეზონირებული ველის ვიზუალიზაცია  Resonant Field Imaging (RFI)

  რეზონირებული ველის ვიზუალიზაცია (RFI) წარმოადგენს სიხშირეთა ანალიზს პროგრამულ უზრუნველყოფასთან კავშირში. სიხშირეები განისაზღვრება სიხშირის მთვლელ (ACECO, model FC1003) მიერ. მიღებულ ინფორმაციას პროგრამული უზრუნველყოფა ინტერპრეტაციას უკეთებს ფერების სახით. რომელიც ავტორთა მიხედვით, შეესაბამება სხეულის ბიოენერგეტიკას და დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. RFI ავტორების თანახმად, ფიზიოლოგიური პროცესებს, უჯრედების აქტიობას, ნერვულ გამტარიანობას და მასთან დაკავშირებული ელექტრულ აქტივობას გენერირებენ ელექტრული ველები. ხოლო დისფუნქციებს აქვთ ტენდენციები  მარეგისტრირებელ ველების ძალის შემცირების. არსებობს აგრეთვე გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად ზოგიერთ პათოლოგიებს რომლებიც დაკავშირებული არიან სხვადასხვა დაავადებებთან და გააჩნიათ სპეციფიკური სიხშირეები, შეუძლიათ გააძლიერონ ზოგიერთ ნაწილში ველის ძალა. ასევე ველის გაზრდა შესაძლებელია უკავშირდება ორგანიზმის ანთებით პროცესებს, იქ სადაც ის დაკავშირებულია იმუნურ გამოხმაურებაზე. სისტემაში გამოყენებულ სიხშირის მთვლელს გააჩნია უნარი დაარეგისტრიროს ფართო დიაპაზონის სიხშირეები (1მგც-1გგც), მაგრამ RFI ანაწილებს ამ დიაპაზონს მხოლოდ 16 ინტერვალზე. თითოეულს, რომელიც შეესაბამება საკუთარ ფერს.  

 ფერის სტატუსი განსაზღვრისათვის ავტორების მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა წითელს და ასევე შვინდის, ნარინჯის, ყვითელს და შავის ჩათვლით. მიაკუთნეს ძირითადი ფერის სტატუსი. რომელიც უჩვენებდა დისბალანს. (თუ არ იყო ფიზიოლოგიური ანომალიების სიმპტომები). ეს სპეციფიკური დასაკვირებელი ფერები არის ამ მეთოდის შესწავლის საგანი. დანარჩენი ფერებით აღწერენ შემთხვევებს რომელიც პრაქტიკულად შეესაბამება ჯამრთელ ადამიანებს. წითელი ფერი ასე, თუ ისე მაინც ესადაგება ფიზიკურ პრობლემებს. შავი,თუ გამოჩნდება დროებით შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პრობლემებთან. მაგრამ თუ სურათი მეორედება გადაბმულად, მაშინ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ქრონიკულ დაავადებასთან. ნარინჯისფერი შეიძლება ნიშნავდეს პრობლემას, მაგრამ გამოჯანმრთელების გადასვლას ერთი ფორმიდან მეორეში. ყვითელი ზოგადად შეესაბამება ჯანმრთელს, მაგრამ ასევე აღინიშნება კუნთ-ნერვოვანი დეგენერატიული დაავადებებით. ასევე შეიძლება მივაკუთნოთ შვინდის ფერიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის უფრო კორელირდება დაავადებებთან. თუ ის ჩნდება შედარებით დიდ ხანს, მაშინ ის უკვე მიზეზია გარკვეული დაავადებების. თეთრი ფერი ბიოენერგიის სტატიკური განმუხტვაა და შეესაბამება ემოციურ განმუხტვას.   
 სხვა აურის მარეგისტრირებელ სისტემებთან შედარებით ამ მეთოდის მიხედვით იგულისხმობა, რა ენერგეტიკულ ველების გაზომვას, დისბალანსი შედარების უნარით, ეს ფერები გამოიყენება როგორც დისბალანსის ინდიკატორები.
http://brain-equanimity.com/RFI.html

 4. კროუნოსკოპიის მეთოდი  (Сrownscopy)

კროუნოსკოპია - ეს არის ადამიანის აურის ფსიქოფიზიოლოგიური და ენერგეტიკული მდგომარეობის კორექციის და ვიზუალიზაციის მეთოდი. კროუნოსკოპია ტარდება კროუნოსკოპიის ხელსაწყოს და მასთან სპეციალური დამზადებული პროგრამის საშუალებით. მეთოდის არსი - კროუნოსკოპის დახმარებით ადამიანი ირთვება ბიოდასამუშავებელ კონტურში კომპიუტერის საშუალებით. ამ დროს მონიტორზე გამოიყვანება მიმდინარე გვრგვინოვანი გამოსახულება, რომელიც ასახავს ობიექტის ბიოველის მდგომარეობას.(კროუნოგრამა). რის შემდგომ სპეციალური პროგრამის საშუალებით იწყობა ადამიანის ბიოველი და რაოდენობრივად გამოითვლება მისი პარამეტრები. ნათების ფართი, სიკაშკაშე, მიმდევრობა, სიმთლიანე და სხვა კომპონენტები. კროუნოსკოპიით ადამიანის ბიოველის კვლევა დაფუძნებულია გვირგვინოვანი მუხტის ცვალებადობის ანალიზზე დროში.
 კროუნოსკოპიის მეთოდი - ეს არის დინამიურად ფორმირებული მიდგომა ადამიანის ბიოველთან გვირგვინოვანი განმუხტვის გამოსახულებიდან. ის არის ფენომენზე მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების მეთოდიკების საბოლოო შედეგი. (კერძოდ კირლიანის ეფექტის და კომპიუტერული ანალოგის ამვ ჯამური ნაჩვენებელი)  სხვანაირად, რომ ვთქვათ ეს არის ადამიანის ბიოველის გამოსახულების კომპიუტერული მოდელი. მნიშვნელოვანი განსხვავება ზემოთ განხილული მეთოდებისაგან, რომლებიც დაფუძნებული არიან კირლიანის ეფექტზე, თვითონ კროუნოსკოპია შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთარ ბიოვეზე,როგორც გარემო პირობებთან ადაპტირების გაძლიერების თერაპევტიული მეთოდი.
http://crownscopy.ru/

Protected by Copyscape Web Copyright Protection